23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 დეკემბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  23 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
უკიდურესად ნეგატიური დღეა, ამიტომ როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ მოთმინება და გამძლეობა. პარტნიორების უწესო მოქმედებამ ან ფარული მტრების ცილისწამებამ შეიძლება მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეგაფერხოთ და მუშაობის შედეგებზე ცუდად აისახოს. შესაძლოა, გაუფრთხილებელი სიტყვის გამო ვიღაცის სამიზნედ იქცეთ.


კურო
ამ დღეს შეგიძლიათ, თამამად მოჰკიდოთ ხელი ისეთ საქმესაც კი, რომელზეც ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ. თქვენი ოპტიმიზმი და მიზანსწრაფულობა გარშემომყოფთა თვალში ავტორიტეტს გაგიზრდით. ნებისმიერი შეხვედრა და საქმიანი მოლაპარაკება პარტნიორებთან შეთანხმებით დასრულდება.


ტყუპები
სიცრუის, ილუზიებისა და იმედგაცრუების მომტანი დღეა. ამ დღეს მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ. ეცადეთ, ცდუნებას არ აჰყვეთ და ყველაზე აუცილებელი საქმით დაკავდეთ. ერიდეთ ბნელ აზრებსა და ქუჩებს. თუ ხმაურიანი წვეულებები მოგწონთ, მხოლოდ მეგობრების წრეში იხმაურეთ, თუ განმარტოება გხიბლავთ, მხოლოდ უახლოეს ადამიანთან ერთად განმარტოვდით.


კირჩხიბი
ხელს ნუ მოჰკიდებთ საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით. გახსოვდეთ ბოლო მომენტში საკუთარ მოვალეობებზე უარის თქმა თქვენს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დანიშნავთ საქმიან შეხვედრას, რადგან ყურადღების კონცენტრირება და პრინციპულ საკითხებზე პარტნიორებთან შეთანხმება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრები ხვალისთვის გადადოთ.


ლომი
ამ დღეს უფროსთან ან კოლეგებთან კონფლიქტი გელით. გირჩევთ, როგორც არასდროს, ისე კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი ქცევები და ფიქრები. გამოიჩინეთ მოთმინება და გამძლეობა. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი და ნერვული სტრესი. შესაძლოა, ვიღაცის ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი გახდეთ.


ქალწული
უკიდურესად ნეგატიური დღეა, რომელსაც ტყუილი, ილუზიები და იმედგაცრუება უკავშირდება. თუ მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდით, ეცადეთ, არ ინერვიულოთ. საქმეს სამომავლოდ ნუ გადადებთ. გახსოვდეთ, პრობლემების დაგროვებას ჯობია დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ერიდეთ კამათსა და ოჯახურ კონფლიქტებს. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების ჯანმრთელობას უნდა დაუთმოთ.


სასწორი
ურთიერთობის გაფართოებისთვის შესაფერისი დროა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან ძველი კავშირების განახლება. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, რაც დაგეხმარებათ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ. თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან.


მორიელი
არახელსაყრელი დღეა ფინანსური გარიგებებისთვის, უძრავი ქონების შეძენის, რემონტის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ბევრი თქვენგან იძულებული იქნება, სამსახური მიატოვოს. ძველ მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია ბზარის გაჩენა. მოსალოდნელია ორგანიზმში ნეგატიური პროცესები და დაავადება. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.


მშვილდოსანი
საშიში დღეა და ტყუილებს, ილუზიებსა და იმედგაცრუებას უკავშირდება. შინაგანი ენერგიის ნაკლებობა დამანგრეველი იქნება თქვენი ორგანიზმისთვის. ეცადეთ, საკუთარ სიტყვებსა და მოქმედებებში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და უარი თქვით ცდუნებაზე. ნუ აჰყვებით საკუთარ სისუსტეებს. ამ დღეს თქვენს ქცევაზეა დამოკიდებული საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან თქვენი ურთიერთობა და პირადი ცხოვრება მთლიანად.


თხის რქა
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ ყველა საქმე გულმოდგინედ დაგეგმეთ. არსებობს შანსი, რომ ვიღაცამ მოგატყუოთ ან მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიიღოთ. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. გამორიცხული არაა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეც კი. მოსალოდნელია სასტიკი შეტაკება გარე სამყაროსთან. როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ მოთმინება და გამძლეობა. ერიდეთ საქმის გარჩევებს და კონფლიქტურ სიტუაციებს. გახსოვდეთ, ნებისმიერი წინააღმდეგობა თქვენ დაგაზარალებთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას.


მერწყული
ამ დღეს გეჩვენებათ, რომ ყველაფერი მოწესრიგდა და თავის ადგილზე დადგა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. წინდახედულება გამოიჩინეთ უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობაში. სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წუთს გაუარესდეს. ერიდეთ ახალ ნაცნობებს, ისინი მომავალში უამრავ პრობლემას შექმნიან.


თევზები
ეს დღე ახალი ცოდნისა და უნარების მიღებასთან ასოცირდება. გამორიცხული არაა უფროსობის მხრიდან საინტერესო წინადადებები, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, ფინანსური შეთანხმებების დადებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ. შესაძლოა, ვიღაც ავად გახდეს. გახსოვდეთ, კრიტიკულ სიტუაციებში ალკოჰოლი ცუდი დამხმარეა.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?