26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბერი 21:00, 2018 წელი

 

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
შესაძლოა, ამ დღეს მოგზაურობის იდეა გაგიჩნდეთ, რომელსაც სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში განახორციელებთ. ეცადეთ, წვრილმან საქმეებზე არ მოცდეთ და მთელი ყურადღება თქვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებით გადაიტანოთ.

კურო
ეს დღე სახლის გარეთ მოწყობილი ხმაურიანი წვეულებებისთვის შეუფერებელია. უმჯობესია, ოჯახურ წრეში, ახლობელ ადამიანებთან ერთად მშვიდი საღამო მოაწყოთ. ნუ ითხოვთ საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანებისგან შეუძლებელს.

ტყუპები
სიყვარულში რთული პერიოდი გელით. როგორც თქვენ, ისე თქვენი რჩეული ენერგიული და კომუნიკაბელური ადამიანები ხართ, მაგრამ ერთმანეთისგან მაინც განსხვავდებით. სირთულეების დაძლევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ თუ ერთმანეთის წინაშე აღებული ვალდებულებები გემახსოვრებათ.

კირჩხიბი
ეს დღე წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში შეუმჩნევლად ჩაივლის. მშვიდად მიჰყევით დინებას და ეს დღე ბობოქარი მოვლენების წინ შესვენებისთვის გამოიყენეთ.

ლომი
გამორიცხული არაა, რომ რომელიღაც ახლობელმა დიდი ხნის წინათ აღებული ვალის დაბრუნება მოგთხოვოთ. ზოგიერთ ლომს ყველა გასართობი ღონისძიების გადადება და ერთ საქმეზე კონცენტრირება მოუწევს. მოერიდეთ ზედმეტი ვალდებულებების აღებას, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებას და ეცადეთ ვალები დააბრუნოთ.

ქალწული
საჭირო ადამიანებთან კონტაქტების დამყარებას ცდილობთ, რადგან ეს თქვენი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას წაადგება. მეტი დიპლომატიურობის გამოჩენა გმართებთ, რომ მომაბეზრებელ ადამიანად არ გამოჩნდეთ.

სასწორი
შესაძლებელია, მნიშვნელოვან შეხვედრაზე დააგვიანოთ ან საჭირო ინფორმაცია და გზავნილი დაგვიანებით მიიღოთ. სწავლასა და ინტელექტუალურ საქმიანობაშიც წარუმატებლობა გელით. ეცადეთ, იმით დაკმაყოფილდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და რაც არ გეკუთვნით, არ მოითხოვოთ.

მორიელი
რადიკალური ცვლილებების დროა. სულიერი განახლება და ცხოვრებისეული ფასეულობების გადახედვა გჭირდებათ. შეგიძლიათ, გრძელვადიანი გეგმები დასახოთ და მათ განხორციელებას შეუდგეთ.

მშვილდოსანი
ეს დღე აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას განასახიერებს. უინიციატივო და სუსტი ნებისყოფის ადამიანებს შეიძლება ცხოვრების განახლების სურვილი გაუჩნდეთ. სირთულეებს ნუ შეუშინდებით. გახსოვდეთ, რომ ადამიანი წარმატებას მხოლოდ სირთულეების გადალახვით აღწევს.

თხის რქა
შვილებისა და უმცროსი ნათესავებისთვის ნებისმიერი კაპრიზის დაკმაყოფილებისთვის ფული არ გენანებათ, თუმცა ეცადეთ, რომ მათთან პირადი ურთიერთობის დროც გამონახოთ.

მერწყული
შესაძლოა, ზოგიერთმა პროდუქტმა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. იმედია, ყველაფერი შეშუპებებისა და სერიოზული შედეგების გარეშე ჩაივლის. ამჟამად იმდენად ენერგიული ხართ, რომ ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდებით. ეცადეთ, ნაკლები ყავა და ალკოჰოლური სასმელები მიიღოთ, რომ ალერგიული რეაქციის პროვოცირება არ მოახდინოთ.

თევზები
ამ დღეს თქვენი მეგზურია საღი აზრი და გონიერება. დროა, დიდი ხნის წინათ დასახული გეგმების განხორციელებას შეუდგეთ. ინტუიცია და ემოციური კავშირი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში და გავლენიან ადამიანთან საუბარში დაგეხმარებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?