8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 სექტემბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
დაძაბული დღეა, რომელიც თქვენგან ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. დაუფიქრებელი და ნაჩქარევი მოქმედება შესაძლოა ცუდი შედეგებით დამთავრდეს. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა ამ დღის წინააღმდეგობრივი ტენდენციების გამო იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. შესაძლოა, სახლის საქმეებმა ნებისმიერი სხვა საქმე მეორე პლანზე გადაიტანოს. მოსალოდნელია მოგება, წარმატებული შენაძენი ან ძველი ვალის დაბრუნება.


კურო
აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც სასიამოვნო პერსპექტივას გპირდებათ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. სავარაუდოდ, სამსახურეობრივ მივლინებაში წასვლა მოგიწევთ, რომელიც თქვენს ოჯახურ ბიუჯეტს შეავსებს. ხელსაყრელი დღეა ახალი კონტრაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. გამოიყენეთ ვარსკვლავების კეთილგანწყობა მიზნის მისაღწევად.


ტყუპები
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც მოგზაურობა და თავგადასავლები ახლავს. ხელსაყრელი დღეა ახალი ონტრაქტების გასაფორმებლად, საქმიანი მოლაპარაკებებისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის. სამსახურეობრივი მივლინება თქვენს ოჯახურ ბიუჯეტს შეავსებს. საღამოს ახლობელ ადამიანთან პრობლემები, ბავშვებთან კი კამათი გელით.


კირჩხიბი
ამ დღის ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ საქმიანი იდეები წარმატებით განახორციელოთ. ნუ დაივიწყებთ პარტნიორებს, რომელთა დახარებით იმ სიმაღლეებს მიაღწიეთ, რომელზეც იმყოფებით.


ლომი
დაძაბული დღეა. ფრთხილად იყავით უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობაში - შესაძლოა, თქვენი ინიციატივები უდროო აღმოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავეთ - ამჟამად ამისთვის არახელსაყრელი დროა. მოთმინება გამოიჩინეთ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდეთ.


ქალწული
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. სასიცოცხლოპოტენციალი მაღალ დონეზეა, მაგრამ ამ დღის წინააღმდეგობრივი ტენდენციების გამო წარმატებამ ნებისმიერ წუთს შეიძლება ზურგი გაქციოთ. თავი შეიკავეთ სერიოზული, საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებისგან. სავარაუდოდ, საოჯახო საქმეები სამსახურეობრივ და ბიზნეს საქმეებს მეორე პლანზე გადაიტანს.


სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც ხელსაყრელია ახალი კონტრაქტების გაფორმების, საქმიანი მოლაპარაკებებისა და სახელისუფლებო ორგანოებისთვის მიმართვისთვის. სამსახურეობრივი მივლინება თქვენს ბიუჯეტს საგრძნობლად შეავსებს. ყურადღებით იყავით და ნჩქარებ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ეცადეთ ყველა საქმე დღის მეორე ნახევრამდე დაასრულოთ, რადნა მერე ამისთვის ვეღარ მოიცლით.


მორიელი
არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია გაუმართლებელი ფინანსური ხარჯი, რაც ოჯახურ ურთიერთიბებზე აისახება. თუ ასე მოხდა, ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და მდგომარეობის გამოსწორებაზე იზრუნოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნერვიულობა და უძილობა, ამიტომ კარგი იქნება თუ სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ და წყლის პროცედურებს მიიღებთ.


მშვილდოსანი
შესაძლოა, ამ დღეს სამსახურეობრივ მივლინებაში გაემგზავროთ. სავარაუდოდ, ეს მგზავრობა თქვენი ოჯახის ბიუჯეტს საგრძნობლად შეავსებს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ აჩქარებამ და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ ფინანსურად დაგაზარალოთ.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სერიოზულ საქმიან მოლაპარაკებებს ერიდოთ. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახური და სამსახურეობრივი პრობლემების ერთდროულად მოგვარება მოგიწიოთ. ფრთხილად იყავით, შესაძლოა, სიტუაცია თქვენს საზიანოდ შემოტრიალდეს.


მერწყული
ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები გელით. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი, რაც ოჯახში ურთიერთობას გაართულებს. პირად ცხოვრებას წინააღმდეგობრივი ტემდენციები ახლავს - მოსალოდნელია ახლობელ ადამიანზე ზრუნვა და იმავე ადამიანით იმედგაცრუება.


თევზები
ამ დღეს მოსალოდნელია როგორც ფიზიკური ისე ნერვიული გადაღლა. შექმნილ სიტუაციაში ყველა თევზი ვერ შეძლებს პრობლემებთან გამკლავებას. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, საქმიანი დოკუმენტების ხელმოწერისგან და მოგზაურობისგან. არც ერთი ამ მიმართულებით წარმატებას არ უნდა ელოდოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია.  „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.
დღის ჰოროსკოპი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?