ვერძი
პრობლემების მოგვარების დროს მოსალოდნელია სირთულეები, თუმცა ნუ შეჩერდებით და საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძლიერი გრძნობა, თუმცა უცნობია, სიყვარული იქნება ეს თუ სიძულვილი.
კურო
ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. მოსალოდნელია სტრესები და ნერვიულობა. ისწავლეთ ემოციებთან გამკლავება. არახელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დაწყებისა და გეგმების შედგენისთვის. სავარაუდოდ, ყველა საქმე განწირულია წარუმატებლობისთვის, რასაც მატერიალური სირთულეები მოჰყვება.
ტყუპები
დაძაბული დღეა, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება. შესაძლოა, უსიამოვნო ცნობამ სულიერი წონასწორობის დარღვევა და სახლში უსიამოვნო ატმოსფეროს შექმნა გამოიწვიოს. მამაკაცებს ვურჩევთ, საკუთარი პოზიციების პრინციპულად დაცვასა და მკვეთრ გამოთქმებს ერიდონ. სასურველია, ქალებმა ეს დღე სახლის გარეთ, სტუმრად გაატარონ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, შეხვედრებისა და მგზავრობისთვის. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც იმას დაინახავს, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. თუ უკვე დაოჯახებული ხართ და შვილებიც გყავთ, დაფიქრდით, ღირს თუ არა თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოშვება.
ლომი
ეცადეთ, დამშვიდდეთ, გრძნობები და ფიქრები მოაწესრიგოთ. ეცადეთ, გარშემომყოფებთან ურთიერთობები დაალაგოთ და უსარგებლო კონტაქტებზე უარი თქვათ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი ცნობა, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს რადიკალურად შეცვლის. დაბნეულობა და გაურკვევლობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შეგიშლით.
ქალწული
შესაძლოა, ამ დღეს მოგინდეთ, რომ ზოგიერთი პრობლემის მოგვარება სამომავლოდ გადადოთ. პირად ცხოვრებაში გელით ძლიერი გრძნობა, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით.
სასწორი
კრიტიკული დღეა. შესაძლოა, წვრილმან ოჯახურ პრობლემებთან გამკლავება ან ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიხდეთ. ერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენს და კომერციულ ოპერაციებს, რომლებიც კაპიტალდაბანდებას საჭიროებს. ნუ გარისკავთ და ნუ ჩაერთვებით ავანტიურებში. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და მტანჯველი სიზმრები.
მორიელი
დასვენებისა და ენერგიის ახალი წყაროების მოძიების დღეა. ეცადეთ, დრო გამონახოთ და ეკლესიაში წახვიდეთ. კარგი იქნება, თუ სამყაროში თქვენს როლსა და მისიაზე იფიქრებთ. სასურველია, მეტი თვითკრიტიკულობა და შეცდომების აღიარება. განმარტოვდით, დაისვენეთ და დაელოდეთ თქვენს დროს.
მშვილდოსანი
მშვიდი და ჰარმონიული დღეა, სიყვარული და ახალი ნაცნობობა გელით. ხელსაყრელი, ენერგიული დღეა საქმიანობის ახალ სფეროში ძალების მოძიებისთვის. ენერგიული მოქმედება და პარტნიორების დახმარება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე სასარგებლოდ აისახება. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, წარმატება გელით, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არ გახლავთ.
თხის რქა
შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, რომ პრობლემების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ, მაგრამ ამის გაკეთებას არ გირჩევთ. უმჯობესია, საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძლიერი გრძნობა, რომელთან გამკლავებაც გაგიჭირდებათ.
მერწყული
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო და შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება. ძლიერდება აურა და პიროვნული მომხიბვლელობა. ეს დღე ურთიერთობას, შეხვედრებსა და შემოქმედებით ძიებას უნდა მიუძღვნათ. მთავარზე იფიქრეთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. სასარგებლოა კოლექტიური საქმიანობა და ფიზიკური დატვირთვა.
თევზები
ამ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებთ. შესაძლოა, „მიწაზე დაეშვათ“ და იმას დასჯერდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ. შესაძლოა, დილიდან თავი შეუძლოდ იგრძნოთ, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ყველა პრობლემა მოგვარდება. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც იმას დაინახავს, რაც სხვებმა ვერ შეძლეს.