ვერძი
პლანეტების არახელსაყრელი განლაგება შეიძლება არასახარბიელოდ აისახოს თქვენს საქმიანობაზე. შესაძლოა, ფარული მტრების მაქინაციების მსხვერპლი გახდეთ. დაუგეგმავი ხარჯი შესაძლოა, თქვენს ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია. ეცადეთ ნაკლები ყურადღება გაამახვილოთ საკუთარ განცდებზე - ეს ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას გაგირთულებთ.
კურო
შენდობისა და აღსარების დღეა. მოსალოდნელია საქმეებში სერიოზული ცვლილებები - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. გამორიცხული არაა, რომ არაკეთილმოსურნეთა თავდასხმის მსხვერპლი ან საკუთარ პარტნიორებზე დამოკიდებული გახდეთ. ელოდეთ ოჯახში პრობლემებს.
ტყუპები
არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა გელით - მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები ან გასავალი შემოსავალზე მეტი იქნება. საქმიან გარიგებებთან დაკავშირებული იმედები გაგიცრუვდებათ. მოულოდნელი და დაუგეგმავი ხარჯები ოჯახურ ბიუჯეტზე აისახება. პირად ცხოვრებაში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ცვლილებები გელით. გამორიცხული არაა, რომ კონკურენტების მაქინაციების მსხვერპლად იქცეთ.
კირჩხიბი
ამ დღეს საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. შესაძლოა, საკუთარი პარტნიორების გავლენის ქვეშ მოექცეთ, ამიტომ საკუთარი გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებმაც დახმარების ხელი გამოგიწოდეს. ბოროტად ნუ ისარგებლებთ საკუთარი თავისუფლებით, გახსოვდეთ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
ლომი
შესაძლოა, არაკეთილმოსურნეთა ბოროტი დაცინვის მსხვერპლად იქცეთ ან ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცეთ. ეცადეთ საკუთარ განცდებზე ნაკლები ყურადღება გაამახვილოთ. საკუთარი მოთმინების და გამძლეობის წყალობით დანაკარგს მალე აინაზღაურებთ.
ქალწული
პირად ურთიერთობაში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ცვლილებები გელით. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა თავდასხმა. მოულოდნელი ხარჯი თქვენს ოჯახურ ბიუჯეტზე არასახარბიელოდ აისახება. გახსოვდეთ ფინანსური კრიზისი ყველას შეიძლება დაემართოს, ამიტომ ეცადეთ პრობლემას ფილოსოფიურად მიუდგეთ. გახსოვდეთ, რომ აუცილებლად შეძლებთ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სწავლისა და ახალი საქმეების დაწყებისთვის. მოსალოდნელია ახალი საქმე, რომელიც ახალ ჰორიზონტებს გაგიხსნით. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის შევსებისთვის. სავარაუდოდ, ამ დღეს ღირსეულად დაგაფასებენ და თქვენს რჩევას გაითვალისწინებენ. ამის მიუხედავად, საქმიან ქაღალდებთან ურთიერთობას მოერიდეთ და ეცადეთ ხელი არაფერს მოაწეროთ. სამსახური თქვენგან ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს, ოჯახი კი მეტ მზრუნველობას.
მშვილდოსანი
ამ დღეს მამაკაცებს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით: შესაძლოა კონკურენტის მაქინაციების ან პარტნიორის უხასიათოობის მსხვერპლად იქცეთ. ქალებისთვის ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისთვის.
თხის რქა
თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - ახალი საქმეები და ახალ ადამიანებთან ურთიერთობები გელით. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დაწყებისა და შეხვედრებისთვის. ნებისმიერი წამოწყება, სარისკოც კი კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გამორიცხული არაა, რომ საზოგადოებრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობა შეიცვალოთ. სიზმარი პირიქით ახდება.
მერწყული
დაძაბული დღეა, რომელიც თქვენს სიცოცხლესა და ჯამრთელობას ემუქრება. შესაძლოა, უსიამონო ამბავმა სიმშვიდე დაგირღვიოთ და ოჯახში უსიამოვნო ატმოსფერო შექმნას. ქალებს ამ დღეს გაცილებით მეტი მოთმინება და თავშეკავება მართებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
თევზები
ფინანსური პრობლემები უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელზეც შესაძლოა ინანოთ. სასურველია, ეს დღე ყველაზე ახლობელ ადამიანებს მიუძღვნათ. დღის მეორე ნახევარში გელით ავადმყოფობა, რომელსაც მძიმე შედეგები ექნება. თუ დროულად, კვალიფიციურ ექიმს არ მიმართავთ, შესაძლოა, კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.