25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 იანვარი 21:00, 2019 წელი

 

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. ნებისმიერ ურთიერთობაში თავს შეუდარებლად გრძნობთ და გარშემომყოფ ადამიანებს საკუთარი მომხიბვლელობით აოცებთ. მოსალოდნელია საქმიანი წინადადება, უკვე დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება ან ახალი გატაცება. მამაკაცებს ვურჩევთ, კარგად გაერკვნენ საკუთარ შესაძლებლობებში. ერიდეთ ექსტრავაგანტურ ქცევებს.


კურო
ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ამჟამად არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა გაქვთ. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებასა და საზოგადოებაში ავტორიტეტის მატებას მხოლოდ ორი დღის შემდეგ უნდა ელოდოთ. მოსალოდნელია კარიერული მდგომარეობის ცვლილება, მაგრამ ზემოთ თუ ქვემოთ, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნუ დაივიწყებთ ფარული მტრებისა და არაკეთილმოსურნეების არსებობას, რადგან ისინი კვლავ ეცდებიან თქვენთვის ზიანის მოყენებას.


ტყუპები
ეს დღე ფიზიკურ დატვირთვას, ინფორმაციის მიღებასა და სიყვარულის მოპოვებას უკავშირდება. დამატებითი შემოსავლის მიღებისა და ახალი საქმიანობის დაწყების მიმართულებით წარმატება გელით. ახალი იდეებისა და სტრატეგიის წყალობით საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებთ. თქვენი ოპტიმიზმი, მომხიბვლელობა და ლოგიკა პარტნიორებს თქვენთან თანამშრომლობის სურვილს გაუჩენს. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა.


კირჩხიბი
ყურადღებით იყავით და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. სამსახურებრივი მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, თუმცა უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. სამსახურში არასახარბიელო გარემოა, ამიტომ განსაკუთრებით ერიდეთ ჭორებსა და მაქინაციებს. გირჩევთ სამუშაო საათების დასრულებისთანავე სახლში წახვიდეთ.


ლომი
წარმატებული დღეა ხელოვანი ლომებისთვის. განსაკუთრებით, პედაგოგებისა და მსახიობებისთვის. ისინი შესანიშნავად შეძლებენ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოვლენას. პოლიტიკოსმა ლომებმა კარგად უნდა შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. ვიღაცაზე ზრუნვისა და მფარველობის სურვილი შეიძლება თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს და ბოლო დღეების წარმატება წყალში ჩაგეყაროთ.


ქალწული
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. შესაძლოა, ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი შემთხვევა მოხდეს. ხელსაყრელი დღეა მუშაობისა და დასვენებისთვის. არავითარი დაბრკოლება, ამ დღეს ყველა უსიამოვნება გვერდს აგივლით და ნებისმიერი საქმე გამოგივათ. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას აპირებთ, კარგად დაფიქრდით - ღირს თუ არა ამდენი ფულის გადახდა, როცა თავს მის გარეშეც მშვენივრად გრძნობთ.


სასწორი
კომერციული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. ახალი იდეების ან სტრატეგიის საშუალებით საქმიან შეხვედრასა და მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებთ. თქვენი ოპტიმიზმი, მომხიბვლელობა და დიპლომატიურობა პარტნიორებს თქვენთან თანამშრომლობის სურვილს აღუძრავს. დღის მეორე ნახევარში დამღლელი აღმოჩნდება და კარგად დასვენების სურვილს გაგიჩენთ.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა ქორწინების, ახალი საქმიანი კონტრაქტებისა და მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა, პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. თქვენი პატიოსნება, წესიერება და სიბრძნე ნებისმიერ ადამიანს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. ამ დღეს შეიძლება უდიდესი სიხარული მოგანიჭოთ.


მშვილდოსანი
ეს დღე ფიზიკურ დატვირთვას, ინფორმაციის მიღებას და სიყვარულის მოპოვებას უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან და უფროსობასთან საქმიანი ურთიერთობისთვის. დამატებითი შემოსავლის ძიება ან მოღვაწეობის სხვა სფეროში გადასვლის მცდელობა წარმატებით დასრულდება. საქმიან პარტნიორებს თქვენში ოპტიმიზმი და ლოგიკურობა ხიბლავთ.


თხის რქა
გირჩევთ, ახალ საქმეზე უარი არ თქვათ, თუნდაც ნაკლებად პერსპექტიული გეჩვენებოდეთ. ნებისმიერი საკითხის მოგვარებისას საკუთარ ინტუიციას ენდეთ.სავარაუდოდ, ფულის ხარჯვა გელით, თუმცა დაბანდებული ფული დიდ მოგებას მოგიტანთ.


მერწყული
ამ დღეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას აპირებთ, კარგად დაფიქრდით - ღირს თუ არა დიდი ფულის გადახდა იმაში, რის გარეშეც თავს მშვენივრად გრძნობთ? არსებობს ქურდობის, ხანძრის ან უბედური შემთხვევის ალბათობა. განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების მიმართ უნდა გამოიჩინოთ.


თევზები
ხელსაყრელი დღეა ცხოვრების შეცვლისა და ძვირად ღირებული შენაძენისთვის. მოსალოდნელია მეგობრების დახმარება. ისინი ფინანსური პრობლემების ნაწილის მოგვარებას საკუთარ თავზე აიღებენ. მოსალოდნელია სამსახურებრივი პოზიციის შეცვლა, ოღონდ რომელ მხარეს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა თევზებმა გართობასა და დროსტარებაზე ბევრი დრო არ უნდა დახარჯონ და საკუთარი თავის რეალიზაციაზე მეტი იფიქრონ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?