25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 მაისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ძველებურად სიცოცხლით სავსე და ენერგიული ხართ, თუმცა შესაძლოა, მცირეოდენი სირთულე შეგხვდეთ. განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა სარისკო კატეგორიას განეკუთვნება. გამორიცხული არაა, საქმიანმა პარტნიორმა თქვენი მოტყუება სცადოს.


კურო
საშიში დღეა. გირჩევთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. კარგი იქნება, თუ ყველა დაგეგმილ შეხვედრას ხვალისთვის გადაიტანთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. მოსალოდნელია ტრავმები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ტყეში, სუფთა ჰაერზე გაატარებთ.


ტყუპები
ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, თუმცა მერკურის მფარველობა სასიკეთოდ აისახება პროფესიულ საქმიანობაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე და ზოგადად, მომავალზე. არსებობს რაღაც უჩვეულოს შექმნის შანსი. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ემოციები დაიცხროთ.


კირჩხიბი
ამ დღეს წარმატება გელით ბიზნესში, შემოქმედებასა და სიყვარულში. იმედებით სავსე ხართ. დარწმუნებული იყავით, რომ სადაც მიხვალთ, ყველგან სიხარულით შეგხვდებიან. ეს დღე უამრავ სიამოვნებასა და სასიხარულო ამბავს მოგიტანთ. არაკეთილმოსურნე და შურიანი ადამიანები ვერაფერს დაგაკლებენ.


ლომი
სასიცოცხლო პოტენციალი კვლავინდებურად მაღალია, თუმცა შესაძლოა, თქვენს გზაზე მოულოდნელი სირთულეები გამოჩნდეს. გარემოებათა საბედისწერო მიმდინარეობამ შესაძლოა, ყველაზე კარგად შედგენილი გეგმებიც დაანგრიოს. გამორიცხული არაა, რომ საქმიანმა პარტნიორებმა თქვენი მოტყუება სცადონ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია წყენა, გაუგებრობა და იმედგაცრუება, რომელიც შეიძლება ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს.


ქალწული
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. დიდია ტრავმის მიღების საფრთხე, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. მზად იყავით მოულოდნელი სასიხარულო ცნობისთვის. ამჟამად ყველაზე მეტად დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა ვაჭრობისა და უძრავი ქონების შეძენისთვის. გირჩევთ, საშოპინგოდ წახვიდეთ და სამკაულები შეიძინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მორიელი
წარმატებული დღეა. შესანიშნავ განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ. გაზრდილი შრომისუნარიანობის წყალობით, მალე აღიარებას მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სტუმრების მოსვლა. უფროსებთან კონფლიქტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური ტაქტი და მოთმინება გმართებთ.


მშვილდოსანი
პირად ცხოვრებას უკიდურესად წინააღმდეგობრივი ტენდენციები ახასიათებს. შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი პოზიციებისა და ავტორიტეტის დაცვა მოგიწიოთ. ვნებების მოძალებამ შესაძლოა, მოვლენათა განვითარება თქვენს საზიანოდ შეცვალოს. უთანხმოების შედეგად შესაძლოა, დაზარალდეთ, ამიტომ დიდსულოვნება და თავშეკავება გამოიჩინეთ. ეცადეთ, ადამიანებს სიმართლე პირში არ მიახალოთ. 


თხის რქა
მზად იყავით პირად ცხოვრებაში პრობლემებისა და ნეგატიური საკადრო ცვლილებებისთვის. მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი. უსიამოვნო შეტყობინებამ შესაძლოა, წონასწორობიდან გამოგიყვანოთ და ხასიათი საბოლოოდ გაგიფუჭოთ. ქრონიკული დაღლილობის გამო შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ.


მერწყული
ამ დღეს ახალი ძალისა და იდეების მოზღვავებას იგრძნობთ, რაც კმაყოფილებას მოგიტანთ. სიყვარულში გაგიმართლებთ, თუ არ  ეცდებით, რომ თავი მიუწვდომელი და ყინულოვანი მოაჩვენოთ. გირჩევთ, ყველა საქმეში ოქროს შუალედი იპოვოთ. შესაძლოა, სწორედ დღეს შეძლოთ, ყველაზე სანუკვარი ოცნება აისრულოთ.


თევზები
ეს დღე ყველა საქმეში წარმატებასა და მაღალი თანამდებობის პირების მხარდაჭერას გპირდებათ. თქვენთვის დამახასიათებელი კომუნიკაბელურობისა და კეთილგანწყობის წყალობით მომგებიან პარტნიორებს აღმოაჩენთ. ახალი ნაცნობი შეიძლება თქვენი საიმედო დასაყრდენი გახდეს.


 

დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.