20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 მაისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ძვირად ღირებული შენაძენის ან ძველი ვალების გამო ფინანსური პრობლემები გელით. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. იმის გამო, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება არ გსურთ და პატიება არ შეგიძლიათ, მოსალოდნელია კონფლიქტები.


კურო
ფიქრისა და ანალიზისთვის ხელსაყრელი დღეა. ხელს ნუ მოჰკიდებთ ისეთ საქმეს, რომელშიც კარგად არ ერკვევით, თორემ უამრავი პრობლემა შეგექმნებათ. ნუ მისცემთ სხვას რჩევას და თავადაც ნურავის რჩევას მიიღებთ. ერიდეთ რისკს და ფიზიკურ დატვირთვას, რაც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახოს.


ტყუპები
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც ცრუ იმედებისა და ხორციელი ცდუნების ნიშნით ჩაივლის. ნუ იქნებით ახლობელი ადამიანებისა და პარტნიორების დახმარების იმედზე. დაუგეგმავი მგზავრობა ან უსიამოვნო შეტყობინება გელით.


კირჩხიბი
ახალი ნაცნობობა ან ძველ მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება გაუგებრობებისა და გადაღლის მიზეზი გახდეს. ეცადეთ, ეს დღე ოჯახთან ერთად, ბუნებაში გაატაროთ. საყვარელი ადამიანების სიახლოვე გაგაბედნიერებთ.


ლომი
კოსმოსური ენერგიის გარდასახვა შეიძლება სულიერი შფოთვის, საკუთარი თავითა და გარემოცვით უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. იმედგაცრუება ელით - შესაძლოა, გარეგნული ღირსების უკან სიცრუე და ღალატი იმალება. ახლობელ ადამიანებთან არაპროგნოზირებადი ურთიერთობა გელით. იმის გამო, რომ შეცდომების აღიარება და პატიება გიჭირთ, მოსალოდნელია კონფლიქტები.


ქალწული
სავარაუდოდ, ამ დღეს მცირეოდენი სირთულეები გელით, განსაკუთრებით თუ ხელი სარისკო საქმეს მოჰკიდეთ. საქმიანი პარტნიორები თქვენს დაბნევას ცდილობენ. ქრონიკული დაღლილობის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. სავარაუდოდ, ერთგული მეგობარი ან პარტნიორი დაგეხმარებათ, რომელიც რთული სიტუაციიდან გამოსავალს მოძებნის.


სასწორი
ამ დღეს საკუთარი ჯანმრთელობის გამტკიცებასა და ავტორიტეტის ამაღლებაზე უნდა იზრუნოთ, რადგან პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება გელით. გაითვალისწინეთ, თქვენი მიამიტობა და მიმნდობი ხასიათი ფინანსურად დაგაზარალებთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ, შემოქმედებით დაკავდეთ. სავარაუდოდ, თქვენი პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა საყვარელი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით თუ შემოქმედი ადამიანი ბრძანდებით. შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შანსი მოგეცეთ და წარმატებას მიაღწიოთ. ოჯახური პრობლემები გადამჭრელ მოქმედებებს მოითხოვს. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ, მაგრამ ნუ იდარდებთ. ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც ფიქრობთ.


მშვილდოსანი
მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა ან უსიამოვნო ცნობა, რაც უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობას გაგირთულებთ და ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს. სასიყვარულო საქმეებისთვის არახელსაყრელი დღეა.


თხის რქა
ამ დღეს ტრავმებისა და ავადმყოფობის რისკი მაღალია. ასე რომ, წინდახედულება და სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი ფინანსური ხარჯი. გახსოვდეთ, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ახლობელ ადამიანებს ყურადღება არ უნდა მოაკლოთ.


მერწყული
შენდობისა და პატიების დღეა. თავი შორს დაიჭირეთ ნეგატიური გავლენებისგან და უარი თქვით ამპარტავნებაზე. იზრუნეთ ოჯახის კეთილდღეობასა და სიმტკიცეზე. სასარგებლოა სანთლების შუქზე ან ცეცხლთან დროის გატარება.


თევზები
მომავალი კვირიდან თქვენი ცხოვრების აქტიური ციკლი დაიწყება. ხელსაყრელი დღეა განვლილი გზის შეფასებისა და მიღწეულის გააზრებისთვის. ეცადეთ, საქმეები მოაწესრიგოთ. მოსალოდნელია სტუმრებისა და ნათესავების ვიზიტი. დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?