ვერძი
შესაძლოა, ქალმა ვერძებმა ეს დღე სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარონ და უამრავი კომპლიმენტი მიიღონ. ყველაფერი, რასაც ამ დღეს მამაკაცი ვერძი შეიძენს, ხარისხიანი და სასარგებლო იქნება.
კურო
ოპტიმიზმით სავსე დღეა, თუმცა თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, თუ ჩვეულ ჩარჩოებს გასცდებით. შესაძლოა, სასიამოვნო ადამიანების კომპანიაში აღმოჩნდეთ და უამრავი გულწრფელი კომპლიმენტი მიიღოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი მომხიბვლელობით გაიბრწყინოთ და უამრავი ადამიანი აღაფრთოვანოთ. ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. ვიღაცამ შეიძლება თქვენი გულახდილობა და დიდსულოვნება არასწორად გაიგოს.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა კომერციული გარიგებებისა და წარმატებული შენაძენისთვის. მამაკაც ტყუპებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. ამ ადამიანის გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ქალი ტყუპისთვის კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის - თქვენი მომხიბვლელობით ადამიანების გაოცებას შეძლებთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ძალიან ადვილად მიიღებთ იმას, რაც ადრე მიუწვდომელი გეგონათ. ინტუიცია და გონიერება რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ძალები სწორად გადაანაწილოთ, რომ ადრე დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გამორიცხული არაა, რომ ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვოთ. წინააღმდეგობრივი გრძნობები გაწუხებთ: უსაფუძვლო შფოთვას უმიზეზო მხიარულება შეცვლის.
ლომი
ნუ დაკარგავთ რეალობის გრძნობას - შესაძლოა, ზედმეტმა თავდაჯერებულობამ ან უყურადღებობამ სიტუაციის რეალურად შეფასების უნარი დაგაკარგვინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი, საინტერესო ნაცნობობა.
ქალწული
ხალისიანი და ოპტიმისტური დღეა. გახსოვდეთ, ბევრად უფრო ბედნიერი იქნებით, თუ ჩვეული ჩარჩოდან გამოხვალთ. თავს ნუ დაკარგავთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი გულახდილობა და დიდსულოვნება არასწორად გაიგოს. სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა გელით, რომლებიც კომპლიმენტებით აგავსებენ.
სასწორი
სიცრუითა და ილუზიებით სავსე დღეა. მოსალოდნელია შეთანხმებების დარღვევა, ფინანსური ზარალი და წარუმატებლობა. გირჩევთ, კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა გაარკვიოთ. გადახედეთ საკუთარი მოქმედების ტაქტიკასა და სტრატეგიას. პირად ცხოვრებაშიც სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.
მორიელი
ეს დღე ინტერესთან კონფლიქტს და თავდაცვას განასახიერებს. გახსოვდეთ, ახალი საქმის წამოწყება ყველა სფეროში ძნელია. ეცადეთ, მომხდარი ობიექტურად შეაფასოთ. ფინანსურ საკითხებში წარმატების იმედი ნუ გექნებათ. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა მოაწესრიგეთ.
მშვილდოსანი
სასიამოვნო დღეა. ქალი მშვილდოსნებისთვის ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისთვის, რადგან საკუთარი თავისა და უნარების წარმოჩენას შეძლებთ. მამაკაცებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანის ტარებისას, ელექტროტექნიკასთან და მჭრელ საგნებთან ურთიერთობის დროს.
თხის რქა
ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისთვის. თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენას და სამომავლოდ, ფინანსური კეთილდღეობისთვის მყარი საფუძვლის შექმნას. ყველაფერი, რასაც ამ დღეს შეიძენთ, ხარისხიანი და სასარგებლოა.
მერწყული
კოსმიური ენერგიის გარდაქმნის დღეა. დაღლილი და გაღიზიანებული ხართ და მზად ხართ, ყველა სიტყვაზე იფეთქოთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და უტოპიური გეგმების შედგენას. მცირეოდენი სტრესის შემდეგ თქვენს სულში ისევ სიმშვიდე დაისადგურებს და შექმნილი სიტუაციის რეალურად შეფასებას შეძლებთ.
თევზები
აღმოჩენებისა და ახალი ინფორმაციის მოძიების დღეა. სწრაფ შედეგებს არ უნდა ელოდოთ. სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასაკმარისად საიმედოა. ნებისმიერი წამოწყების შედეგი დამოკიდებულია წლის მანძილზე დაგროვილი სულიერი და მატერიალური კაპიტალის რაოდენობაზე. ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმიზმი შეინარჩუნეთ.