14 მაისის ასრტოლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 მაისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
კრიტიკული დღეა. იდიალისტურმა წარმოდგენებმა შესაძლოა, რეალობის შეგრძნება დაგაკარგვინოთ, ცრუ დაპირებები კი  იმედგაცრუებულს დაგტოვებთ. ქალებო, მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ გატაცებასთან ურთიერთობაში. გამორიცხული არაა, რომ სირცხვილით დაიწვათ.


კურო
საყვარელი საქმე უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. ეს დღე სიბრძნის შეცნობისა და მიზნის მიღწევის ნიშნით ჩაივლის. დღის მეორე ნახევარში დაგროვილი საქმეები თავს შეგახსენებთ. მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი ან ოჯახური საქმეები, რომლებიც თქვენგან სწრაფ მოქმედებას მოითხოვს. შესაძლოა, ოჯახში საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწიოთ.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვის, სპორტისა და მოგზაურობისთვის. მეგობრებთან ურთიერთობა და კოლექტიური ღონისძიებები საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების საშუალებას მოგცემთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე კამათი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


კირჩხიბი
ეცადეთ, გართობამ და საყვარელმა გატაცებამ საქმე არ დაგავიწყოთ. თუმცა, ძალიანაც რომ გინდოდეთ, მაინც ვერ მოახერხებთ, რადგან საქმე გამუდმებით თავს შეგახსენებთ. ოჯახის წევრებთან მოსალოდნელია მცირე კონფლიქტი. გირჩევთ, მათ შეხედულებებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ, რადგან თქვენი არასოდეს ესმოდათ. ნუ ინერვიულებთ. ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც გეჩვენებათ.


ლომი
პარტნიორის წესიერებაზე იდეალისტურმა წარმოდგენამ ან ზედმეტმა ნდობამ შეიძლება რეალობის აღქმა დაგაკარგვინოთ. გამორიცხული არაა ტყუილი ან ცრუ დაპირება, რომელიც წყენასა და იმედგაცრუებას მოგიტანთ. მამაკაცებმა მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ ახალ გატაცებასთან ურთიერთობის დროს. გამორიცხული არაა, რომ თქვენი რჩეული არ შეგეფერებოდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ უძრავი ქონების მიმართ. მოსალოდნელია ქურდობა ან ხანძარი.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვის, სპორტის, მოგზაურობისა და ჰაერზე ხანგრძლივად სეირნობისთვის. დღის მეორე ნახევარში დაღლილობას იგრძნობთ. ოჯახში სიტუაცია თანდათან ლაგდება, თუმცა წყენა კიდევ დიდხანს გასტანს.


სასწორი
ყველა თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. ოჯახური საქმეები, მცირე კონფლიქტი და უსიამოვნო ამბავი თქვენგან გადამჭრელ მოქმედებებსა და მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. ეცადეთ, ფინანსები ეკონომიურად ხარჯოთ.


მორიელი
მშვენიერი დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის. მწეველებს შანსი აქვთ, რომ ამ დამღუპველ ჩვევას თავი დაანებონ. თუ ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ, ეცადეთ, მედიკამენტების ნაცვლად, ხალხური მკურნალობის მეთოდები გამოიყენოთ.


მშვილდოსანი
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა ასპარეზზე გამოავლინოთ. იზრდება თქვენი კომუნიკაბელურობა, იღბალი და რეაქციის სისწრაფე. ყველა პრობლემას სწრაფად და ადვილად მოაგვარებთ. ამ დღეს სწრაფად და ადვილად შეძლებთ დიდი ხნის ოცნების ასრულებას. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში ინტუიცია დაგეხმარებათ.


თხის რქა
საშიში დღეა. კარგი იქნება თუ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას ისწავლით. სასურველია მარხვა და თავშეკავება. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებსა და სიმაღლეს, რადგან არსებობს ტრავმის რისკი. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო ინფორმაცია გელით.


მერწყული
დაძაბული და წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დაცვისა და შინაგანი თავისუფლების ნიშნით ჩაივლის. ბედი მორიგ უსიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. შესაძლოა, ფსიქოლოგიურად და მატერიალურად ვიღაცაზე დამოკიდებული გახდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება მიაქციეთ ფულთან და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ საქმეებს.


თევზები
საკმაოდ სახიფათო დღეა. არაკეთილმოსურნეთა მხრიდან მოსალოდნელია აგრესია და პროვოკაციები. უარი თქვით სარისკო ოპერაციებზე, შორეულ მგზავრობასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე. საყვარელ ადამიანთან მცირე კამათიც კი შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს, რაც ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდება. 

საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 
კულინარია

ცხელი ბუტერბროდი უპუროდ

თუ პურს არ მიირთმევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუტერბროდებზეც უარი თქვათ...




×

საბანერო პოზიცია
300x150