14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ახალი საქმის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა - შედეგი არასასურველი იქნება. ვარსკვლავების განლაგება კომერციულ საქმიანობაში ფინანსური დანაკარგი დანაკარგის შესახებ გაფრთხილებთ. ერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელით. გამორიცხული არ არის, რომ სასიყვარულო სფეროში შექმნილ პრობლემებს წარმატებულად გადაჭრით.


კურო
ამ დღეს აქტიურობას ფინანსური დანაკარგი მოჰყვება. გირჩევთ, ერიდოთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტს. მოსალოდნელია ფეთქებადსაშიში სიტუაცია.


ტყუპები
ამ დღეს კომერციულ საქმიანობაში აქტიურობას შეიძლება ფინანსური ზარალი მოჰყვეს. სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და დოკუმენტებთან მუშაობის დროს ნუ აჩქარდებით და ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი. მოსალოდნელია ხანმოკლე გატაცება.


კირჩხიბი
ამ დღეს იგრძნობთ, რომ ზებუნებრივი ძალები გმფარველობენ. შესაძლოა, ძველი მეგობრებისგან ან ნათესავებისგან მოულოდნელი დახმარება მიიღოთ. მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრის დროს მხოლოდ ინტუიციას უნდა ენდოთ.


ლომი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად შემცირებულია, რომ საკუთარ შესაძლებლობებს სრულად ვერ გამოავლენთ. მიზნის მიღწევისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ვარსკვლავების განლაგება ფინანსური დანაკარგის საფრთხეზე ან კომერციულ ოპერაციაში მოტყუებაზე მეტყველებს. მოულოდნელი და გადაუჭრელი პრობლემები თქვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს იმისთვის, რომ მოვლენები ჩვეულ კალაპოტში დააბრუნოთ.


ქალწული
ამ დღეს ძლიერდება აურა და პიროვნული მომხიბვლელობა, თუმცა მერკურის რეგრესიული მოძრაობა კომერციულ ოპერაციებში მოტყუების შესახებ გაფრთხილებთ. მსხვილი შენაძენისთვის სხვა დრო შეარჩიეთ. ერიდეთ ხალხთა თავშეყრის ადგილებს. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.


სასწორი
ამ დღეს მოსალოდნელია აურის დასუსტება, დეპრესია და ცდუნებებს აყოლა. წინდახედულება გმართებთ - ნუ დაუშვებთ შეცდომებს პირად ცხოვრებასა და სამსახურში. სასიცოცხლო პოტენციალი ნელ-ნელა მცირდება და სიტუაციის ობიექტურად შეფასება გიჭირთ.


მორიელი
ჭეშმარიტებაში წვდომისა და სულიერ პრობლემებზე ფიქრის დღეა. ამ ტენდენციამ შესაძლოა, პროფესიული საქმიანობის შეცვლაზე დაგაფიქროთ. შესაძლოა, პერსპექტიული წინადადება მიიღოთ. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელსაც არასოდეს ინანებთ.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიმართვისა და საქმიან დოკუმენტებთან მუშაობისთვის. ნუ აჩქარდებით და ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური ზარალი გელით. მოსალოდნელია მორიგი ხანმოკლე რომანი.


თხის რქა
სატურნის გავლენა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეგიქმნით ან უახლოეს გარემოცვასთან ურთიერთობას გაგირთულებთ. წარმატებისკენ სწრაფვა და ახლობელი ადამიანების მიმართ პრეტენზიები ემოციების აფეთქებას გამოიწვევს. ერიდეთ ხალხთა თავშეყრის ადგილებს.


მერწყული
ეს დღე ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით გამოირჩევა. მთელი ყურადღება სამსახურისკენ გადაიტანეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელიდან გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ შერყეული მდგომარეობა გაიმყაროთ. თქვენი მომხიბვლელობა ადამიანებს გააოცებს.


თევზები
არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, დოკუმენტების გაფორმებისა და ქორწინებისთვის. მოსალოდნელია არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა. გაუთვალისწინებელი ხარჯები, სავარაუდოდ, სახლსა და სამსახურში უსიამოვნო ცვლილებებს უკავშირდება. შესაძლოა, ძველი ვალების დაბრუნება მოგიხდეთ.


 

დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...
ამბები

თამაშების ახალ და მასშტაბურ კონცეფციას საქართველოში „ევროპაბეთი“ დანერგავს

„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
თემატური ჰოროსკოპი

გაიგეთ ქალის სუსტი წერტილი მისი ზოდიაქოს ნიშნით

ნებისმიერ ქალს აქვს სუტი წერტილი, რომელსაც არ უნდა შეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს, სკანდალებს და ცრემლების ნიაღვარს ვერ აცდებით...
კულინარია

თევზის ლაბა - მათთვის, ვინც მარხულობს!

საშობაო მარხვაში 1-2 იანვარს თევზით ხსნილია და შეგიძლიათ, თქვენი საახალწლო სუფრა ამ უგემრიელესი თევზის ლაბათი გაამდიდროთ.
დღის ჰოროსკოპი

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

საახალწლო სუფრა საბჭოთა კავშირში - 7 მთავარი კერძი!

„ბედის ირონია“, „ცისფერი ეკრანი“ და საახალწლო მაგიდა, რომელიც წარმოუდგენელი იყო ამ კერძების გარეშე და რომლებიც, 60-70-იანების თაობას, უბრალოდ, ბავშვობას გვახსენებს...
საკნატუნო ამბები

მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მოდელები

ამ რეიტინგში 1-2 ადგილებს ადრიანა ლიმა და ჟიზელ ბუნდჰენი იკავებენ. და მათ გარდა, ამ ჩამონათვალში კიდევ შვიდი ბრაზილიელი მოდელია. 
დღის ჰოროსკოპი

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?