6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტო 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის. გამორიცხული არაა, რომ დღის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. გირჩევთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და პარტნიორებს გადაჭარბებული პრეტენზიები არ წაუყენოთ. ეცადეთ, დაასრულოთ ნათესავებთან ან ახლობელ ადამიანებთან დიდი ხნის წინათ დაწყებული დავა.


კურო
შესაძლოა, ამ დღეს თქვენი მისამართით უამრავი საქებარი სიტყვა მოისმინოთ, რაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. დღის მეორე ნახევარში მოწყენილობამ და შესაძლოა, მსუბუქმა დეპრესიამ შეგაწუხოთ. ეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ - ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ძვირფასი ადამიანის მიმართ დაუფიქრებელი მოქმედება თავიდან აიცილოთ.


ტყუპები
შესანიშნავი დღეა სპორტული ვარჯიშებისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვის, მშენებლობისა და რემონტისთვის. ვაჭრობა და კომერციული გარიგება წარმატებული იქნება, ამიტომ, თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას აპირებთ, ეს დღეს გააკეთეთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მოწყენილობა და მსუბუქი დეპრესია.


კირჩხიბი
ამ დღეს ყველა მეთოდი გამოიყენეთ, რომ პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინეთ - ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ დაუფიქრებელი არაფერი ჩაიდინოთ.


ლომი
მამაკაცებისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია კონფლიქტი უფროსთან ან პარტნიორებთან. გამორიცხული არაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მოულოდნელი ცნობა ან პარტნიორთან შეხვედრა გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ერიდეთ, ვერძებთან ან მშვილდოსნებთან კონტაქტს.


ქალწული
რთული დღეა. მოსალოდნელია კონფლიქტი უფროსთან ან პარტნიორებთან. გამორიცხული არაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ უცნობ ადამიანებთან კონფლიქტს. კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. განსაკუთრებით ავტომობილის სწრაფად ტარებას და მჭრელ საგნებთან ურთიერთობას უნდა ერიდოთ. დაბნეულობამ, ზედმეტმა ნდობამ ან არასწორმა ინფორმაციამ შესაძლოა, ფინანსურად დაგაზარალოთ.


სასწორი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ. ერიდეთ ამპარტავნებისა და ამბიციურობის გამოვლენას. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან ან ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, რთული და ხანგრძლივი იქნება.


მორიელი
ამ დღეს გრძნობათა სიმძაფრე გელით. იზრდება ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი. თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა - შეგიძლიათ მოვლენების არსში გაერკვეთ. გამორიცხული არაა, რომ ვიღაცამ დახმარება გთხოვოთ და უარს ნუ ეტყვით. განტვირთვისთვის გირჩევთ, სერიოზული საქმით დაკავდეთ.


მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, რამაც შეიძლება ტრავმები ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა უხეშობამ შეიძლება პარტნიორის საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს.


თხის რქა
ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ხელსაყრელი დღეა სავაჭრო გარიგებებისა და სარისკო ოპერაციებისთვის. შეგიძლიათ, მეგობრებისა და გავლენიანი მფარველების დახმარების იმედი გქონდეთ - თანამოაზრეების დარწმუნების უნარი წარმატებას მოგიტანთ.


მერწყული
მშვიდი და ჰარმონიული დღეა, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. ერიდეთ აკვიატებულ აზრებსა და სუბიექტურ შეფასებებს. თავი შეიკავეთ ხანგრძლივი მოგზაურობისა და ფიზიკური დატვირთვისგან. შეძლებისდაგვარად, გამორიცხეთ ყოველგვარი ურთიერთობა.


თევზები
მძიმე დღე გელით. მოსალოდნელია მატერიალური კრიზისი, ამიტომ ეცადეთ საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ.

FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.