15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, პირად ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღებისას კარგად დაფიქრდეთ. გამორიცხული არ არის გაუგებრობები, შეცდომები და სიყვარულში იმედგაცრუება. სასიცოცხლო პოტენციალის შემცირების გამო კომერციული ოპერაციები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. 


კურო


კრიტიკული დღეა. გეჩვენებათ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ მალე ღრუბლები გაიფანტება და თქვენს თავზე მზე გამოანათებს. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ. თამამად იარეთ მიზნისკენ, თმცა ნუ გამოავლენთ ზედმეტ ამბიციურობას და ნუ ეცდებით სხვებს საკუთარი აზრები თავზე მოახვიოთ. გამორიცხული არ არის უხეშობას შეეჯახოთ.


ტყუპები


მატერიალური კეთილდღეობისკენ მიმართული ინტენსიური, საფუძვლიანი და დაძაბული შრომა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, მეორეხარისხოვან თემებზე და უსარგებლო საუბრებზე დრო არ დაკარგოთ, თორემ გაცდენილი დროის ანაზღაურება მოგიწევთ.


კირჩხიბი


ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროდ და თამამად შეუდექით საქმეს. ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური. გაითვალისწინეთ, რომ მოკავშირეების დაკარგვა ძალიან დაგაზარალებთ. შესაძლოა, თქვენს წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშალოს. მალე საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ და ახალ, საინტერესო სამუშაოში თავით გადაეშვებით.


ლომი


პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია მცირე, თუმცა დიდი ხნის ნანატრი წარმატება. თქვენი მცდელობა - გამოასწოროთ შეცდომები, შედეგს მოგიტანთ. ვარსკვლავების არახელსაყრეელი განლაგება კომერციულ ოპერაციებზე ნეგატიურად აისახება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ეჭვიანობა, წყენა და იმედგაცრუება.


ქალწული


ეცადეთ, პროფესიულ საქმიანობაში საკუთარი აზრი არავის მოახვიოთ თავს და კოლეგების აზრი გაითვალისწინოთ. ასეთ შემთხვევაში საქმე წარმატებით დასრულდება. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, კონკურენტების ან, უბრალოდ, არაკეთილმოსურნეების მხრიდან აგრესიას და უხეშობას შეეჯახოთ.


სასწორი


კრიტიკული დღეა, რომელსაც არაკეთილმოსურნეთა მაქინაციები, უხეშობა და ღალატი ახლავს. ერიდეთ ახალ ნაცნობობას და თავშეკავება გამოიჩინეთ კარგად ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაში. ყურადრება მიაქციეთ საკუთარ ქონებას. მოსალოდნელია ქურდობა, ძარცვა, ხანძარი ან პრობლემები ელექტროგაყვანილობასთან.


მორიელი


ეს დღე ინტუიციური მუშაობისა და წინასწარმეტყველების ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, საკუთარ მანკიერ თვისებებს გაუმკლავდეთ და შინაგანი თავისუფლება მოიპოვოთ. შეგიძლიათ, მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. მამაკაცებს სასიამოვნო, რომანტიკული შეხვედრა ელით.


მშვილდოსანი


ეცადეთ, მეორეხარისხოვან საქმეებზე და ცარიელ საუბრებზე დრო არ დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ დაკარგული დროის ანაზღაურება ძალიან რთული იქნება. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. მოგიწევთ სასიყვარულო ვნებებსა და საზოგადოებრივ მდგომარეობას შორის არჩევანი გააკეთოთ.


თხის რქა


პირად ცხოვრებაში წარმატებები გელით, თუმცა ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. პედანტურობამდე მისულმა წესრიგის სიყვარულმა შესაძლოა, ტყუპებთან, სასწორებთან და ლომებთან ურთიერთობა გაგირთულოთ.


მერწყული


ხელსაყრელი დღეა სამეცნიერო მუშაობისთვის, ქორწინებისთვის და ბავშვის ჩასახვისთვის. გირჩევთ საკუთარი მოქმედებები უფრო კრიტიკულად შეაფასოთ. ამით თქვენი ავტორიტეტი გარშემომყოფთა თვალში მნიშვნელოვნად ამაღლდება.


თევზები


ეს დღე იქნება ერთ-ერთი რთული და წინააღმდეგობებით სავსე დღე, თუმცა არ მოგაკლდებათ ოჯახისა და ახლობლების მხარდაჭერა, რაც ძალებს გაგიორმაგებთ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი ოჯახში გაატაროთ. არ ხართ ვალდებული, დაეხმაროთ ყველას, ვინც კი რამეს შემოგჩივლებთ. თქვენი კეთილი გულით ხშირად ბოროტად სარგებლობენ.


 

დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.