30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 აპრილი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
შესაფერისი დღეა სულიერი ზრდისა და შინაგანი დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ამ დღეს კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებთ ცხიმიანი საჭმელებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან. ეცადეთ, სულგრძელობა და გულუხვობა გამოავლინოთ. ფულადი შემოსავალი, მოგება ან საჩუქარი გელით.


კურო
ფინანსურ საქმეებში წარმატება გელით. ძველ პრობლემებს ახალი იდეების ან სტრატეგიის საშუალებით გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებების წარმოებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. თქვენი ლოგიკა და დამაჯერებლობა პარტნიორებს აიძულებს, დაგეთანხმოთ. შესანიშნავი დღეა ქორწინებისთვის, ახალი სამსახურის დაწყებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ.


ტყუპები
კრიტიკული დღეა. სავარაუდოდ, უფროსთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. სანამ ახალ საქმეებს დაიწყებდეთ, ძველები დაასრულეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება არარეალური და ილუზორული იქნება, ხოლო ზედმეტმა ნერვიულობამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.


კირჩხიბი
უკიდურესად სახიფათო დღეა. უბრალო ნაკაწრის მორჩენაც კი გაგიჭირდებათ, აღარაფერს ვიტყვით, უფრო სერიოზულ დაზიანებებზე. ასე რომ, ეცადეთ, თავს გაუფრთხილდეთ. თუ სტუმრად მიგიწვიეს, თავაზიანი უარი თქვით და ვიზიტი სხვა დროს გადაიტანეთ. დასაძინებლად ადრე დაწექით.


ლომი
ლიდერობისკენ სწრაფვა და ორგანიზატორული შესაძლებლობები თანამოაზრეებისა და მოკავშირეების პოვნაში დაგეხმარებათ, თუმცა დღის მეორე ნახევარში გარკვეული სირთულეები გელით. ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს დიდსულოვნებასა და გულუხვობას გამოიჩენთ.


ქალწული
შინაგანი თავისუფლების დღეა. ახალი იდეებისა და სტრატეგიის წყალობით საქმიანი შეხვედრა და მოლაპარაკება წარმატებით ჩაივლის. თქვენი ოპტიმიზმი, ლოგიკა და მომხიბვლელობა პარტნიორებს თქვენთან თანამშრომლობას აიძულებს. გირჩევთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა სეირნობის, მოგზაურობისა და ახალი კონტაქტებისთვის. სავარაუდოდ, რამდენიმე საქმიან კონტაქტს გააბამთ, რომლებიც მომავალში დაგეხმარებათ. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, რჩევა მეგობრებს სთხოვეთ.


მორიელი
გაითვალისწინეთ, რომ მგზავრობის, მოგზაურობისა და გრძელ მანძილზე სეირნობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ტრავმები და კატასტროფა. გირჩევთ, ეს დღე სახლში, ოჯახურ საქმიანობაში გაატაროთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და არავითარ შემთხვევაში ხმას არ აუწიოთ.


მშვილდოსანი
ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ, ნურც ვარსკვლავების კეთილგანწყობის იმედი გექნებათ - ერთსაც და მეორესაც აქვს საზღვრები. ოცნების კოშკების აგებას თავი დაანებეთ და ის აკეთეთ, რასაც ყოველთვის აკეთებდით. ამ დღეს ნებისმიერი პროექტი ილუზორული იქნება, ზედმეტი ნერვიულობა კი ჯანმრთელობის პრობლემებს შეგიქმნით.


თხის რქა
შინაგანი დამოუკიდებლობის მოპოვების დღეა. იმპროვიზაციის უნარის დახმარებით შეძლებთ ახალი ნაცნობების შეძენას და საჭირო კონტაქტების დამყარებას. შესაძლოა, კომპრომისების ძიება მოგიწიოთ.


მერწყული
ამ დღეს ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელსაც მჭევრმეტყველებითა და დიპლომატიურობით გადაჭრით. ქალებს ახალი რომანტიკული ნაცნობობა ელით.


თევზები
მშვიდობისა და თანხმობის დღეა. ერიდეთ კამათსა და კონფლიქტურ სიტუაციებს. ხელსაყრელი დღეა კოლექტიური შრომისთვის და ოჯახური საქმიანობისთვის. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სულიერ განვითარებაზე. ეცადეთ, ვიტამინებით მდიდარი საკვები მიირთვათ.

საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 
კულინარია

ცხელი ბუტერბროდი უპუროდ

თუ პურს არ მიირთმევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუტერბროდებზეც უარი თქვათ...
დღის ჰოროსკოპი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

სად გაქრნენ ჯულია რობერტსი, კიმ ბესინჯერი და სხვა მეგავარსკვლავები

ბევრ ცნობილ ადამიანს იმდენად ბეზრდება საჯარო ცხოვრება, რომ მზადაა, პროფესიაც კი შეიცვალოს.




×

საბანერო პოზიცია
300x150