1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

31 ივლისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
არახელსაყრელი დღეა. მოვლენათა საბედისწერო განვითარებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ ან საკუთარი პოზიციის დაცვისთვის ბრძოლა გაიძულოთ. არახელსაყრელი დღეა სახლის ან სამსახურის შეცვლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. შესაძლოა, მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გირჩევთ, პროვოკაციას არ აჰყვეთ.


კურო
კრიტიკული დღეა. ბედი გამოცდას გიმზადებთ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ღირსეულად გაართმევთ თავს. ახლა ყველაზე მეტად თავშეკავება, უსარგებლო კონტაქტებზე უარის თქმა და გარშემომყოფი ადამიანების ობიექტური შეფასება გჭირდებათ. გირჩევთ, პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისგან თავი შეიკავოთ.


ტყუპები
დაძაბული დღეა, რომელიც ცხოვრებისეული პრინციპებისა და მსოფლმხედველობის გამოცდას მოგიწყობთ. გამორიცხული არაა, რომ ახალი მოვალეობები დაგეკისროთ. უსიამოვნო ცნობამ ან მცდარმა ინფორმაციამ შესაძლოა, მუშაობაში გაუგებრობა და შეცდომები გამოიწვიოს. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი, ამიტომ ეცადეთ, ფულის უსარგებლო ხარჯვისგან თავი შეიკავოთ და საკუთარი დრო გონივრულად გაანაწილოთ. შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ.


კირჩხიბი
ყველა თვალსაზრისით იღბლიანი დღეა. შესანიშნავ ხასიათზე ხართ და განწყობას მცირე უსიამოვნებებიც კი ვერ გიფუჭებთ. ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა თქვენი შრომა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ. გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.


ლომი
შესანიშნავი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და სტუმრების მიღებისთვის. ქალებს კულინარიული შესაძლებლობების გამოვლენის შანსი ექნებათ. მამაკაცებმა სუფთა ჰაერზე მეტი დრო უნდა გაატარონ. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში კომპრომისი იპოვოთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს - შესაძლოა, მათი პრობლემები თქვენს ჩარევას საჭიროებს.


ქალწული
ეს დღე მოგზაურობასა და თავგადასავლებს უკავშირდება და ხელსაყრელია დაწყებული საქმეების დასრულებისა და დასვენებისთვის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სანოტარო დოკუმენტების გასაფორმებლად, უფროსთან და ხელისუფლებასთან კონტაქტისთვის. გამორიცხული არაა, რომ მოვლენათა განვითარება თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ.


სასწორი
აქტიური დღეა, რომელიც ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვის, სპორტისა და მოგზაურობისთვის. მეგობრებთან ურთიერთობა და კოლექტიური ღონისძიებები საშუალებას მოგცემთ, საკუთარი უნარები გამოავლინოთ. თუ გსურთ, რომ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობები ააწყოთ, კომპრომისებზე წასვლა ისწავლეთ და ეცადეთ, მეტი გულწრფელობა გამოავლინოთ.


მორიელი
განწმენდისა და გათავისუფლების დღეა. სასურველია დასვენება, წყლის პროცედურები და რელაქსაციის სეანსები. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია ტრავმები, დამწვრობა და მოწამვლა. ერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. იზრუნეთ, რომ თქვენს მენიუში მეტი ვიტამინი და მინერალი იყოს. გახსოვდეთ, წვენი ახლად გამოწურული უნდა მიირთვათ.


მშვილდოსანი
ბავშვებისა და ახლო ნათესავების ინტერესები ამ დღეს თქვენგან მეტ ჩართულობას მოითხოვს. ეცადეთ, მეგობრულ ურთიერთობებში მეტი სიბრძნე და გამძლეობა გამოავლინოთ. სიზმარში მუსიკალური ინსტრუმენტების ნახვა სასიხარულო ცნობას ნიშნავს.


თხის რქა
არახელსაყრელი დღეა. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. მოვლენათა არახელსაყრელმა განვითარებამ ან არაკეთილმოსურნეთა მაქინაციებმა შეიძლება საკუთარი პრინციპებისა და ავტორიტეტის აქტიურად დაცვა გაიძულოთ. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, ჩვეული სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


მერწყული
ეს დღე თავგადასავლებსა და პრინციპების დაცვას უკავშირდება. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა ნოტარიალური დოკუმენტების გაფორმებისთვის, უფროსთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის. გადაუჭრელი პრობლემების მოგვარება, კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობის გარკვევა დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ.


თევზები
ეს დღე თევზების სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. არსებობს ცილისწამებისა და მტრობის ალბათობა. მოიცილეთ არასანდო ადამიანები, თუნდაც მათთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ქრონიკული დაავადებების გამწვავების ასაცილებლად, პროფილაქტიკური ზომები მიიღეთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?