29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 მარტი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა კომერციული გარიგებებისთვის, შემოქმედებითი ძიებისთვის, სიყვარულისა და ოჯახური ურთიერთობისთვის. მზად იყავით პირად ცხოვრებაში სერიოზული სიახლეებისთვის. ხელიდან ნუ გაუშვებთ ოცნების ასრულების შანსს.


კურო
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია აქტიური დასვენების, ფიზიკური ვარჯიშისა და სუფთა ჰაერზე მუშაობისთვის. ამ დღეს მოგზაურებს ვარსკვლავები მფარველობენ. ნებისმიერი მგზავრობა წარმატებული იქნება.


ტყუპები
ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, მკლავები დაიკაპიწოთ და საქმეს შეუდგეთ. გამორიცხული არაა, რომ ბიზნესსაქმიანობა დაიწყოთ. სიყვარულში ყველაფერი ძველებურად დარჩება. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავალს, რადგან შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს.


კირჩხიბი
ეს დღე სახლსა და ოჯახს უნდა მიუძღვნათ. გირჩევთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და მოთმინებით აღიჭურვოთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს აგარაკზე გაატარებთ და სუფთა ჰაერზე საქმით დაკავდებით. შეგიძლიათ, ახალ პროექტებზე იფიქროთ, თუმცა ისეთ საქმეს ნუ შეეჭიდებით, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით.


ლომი
მზად იყავით პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. ნუ გაუშვებთ ხელიდან დიდი ხნის ოცნების ასრულების შანსს. გამორიცხული არაა, რომ წარმატება გელით.


ქალწული
ეს დღე ზნეობრივ და სულიერ განწმენდას და კოსმოსური ენერგიის მიღებას განასახიერებს. ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის, კომერციული ოპერაციებისთვის და შემოქმედებითი ძიებისთვის. მგზავრობა, ახალი საქმეები და შეხვედრები სასურველ შედეგს მოგიტანთ. სამთავრობო დაწესებულებებთან ურთიერთობა შედეგიანი იქნება.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მშენებლობისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. ეს დაგეხმარებათ, დაძაბული კვირის შემდეგ განიტვირთოთ. მალე მოგეცემათ საშუალება, მიიღოთ შედეგი, რომელსაც  დიდი ხანია ელით.


მორიელი
პასიური დღეა, რომელიც არაფერს შეცვლის. მშვიდად შეასრულეთ მიმდინარე მოვალეობები, იზრუნეთ სახლის კეთილმოწყობაზე და საჭირო ნივთები შეიძინეთ. ახლობელი ადამიანებისგან დახმარებას ნუ ელით, ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ.


მშვილდოსანი
ჯანმრთელობის თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან და ეს დღე მთლიანად ოჯახსა და დასვენებას მიუძღვენით. ამ დღის მოვლენები თქვენი შინაგანი სამყაროს გამოძახილია. ერიდეთ ყალბ დაპირებებსა და ილუზიებს.


თხის რქა
ეს დღე სიმშვიდესა და სულიერ წონასწორობას განასახიერებს. სიტუაციას მთლიანად თქვენ მართავთ. ოჯახში მოსალოდნელია მცირეოდენი უთანხმოება, რომელიც თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. გირჩევთ, ეს დღე საყვარელ საქმესა და დასვენებას მიუძღვნათ.


მერწყული
ვარსკვლავების განლაგება წარმატებას გპირდებათ. ხელსაყრელი დღეა უცხო ენების შესწავლისა და სპორტისთვის. იზრდება სექსუალური პოტენციალი და ინტუიცია. სავარაუდოდ, თქვენი მომხიბვლელობა საპირისპირო სქესის დაინტერესებას გამოიწვევს.


თევზები
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისთვის. თუ მოახერხეთ და კვირის განმავლობაში სისულელეები არ ჩაიდინეთ, პოზიტიური გარდასახვა გელით, ხოლო გადაჭარბებული ემოციურობისა და თავშეუკავებლობის შემთხვევაში გაუგებრობა და სტრესი გელით. ფრთხილად იყავით, ამან შეიძლება გულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გელით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?