28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 აპრილი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა საკუთარი შესაძლებლობების კრიტიკულად შეფასებისთვის. გამორიცხული არაა, რომ ახალმა ნაცნობმა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, ოღონდ დადებითი თუ უარყოფითი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან სასიყვარულო პაემანი, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის.


კურო
ხელსაყრელი დღეა ბიზნესის სფეროში დასაქმებული მამაკაცებისთვის. მოსალოდნელია დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელება, მომგებიანი გარიგება ან სასიამოვნო სიახლე. შესაძლოა, რომანტიკული წინადადება მიიღოთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ხელოვნების სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის. მოსალოდნელია შემოსავალი, დიდი ხნის ოცნების ასრულება ან მოულოდნელი, სასიამოვნო შეტყობინება. ქალებს ვურჩევთ, ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მწვავე თემებზე საუბარს მოერიდონ. გამორიცხული არაა კამათი, რომელიც ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდება.


კირჩხიბი
თუ საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ოცნებობთ, ეს დღე ჩანაფიქრის განხორციელებისთვის შესაფერისია. ყურადღება მიაქციეთ ახალ, მოგებიან წინადადებებს და ისინი მაქსიმალური მოგებისთვის გამოიყენეთ. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. თუ ფრთხილად იმოქმედებთ, ყველა პრობლემას შესანიშნავად გადაწყვეტთ.


ლომი
დღის პირველ ნახევარში უსიამოვნო ცნობა გელით, რომელიც ტყუილს ან პარტნიორების მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებს ეხება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების კრიტიკული შეფასებისთვის. ახალი ნაცნობი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან სასიყვარულო პაემანი.


ქალწული
გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს დაიწყოს პერიოდი, რომელიც ცხოვრებისეული ძალების სწორად წარმართვას უკავშირდება. კარგი იქნება, თუ საკუთარ ჩვევებსა და შესაძლებლობებს კრიტიკულად შეაფასებთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თუმცა დადებითს თუ უარყოფითს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


სასწორი
წარმატებული დღეა, რომელიც შემოსავლის მიღებასა და დიდი ხნის ოცნების ასრულებას უკავშირდება. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხმაურიანი წვეულება ან სტუმრების მიღება შეიძლება კონფლიქტით ან ცრემლებით დასრულდეს.


მორიელი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში გაღიზიანებული ხართ და თავს შეუძლოდ გრძნობთ. ერიდეთ მკვეთრ გამოთქმებსა და გადაწყვეტილებებს. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ბავშვებთან ერთად ბუნებაში გაისეირნოთ. აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.


მშვილდოსანი
მძიმე დღე გელით. გარემოებათა არასასურველი განვითარება ან არაკეთილმოსურნეთა მაქინაციები გაიძულებთ საკუთარი ავტორიტეტის დაცვაზე მეტი იზრუნოთ. გამორიცხული არაა, რომ სამსახურში დაგაქვეითონ. გირჩევთ, კომერციული ვიზიტები და ოპერაციები სხვა დროისთვის გადადოთ.


თხის რქა
ემოციური განახლების დღეა, რომელიც სასიცოცხლო ძალების სწორად მართვას უკავშირდება. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. შესაძლოა, ახალმა იდეამ თქვენი გეგმები შეცვალოს, თუმცა წინდახედულება გმართებთ: ნუ ეცდებით, დედამიწა გადააბრუნოთ.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. თქვენი ენერგიულობისა და შრომისმოყვარეობის დახმარებით სასურველ შედეგს მიაღწევთ, რაც უფროსს და გავლენიან მფარველებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. ყურადღება მიაქციეთ დაავადების პირველივე სიმპტომებს.


თევზები
ფასეულობათა გადაფასების დღეა. გირჩევთ, უახლოეს გარემოცვას ყურადღებით დააკვირდეთ, გამორიცხული არაა, რომ ვიღაც ეცდება, თქვენი შესაძლებლობები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ერიდეთ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას. თუ ფრთხილად და დაფიქრებით იმოქმედებთ, ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება.


 

დღის ჰოროსკოპი

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მოხალისე მასწავლებელი“ - პროექტი, რომლის დახმარებით ბავშვები გახანგრძლივებულ არდადეგებს საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებენ

„მოხალისე მასწავლებელი“ - გიმნაზია „შავნაბადას“ ინიცირებული პროექტია, რომლის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ მოიძებნება.
ჩვენ გვერდით

როგორ კრძალავენ კორონავირუსით გარდაცვლილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ნახეთ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ფოტოგრაფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაღებული ემოციური ფოტოები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ დრო ჯერ ისევ covid-19-ის სასარგებლოდ მუშაობს... კორონავირუსი ჯერ ისევ კლავს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

„ეპილაცია“ კლეოპატრას და თამარ მეფის დროს

საინტერესოა - პირველად ვინ მიხვდა, რომ სხეულზე თმა უშნოა, განსაკუთრებით - ქალისთვის? 
ამბები

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას

კომპანია „ნატახტარის“ ინფორმაციით, „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას.
დღის ჰოროსკოპი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობს მუშაობას და Drive Thru-სა და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს“, - ამის შესახებ განცხადებას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
ამბები

„არქის“ მასშტაბური სოციალური პროექტები კორონავირუსის წინააღმდეგ

დეველოპერული კომპანია „არქი“ კორონა ვირუსთან საბრძოლველად მასშტაბურ ღონისძიებებს იწყებს.
დღის ჰოროსკოპი

1 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები1 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Feedc Edu - პირველი ქართული ონლაინპლატფორმა დისტანციური სწავლების რეჟიმში

დისტანციური სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად განათლების სამინისტრო ერთ-ერთ ალტერნატიულ საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას - Feedc Edu-ს გამოიყენებს.
ამბები

მინერალური წყალი “ლიკანი” სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებს – Soundwave Home Sessions – ცოცხალი მუსიკის ტალღა ჩვენს სახლებში

#მუსიკასთანახლოს შეგიძლია ერთფეროვანი დღეები გადააქციო განსაკუთრებულ წუთებად და დაიმუხტო ცოცხალი მინერალებით და მუსიკით. მინერალური წყალი „ლიკანი“ #SOUNDWAVE - ის საინტერესო სესიებს  ახალი ფორმატით აგრძელებს. 
ამბები

კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

განვითარებული მოვლენების ფონზე კომპანია "თბილღვინო“ მიესალმება StopCov ფონდის შექმნას. შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში „თბილღვინომ“ ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.