29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 აპრილი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
საშიში დღეა, მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ აგრესიის გამოვლენას და ყველაფერს, რასაც შეუძლია, ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლური სასმელები, მანქანის სწრაფად ტარება და მჭრელ საგნებთან კონტაქტი. ზედმეტმა ნდობამ ან პარტნიორზე მცდარმა შეხედულებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ და მიზნისკენ მიმავალი გზა გაგირთულოთ.


კურო
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ - მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც ელოდით. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ და ერიდეთ ყველაფერს, რასაც ყურადღება და კონცენტრირება სჭირდება. იმედგაცრუების დღეა. ახალ გეგმებსა და იმედებს განხორციელება არ უწერია. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი და მეგობრებთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, ისეთი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, რომლისთვისაც მზად არ ხართ.


ტყუპები
მოვლენების არახელსაყრელმა განვითარებამ ან არაკეთილმოსურნეთა მიერ დაგებულმა ხაფანგებმა შეიძლება გაიძულოთ, მთელი ძალები საკუთარი პრინციპების დაცვისკენ მიმართოთ. ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ და საუბარში ტონს არ აუწიოთ. ეს კარიერულადაც და ფინანსურადაც დაგაზარალებთ. გირჩევთ, ყველა კომერციული და ფინანსური ოპერაცია სხვა დროისთვის გადადოთ.


კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა მივლინებისთვის, მოგზაურობისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს - დიდია ინტოქსიკაციის საფრთხე. ამ დღეს სიყვარული, წარმატება და კმაყოფილება გელით, თუმცა ყველაფერში ზომიერების დაცვას გირჩევთ.


ლომი
ეს დღე უამრავ სანერვიულოს მოგიტანთ, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახლობელი ადამიანების მიმართ ნაკლები აგრესია გამოავლინოთ. სექსუალურ სფეროში იმედგაცრუება გელით. ეცადეთ, ამას ნაკლები ყურადღება მიაქციოთ, თორემ დეპრესიაში ჩავარდებით. საღამოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. ერიდეთ ყველაფერს, რამაც შეიძლება ორგანიზმი დაგიზიანოთ.


ქალწული
ამ დღეს შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, რადგან უამრავი ხარჯი გელით. ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით, ბევრი სანერვიულო გექნებათ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაშორდებით ერთმანეთს თუ ამ სირთულესაც გაუძლებთ. სხვების რჩევებს ნაკლებად დაუჯერეთ - ისინი მხოლოდ საქმეს გაართულებენ.


სასწორი
შესანიშნავი დღეა ურთიერთობისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. დღის პირველი ნახევრის დადებითი ტენდენციები კომერციული ოპერაციებისა და გარიგებების დროს წარმატებას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ახლად შეძენილ ნაცნობებს. მათთან ურთიერთობამ შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ ან უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ.


მორიელი
პოზიტიური პერიოდი გრძელდება. მოსალოდნელია ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს. ხელსაყრელი დღეა სუფთა ჰაერზე შრომისა და დასვენებისთვის, დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, კულტურული და გასართობი ღონისძიებები მოინახულოთ.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. ნებისმიერი მოგზაურობა - საქმიანიც და შემეცნებითიც წარმატებული იქნება და სიხარულს მოგანიჭებთ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელიც წარმატებულ შენაძენს ან მოგებას უკავშირდება. კარგი იქნება, თუ საღამოს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ და რამე მშვიდი საქმიანობით დაკავდებით.


თხის რქა
მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან კამათი. თქვენი ურთიერთობა შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. ხელსაყრელი დღეა სპორტისა და სუფთა ჰაერზე ფიზიკური მუშაობისთვის.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი ექსპერიმენტებისა და ინფორმაციის მიღებისთვის. მოსალოდნელია დიდი ხნის ოცნების ასრულება ან სასიამოვნო შეტყობინება. ქალებს ვურჩევთ, ახლობელ ადამიანთან მწვავე თემებზე საუბარს ერიდონ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პარტნიორთან კამათი, რომელიც შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.


თევზები
უკიდურესად დაძაბული დღეა. უცნობი ადამიანების მხრიდან მოსალოდნელია აგრესია. დღის მეორე ნახევარში ვნებები დაცხრება და სიმშვიდე დაისადგურებს. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს. მოსალოდნელია კვებითი ინტოქსიკაცია.

დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.