22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 ივლისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, პირადი პრობლემების მოგვარებისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ საქმის მიმართ სტანდარტული მიდგომისგან და მეტი ფანტაზია გამოავლინოთ. გამორიცხული არაა, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინოთ და საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღება მიიქციოთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად ცხოვრებაში.


კურო
წინააღმდეგობრივი დღეა, თუმცა უამრავ სიხარულს გპირდებათ. სასიამოვნო სიახლე ან შეხვედრა გელით. სიმშვიდისა და წონასწორობის აღსადგენად უახლოესი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა გჭირდებათ.


ტყუპები
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჰარმონიულად აეწყობა. ბედნიერები და ერთმანეთით კმაყოფილები ხართ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი, რომელიც გეგმებს შეგაცვლევინებთ. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილების მიღებისას - შეცდომა რომ გამორიცხოთ, ახლობელი ადამიანების რჩევა გაითვალისწინეთ.


კირჩხიბი
წინააღმდეგობრივი დღეა. ნუ იქნებით ეგოისტი და საკუთარი თავის გარდა, სხვა ადამიანებზეც იფიქრეთ. სავარაუდოდ, თქვენს ოპტიმიზმს ყველა არ იზიარებს. ეცადეთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ, რომ დაკარგული წონასწორობა აღიდგინოთ.


ლომი
თავის მოტყუების, ცრუ დაპირებებისა და ნეგატიური ძალების გავლენის დღეა. თქვენი ენერგიულობა შეიძლება თქვენს საპირისპიროდ შემობრუნდეს და სერიოზული შეცდომები და გაუგებრობა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, პრობლემებს შეგიქმნით. პირად ცხოვრებაშიც წარუმატებლობა გელით. გამორიცხული არაა ურთიერთობების სრული გაწყვეტა.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებისთვის, ფიზიკური დატვირთვისა და გართობისთვის. მშვენიერი დროა ქორწილისა და მოგზაურობისთვის. სასიამოვნო ცნობამ შეიძლება გეგმები შეგაცვლევინოთ. სანამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხეთ.


სასწორი
საშიში დღეა, რომელიც თვალთვალსა და ძალადობას უკავშირდება. ამ პერიოდში ეცადეთ, ხალხის თავშეყრის ადგილებს ერიდოთ. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ელის, ამიტომ საჩქაროდ მოაწესრიგეთ მიმდინარე საქმეები.


მორიელი
ახალი კონტაქტებისა და აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გარშემომყოფებთან ურთიერთობის პრობლემა შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ მოვლენათა განვითარება თქვენგან მეტ სიფრთხილესა და წინდახედულებას მოითხოვს.


მშვილდოსანი
შესაძლოა, არასასიამოვნო სიახლემ გეგმები შეგაცვლევინოთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან და თუ მაინც მოგიწევთ, რჩევა ახლობელ ადამიანებს სთხოვეთ. დღის მეორე ნახევარში იმედი ნუ გექნებათ, რომ სიყვარულში გაიმარჯვებთ. ამ დღეს სექსუალური კონტაქტები წინდახედულებას მოითხოვს.


თხის რქა
შესანიშნავი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, პირადი ხასიათის პრობლემების მოგვარებისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო ცნობა, რომელიც ახლობელ ადამიანს უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა ქორწინების, მხიარულებისა და მოგზაურობისთვის. ეცადეთ, თხოვნაზე უარი არავის უთხრათ.


მერწყული
პირადი ცხოვრება მშვიდი და გაწონასწორებულია. საკუთარ თავში ისე დარწმუნებული ხართ, როგორც არასდროს და მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, სუფთა ჰაერზე გაატაროთ.


თევზები
ცოდნის შეძენის, ლოცვისა და მონანიების დღეა. ზეციური ძალების მფარველობასა და დახმარებას გრძნობთ. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და საგანგაშო სიმპტომების აღმოჩენისთანავე ექიმს მიმართეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?