28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 აგვისტო 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა, რომელიც სიმშვიდეს, შემოსავლის ახალ წყაროებსა და სულიერ წონასწორობას გპირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ აჩქარება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ერიდეთ არაკეთილმოსურნეთა ჭორებსა და ცილისწამებას. გირჩევთ, სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წახვიდეთ და ქუჩაში მარტო სეირნობისგან თავი შეიკავოთ. მგზავრობისა და მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა.


კურო
ენერგიის ახალი წყაროების მოძიების დღეა. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის ცვლილება, თუმცა უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ამ დღეს სამსახურში არახელსაყრელი გარემოა. ერიდეთ ჭორებსა და ცილისწამებას. კარგი იქნება, თუ სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წახვალთ და ქუჩაში მარტო არ ისეირნებთ.


ტყუპები
მძიმე დღეა. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ერიდეთ კამათს, რომელმაც შეიძლება დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ. სამსახურიდან პირდაპირ სახლში წადით და ბნელ ადგილებში სიარულს ერიდეთ.


კირჩხიბი
ამ დღეს პლანეტები თქვენი ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობილები არიან, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ, ნებისმიერ პრობლემას და წინადადებას გონივრულად მიუდგეთ. სწორად მოქმედების შემთხვევაში გამორიცხული არ არის კარიერული წინსვლა.


ლომი
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს კარიერულ კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა აიწიოთ, მოღვაწეობის სფერო გაიფართოოთ ან შემოსავლის ახალი წყარო მოიძიოთ. ნუ აჰყვებით საკუთარ ვნებებს, ერიდეთ კოლეგებთან ხმამაღალ რეგისტრში საუბარს და მკვეთრ გამოთქმებს, თორემ თქვენი წარმატება შეიძლება საეჭვო გახდეს.


ქალწული
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეზე არიან. განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებთ უამრავი მოგებიანი პროექტის განხორციელებას. დიდხანს ნუ იფიქრებთ და მოგებიან ბიზნესწინადადებას მაშინვე დასთანხმდით.


სასწორი
აქტიური და დაძაბული დღეა. ნუ მოცდებით მეორეხარისხოვან საქმეებზე და უსარგებლო საუბრებზე. ხანგრძლივი და დაძაბული შრომა სასურველ შედეგს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ დაკარგულ დროს ვეღარ აინაზღაურებთ. შანსი გაქვთ, რომ პირად ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.


მორიელი
თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა და მატერიალური კეთილდღეობა ძველებურად, სტაბილურია. ახალი, საინტერესო წინადადებები გელით. ნუ იჩქარებთ ახალი ინვესტიციების ჩადებას და ხელსაყრელ მომენტს დაელოდეთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს ბედის უეცარი შემობრუნება გელით, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ერიდეთ კამათს, რომელმაც შეიძლება დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ. სამსახურის შემდეგ ქუჩაში სეირნობისგან თავი შეიკავეთ და პირდაპირ სახლში წადით.


თხის რქა
სამწუხაროდ, ფინანსური მდგომარეობის გაუარესება გელით. შესაძლოა, მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ, რომელიც სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. ფრთხილად იყავით - არსებობს გაქურდვის და უცხო ადამიანების მხრიდან აგრესიის რისკი.


მერწყული
წარმატებული დღეა. მტრების მოგერიებას ადვილად შეძლებთ და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც მოახერხებთ.


თევზები
ამ დღეს გადაუჭრელი პრობლემები თავს შეგახსენებთ. მოსალოდნელია მძიმე დანაკარგი, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე აისახება. თქვენი ქველმოქმედება ოჯახის წევრებს არ მოსწონთ, ამიტომ მოსალოდნელია კონფლიქტი. მძიმე დაავადება შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს, ამიტომ ფრთხილად იყავით. 

დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?