11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტო 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
დროის უდიდეს ნაწილს საოჯახო საქმეების მოგვარებაში გაატარებთ. იძულებული იქნებით, თავდაპირველი გეგმები შეცვალოთ და დამატებითი მოვალეობების შესრულებას შეუდგეთ. აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან წინ გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით.


კურო
შესანიშნავი დღეა საკუთარი ცხოვრების შეფასებისა და გეგმების შედგენისთვის. გირჩევთ, პრიორიტეტები დასახოთ და საკუთარი დრო რაციონალურად გაანაწილოთ. ამ დღეს იდეები, რომლებზც ბოლო დროს ხშირად ფიქრობთ, სწრაფ და სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. თქვენი ენერგიულობა გარშემომყოფებს გააოცებთ.


ტყუპები
მონანიების, სულიერი განწმენდისა და ინფორმაციის მიღების დღეა. ეცადეთ, პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვროთ და საკუთარი პარტნიორების საიმედოობა შეაფასოთ. ამ დღეს ახალი იდეები ან არასტანდარტული გადაწყვეტილებები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. სარისკო ოპერაციებისთვის არახელსაყრელი დღეა.


კირჩხიბი
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედი კირჩხიბები მიაღწევენ. შესაძლოა, ვიღაცისთვის შთაბეჭდილებების გაზიარებისა და საკუთარ პრობლემებზე საუბრის სურვილი გაგიჩნდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამას შეიძლება იმედგაცრუება მოჰყვეს. გამორიცხული არ არის, პირად ცხოვრებაში პრობლემები.


ლომი
მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და თავგადასავლებს, თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისგან. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიმართეთ.


ქალწული
ოჯახური საქმეები გელით. სავარაუდოდ, იძულებული გახდებით, თავდაპირველი გეგმები შეცვალოთ და დამატებითი მოვალეობების შესრულებას შეუდგეთ. აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება მეგობრებს სთხოვეთ. ეცადეთ, დრო გონივრულად გაანაწილოთ.


სასწორი
მშვიდი და ჰარმონიული დღეა, რომელიც ხელსაყრელი იქნება ფიზიკური ვარჯიშისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვის, მშენებლობისთვის და რემონტისთვის. დღის პირველ ნახევარში საქმეები და წვრილმანი მოვალეობები პოზიტიურ ტენდენციებს შეამცირებს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ, თამამად შეუდგეთ სარისკო პროექტების განხორციელებას.


მორიელი
უნდობლობა და ეჭვიანობა ხელს გიშლით, დაამყაროთ კონტაქტები, რომლებზეც თქვენი კეთილდღეობაა დამოკიდებული. მიმდინარე საქმეებთან გამკლავება გიჭირთ, რადგან მომხდარის ობიექტურ შეფასებას ვერ ახერხებთ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების შეცდომების მიმართ ზედმეტად კრიტიკული არ იყოთ.


მშვილდოსანი
მონანიების, ზნეობრივი განწმენდისა და ინფორმაციის მიღების დღეა. ამ დღეს ახალი იდეები ან პრობლემების არასტანდარტულად გადაჭრა მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოგიტანთ, ამიტომ აქტიურობას ერიდეთ. არახელსაყრელი დღეა სარისკო მოქმედებებისთვის.


თხის რქა
მოსალოდნელია სირთულეები ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ან კრიტიკული შენიშვნები უფროსობის მხრიდან. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ინტუიციისა და წინდახედულობის წყალობით ნებისმიერ წინააღმდეგობას დაძლევთ.


მერწყული
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ახალი ნაცნობობისგან და კომერციულ საქმეებში აქტიურობისგან. შეამცირეთ ურთიერთობა გარშემომყოფ ადამიანებთან. მოსალოდნელია მცდარი რჩევები და არაკეთილისმსურველთა მხრიდან პროვოკაციები.


თევზები
ამ დღეს სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. აქტიურობას ერიდეთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდით. ამ კვირაში საშუალება გექნებათ, ჩანაფიქრი განახორციელოთ. ეცადეთ, საკუთარი ინდივიდუალობა შეინარჩუნოთ და სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, ხანგრძლივი და რთული იქნება. 

ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.




×

საბანერო პოზიცია
300x150