ვერძი
პარტნიორების შეთავაზებამ ან სარისკო ოპერაციამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლებს მეტი ყურადღება გმართებთ - არასწორი ინფორმაცია ან სამსახურებრივი პრობლემები გელით. მოულოდნელი შეტყობინება გაიძულებთ, გეგმები შეცვალოთ ან დაწყებულ საქმეზე საერთოდ უარი თქვათ. სიზმარში ბანქოს ნახვა უსიამოვნებებს ნიშნავს.
კურო
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობთ და ასე გაგრძელდება, თუ ყველაფერში ზომიერებას შეინარჩუნებთ. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ან სასიხარულო შეტყობინება გელით. მამაკაცებს გირჩევთ ფულის ფლანგვას მოერიდოთ. თავი შეიკავეთ ცხოველური საკვების მიღებისგან.
ტყუპები
დაძაბული დღეა, მაგრამ წინასწარ თუ დაგეგმავთ, შეიძლება, წარმატებულიც იყოს. თუ საქმიანი შეხვედრა გელით, ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში გადაიტანოთ, რადგან მეორე ნახევარში შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. არასწორი ინფორმაცია ან გარეშე ადამიანის გავლენა შეიძლება ფინანსური ზარალის მიზეზი გახდეს. გირჩევთ, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გონიერებას ენდოთ და ყველაზე ახლობელი ადამიანების რჩევაც კი არ გაითვალისწინოთ. ეცადეთ, მოსალოდნელი ზარალი მინიმუმამდე შეამციროთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ. მხოლოდ იღბალის იმედად ნუ იქნებით, მიზნის მისაღწევად მაქსიმალური ძალისხმევა მოგიწევთ. ოჯახს და ბავშვებს ყურადღება მიაქციეთ. მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები.
ლომი
რთული დღეა, რომელიც პირად ცხოვრებაში გაუგებრობებს და პროფესიულ საქმიანობაში შეცდომებს უკავშირდება. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულმა ლომებმა საკუთარ მოვალეობებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ: მოსალოდნელია არასწორი ინფორმაცია ან კოლეგებთან და შეფთან პრობლემები. უსიამოვნო შეტყობინებამ შესაძლოა, გეგმები შეგაცვლევინოთ.
ქალწული
დაძაბული დღეა. ყველა მხრიდან პრობლემები გელით. სავარაუდოდ, ეს დღე დაგამახსოვრდებათ, როგორც გრძელვადიან გეგმებში კორექტივების შეტანის დღე. უსიამოვნებების მიუხედავად, ეცადეთ, ხშირად გაიღიმოთ და თქვენს ცხოვრებაში სიყვარულისა და ბედნიერებისთვის მეტი ადგილი დარჩება. ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. მათ მიმართ სიყვარულის გამოვლენა ნუ მოგერიდებათ.
სასწორი
ეს დღე მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ მოქმედების გეგმას და სტრატეგიას წინასწარ შეიმუშავებთ. გაითვალისწინეთ, რომ არასწორი ინფორმაციით გამოწვეულმამოქმედებამ ან გარეშე პირთა გავლენამ შეიძლება, უსიამოვნებები მოგიტანოთ. მხოლოდ საკუთარ გონიერებას და ინტუიციას ენდეთ და გეგმების შესახებ არავის შეატყობინოთ, უახლოეს ადამიანებსაც კი. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ.
მორიელი
ამ დღეს ფიქრებსა და გრძნობებში სრული ქაოსი და გაუგებრობა გელით. მთავარი პრობლემა სამსახურებრივი საკითხებია, თუმცა არც ჯანმრთელობის შესახებ უნდა დაივიწყოთ. კარგი იქნება, თუ საზაფხულო დასვენებას დაგეგმავთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ოჯახურ გარემოში დაისვენოთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, შეხვედრებისთვის, აქტიური დასვენებისა და მეგობრებთან გართობისთვის. გამორიცხული არ არის, ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ.
თხის რქა
საქმიანი ოპერაციებისთვის არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ამ დღეს გრძელვადიან ცხოვრებისეულ გეგმებში სერიოზულ კორექტივებს შეიტანთ. თავი შეიკავეთ პარტნიორებთან შეხვედრებისა და კონტაქტებისთვის. ერიდეთ ფულის დაბანდებას, თორემ დაზარალდებით.
მერწყული
პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის შეუფერებელი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ ახალი გეგმები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მეგობრების, ნათესავების ან, უბრალოდ, კეთილისმსურველების დახმარებით წარმატებას მიაღწევთ.
თევზები
იდეები, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, მორალურ და მატერიალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. მამაკაცებს რომანტიკული შეხვედრა ელით. კარგი იქნება, თუ თავბრუდამხვევი წარმატებისგან ეიფორიაში არ ჩავარდებით.