4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 მაისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ პირადი ცხოვრება და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ძვირფასი ადამიანის მიმართ დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება ხანგრძლივი და უსიამოვნო შედეგები მოიტანოს.


კურო
ფიქრისა და მონანიების დღეა. ტკივილის, კონფლიქტებისა და წინააღმდეგობის დაძლევის გზით სულიერ განწმენდას ეზიარებით და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას შეძლებთ. უყურადღებობამ ან დაბნეულობამ შესაძლოა, შეცდომები და ტრავმები გამოიწვიოს. თუ შესაძლებელია, ყველა საქმე ხვალისთვის გადადეთ და ეს დღე სეირნობასა და წიგნის კითხვას დაუთმეთ.


ტყუპები
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მინიმუმზეა, ამიტომ ერიდეთ აქტიურობას პროფესიულ და კომერციულ საქმიანობაში. მოსალოდნელია მუშაობის დროს შეცდომა ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში არაკორექტული მოქცევა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და მთელი დღე წიგნის კითხვას ან დასვენებას დაუთმეთ.


კირჩხიბი
შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს. გამორიცხული არაა, ჩანაფიქრის განხორციელებაში ძალიან გაგიმართლოთ - ბრწყინვალე წინადადებას შემოგთავაზებენ, მაგრამ ეცადეთ, ყველაფერი გონივრულად აწონ-დაწონოთ.


ლომი
ეს დღე კოსმიური ენერგიის გარდაქმნას უკავშირდება, ამიტომ შესაძლოა, პირად ცხოვრებაში არასასურველი შედეგები მოგიტანოთ. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, მხოლოდ პოზიტიურ ამბებზე იფიქროთ, უარი თქვათ სიამაყესა და ეჭვიანობაზე. ნუ ეცდებით, საკუთარი შეცდომები პარტნიორს გადააბრალოთ. დღის მეორე ნახევარში ყველა პრობლემა ბავშვებს, პირად ცხოვრებას ან შემოქმედებას უკავშირდება. შესაძლოა, რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს გამოიწვევს. ხელიდან ნუ გაუშვებთ საკუთარ შანსს.


ქალწული
ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გამოიჩინეთ სიბრძნე და მოთმინება - ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ დაუფიქრებლად არაფერი მოიმოქმედოთ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. ბუნებაში დასვენება ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ ინფექციურ დაავადებებსა და სპირტიან სასმელებს.


სასწორი
გაორებული დღეა. ერთ მხრივ, ჯერ კიდევ არსებობს წინა დღეების ნეგატიური ემოციები, მეორე მხრივ გაქვთ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის შანსი. წარმატების მთავარი პირობაა ყურადღების კონცენტრაცია, სწრაფი რეაქცია და დელიკატურობა. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია, რომლისთვისაც მზად არ ხართ.


მორიელი
დღეს ყველაზე შესაფერისი დღეა სეირნობისთვის, მოგზაურობისთვის, ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არაა ახლო ნათესავთან ან ოჯახის წევრთან კონფლიქტი. მცირე სტრესის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ამიტომ დროებით წარუმატებლობას ფილოსოფიურად შეხედეთ.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა. მეგობრების რჩევა ან გავლენიანი ადამიანების მფარველობა შეიძლება საქმის განვითარებაზე სასიკეთოდ აისახოს. სასიყვარულო საქმეებში პროგრესი გელით. გამორიცხული არ არის ახალი ნაცნობობა ან ძველ სიყვარულთან მოულოდნელი შეხვედრა. კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობისთვის.


თხის რქა
პასიური დღეა. გამოიყენეთ ხელსაყრელი მომენტი ძველი საქმეების დასრულებისთვის. პირად ცხოვრებაში მოგიწევთ კომპრომისის პოვნა სავალდებულოსა და სასურველს შორის. ყველაფერი შესანიშნავად მოგვარდება, თუ თქვენთვის დამახასიათებელ სიფრთხილესა და ყურადღებას გამოიჩენთ.


მერწყული


მერკურის რეგრესული მოძრაობა პროფესიულ საქმიანობაში წარუმატებლობის ან ფინანსური დანაკარგის მაუწყებელია. შესაძლოა, მტრებმა ფარული მახე დაგიგონ. ეცადეთ, განმარტოვდეთ და ყველაფერი კარგად გააანალიზოთ. ამ დღეს მხოლოდ გადაუდებელი საქმეებით დაკავდით.


თევზები
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი ნაცრისფერი და უსიხარულოა. ბიზნესმენებო, ვარსკვლავები გირჩევენ,  ინვესტიციების ჩადების დროს არ აჩქარდეთ. მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. სარისკო მოქმედებების დროს ნუ შეშინდებით - აუცილებლად გაგიმართლებთ. 

დღის ჰოროსკოპი

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მოხალისე მასწავლებელი“ - პროექტი, რომლის დახმარებით ბავშვები გახანგრძლივებულ არდადეგებს საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებენ

„მოხალისე მასწავლებელი“ - გიმნაზია „შავნაბადას“ ინიცირებული პროექტია, რომლის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ მოიძებნება.
ჩვენ გვერდით

როგორ კრძალავენ კორონავირუსით გარდაცვლილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ნახეთ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ფოტოგრაფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაღებული ემოციური ფოტოები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ დრო ჯერ ისევ covid-19-ის სასარგებლოდ მუშაობს... კორონავირუსი ჯერ ისევ კლავს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

„ეპილაცია“ კლეოპატრას და თამარ მეფის დროს

საინტერესოა - პირველად ვინ მიხვდა, რომ სხეულზე თმა უშნოა, განსაკუთრებით - ქალისთვის? 
ამბები

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას

კომპანია „ნატახტარის“ ინფორმაციით, „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას.
დღის ჰოროსკოპი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობს მუშაობას და Drive Thru-სა და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს“, - ამის შესახებ განცხადებას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
ამბები

„არქის“ მასშტაბური სოციალური პროექტები კორონავირუსის წინააღმდეგ

დეველოპერული კომპანია „არქი“ კორონა ვირუსთან საბრძოლველად მასშტაბურ ღონისძიებებს იწყებს.
დღის ჰოროსკოპი

1 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები1 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Feedc Edu - პირველი ქართული ონლაინპლატფორმა დისტანციური სწავლების რეჟიმში

დისტანციური სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად განათლების სამინისტრო ერთ-ერთ ალტერნატიულ საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას - Feedc Edu-ს გამოიყენებს.
ამბები

მინერალური წყალი “ლიკანი” სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებს – Soundwave Home Sessions – ცოცხალი მუსიკის ტალღა ჩვენს სახლებში

#მუსიკასთანახლოს შეგიძლია ერთფეროვანი დღეები გადააქციო განსაკუთრებულ წუთებად და დაიმუხტო ცოცხალი მინერალებით და მუსიკით. მინერალური წყალი „ლიკანი“ #SOUNDWAVE - ის საინტერესო სესიებს  ახალი ფორმატით აგრძელებს. 
ამბები

კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

განვითარებული მოვლენების ფონზე კომპანია "თბილღვინო“ მიესალმება StopCov ფონდის შექმნას. შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში „თბილღვინომ“ ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.