ვერძი
ამ დღეს შანსი მოგეცემათ, საკუთარი ქონება შეინარჩუნოთ და გაზარდოთ. სიყვარულში ნაზ და ვნებიან ვერძებს შეუძლიათ, ვიღაცის გული მოინადირონ. იაქტიურეთ, იმოქმედეთ და ხელიდან ნუ გაუშვებთ ბედნიერების შანსს.
კურო
ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ, სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება. ელოდეთ წინადადებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მოღვაწეობის სფერო გააფართოოთ.
ტყუპები
ენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები ისეთ საქმიანობაში, რომელიც სახიფათო კატეგორიას განეკუთვნება, ასევე, ყველა ტიპის ტრანსპორტის მართვისას. ფრთხილად იყავით მგზავრობის დროს. გირჩევთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ.
კირჩხიბი
ზოგჯერ ოჯახური კონფლიქტი შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. სეტყვის ღრუბლებმა გადაიარა და სუნთქვა გაადვილდა. როცა იცით, ვინ რაზე აცხადებს პრეტენზიას, შეგიძლიათ, კრიზისიდან გამოსავლის გზა მოძებნოთ. სწორად თუ მოიქცევით, საკუთარ ცხოვრებას ხარისხობრივად გააუმჯობესებთ.
ლომი
შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ხმაურიან წვეულებებს მოერიდეთ. დღის მეორე ნახევარში თავის ტკივილიც გაგივლით და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ, მაგრამ ეცადეთ, ადრე დაიძინოთ.
ქალწული
ბევრი ქალწულის წინაშე დადგება რთული ამოცანა - წარსულის შეცდომები ფიზიკური ტანჯვით გამოასწოროს. შესაძლოა, თავი იჩინოს დაავადებამ, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. ეცადეთ, გააცნობიეროთ დაავადების მიზეზები და სამკურნალოდ გამოცდილ ექიმს მიმართოთ. კარგი იქნება, თუ ვიტამინებს მიიღებთ, ოღონდ ხარისხიანი უნდა იყოს.
სასწორი
ამ დღეს მიზნისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამთ. ხელში „კოზირი“ გაქვთ - მყარი და მოსიყვარულე ოჯახი, მატერიალური უზრუნველყოფა და საზოგადოების პატივისცემა. ეცადეთ, შანსი სწორად გამოიყენოთ. მიენდეთ საკუთარ ბედს და ყველაფერი გამოგივათ.
მორიელი
შესანიშნავ ხასიათზე ხართ და თავს მშვენივრად გრძნობთ. კარგი იქნება, თუ სპორტული აქტივობებით დაკავდებით და ახალ ვარჯიშებს აითვისებთ. გამორიცხული არაა, იოგითა და აღმოსავლური ორთაბრძოლებით დაინტერესდეთ.
მშვილდოსანი
სავარაუდოდ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი ბიზნესის დაწყებას შეძლებთ. ეცადეთ, საიმედო პარტნიორები მოძებნოთ და საკუთარი კაპიტალი გამოცდილი ადამიანების ფინანსებთან გააერთიანოთ, კარგი იქნება, თუ პარტნიორად თხის რქას ან ქალწულს შეარჩევთ.
თხის რქა
ამ დღეს თქვენი მთავარი თვისება უწყვეტი შემოქმედებითი წვაა, რაც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი გამოცდილება კონკრეტულ შედეგად აქციოთ.
მერწყული
ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ და პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. კარგი იქნება, თუ გარეგნობაზეც იზრუნებთ. სახე გაიწმინდეთ, მკვებავი და მატონიზებელი ნიღბები დაიდეთ და შეიძლება, მარტივი კოსმეტიკური ოპერაციებიც ჩაიტაროთ
თევზები
კარგი დღეა ცოდნის ათვისების, მივლინებაში წასვლისა და ახალი ნაცნობობისთვის. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, შეცვალოთ საკუთარი ბედი და მისი გამგებელი გახდეთ, თუ წარსულისკენ ყურებას შეწყვეტთ და სამყაროს ახლებური თვალით შეხედავთ, შეეცადეთ, კონტაქტი დაამყაროთ მასთან, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება ან ვისაც თავად შეუძლია დაგეხმაროთ.