19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 მარტი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეს დღე დასვენებას და სულიერ წონასწორობას განასახიერებს. იზრდება თქვენი სასიცოცხლო და სექსუალური პოტენციალი, ძლიერდება აურა. ხელსაყრელი დროა ინტიმური ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემები.


კურო


ბედი გამოცდას გიმზადებთ. სავარაუდოდ, ნებისმიერი საქმე იმაზე მეტ დროს და ენერგიას წაგართმევთ, ვიდრე ვარაუდობდით. ერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და ნუ ეცდებით „კედლის თავით განგრევას“. სავარაუდოდ, არსებობს შემოვლითი გზებიც. თქვენთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი რთული სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლაში დაგეხმარებათ.


ტყუპები


გაითვალისწინეთ, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები უამრავ პრობლემას შეგიქმნით. შესაძლოა, რომელიღაც ნათესავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას და თქვენი მზრუნველობა დასჭირდეს. იზრდება თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა და სექსუალური ენერგია.


კირჩხიბი


თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შორეულ მოგზაურობაზე ოცნებას ჯერჯერობით, უნდა დაემშვიდობოთ. გირჩევთ, საკუთარ თავს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მატერიალურ ცხოვრებაში ცვლილებები მშვიდად მიიღეთ, თორემ დღის ბოლოს ნეგატიური ემოციებისგან გადაიღლებით.


ლომი


იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და სასიყვარულო შეხვედრებისთვის. ნებისმიერი საკითხის გადაჭრის დროს ყურადღება მთავარზე გაამახვილეთ და წვრილმანებზე ნუ მოცდებით.


ქალწული


რთული დღეა, რომელიც პირად და პროფესიულ ცხოვრებაში გადაუჭრელი პრობლემების ნიშნით ჩაივლის. პარტნიორებთან მოლაპარაკება გართულდება და, სავარაუდოდ, სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გამგზავრებას გაიძულებთ. ფინანსური პრობლემები შენაძენს და ოჯახურ საქმეებს უკავშირდება.


სასწორი


დაძაბული დღეა. ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ისევ აქტუალურია. მეუღლეებს შორის მოსალოდნელია კამათი ფინანსური პრობლემების ან ეჭვიანობის გამო. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. საბოლოო არჩევანის გაკეთებას ვერ ახერხებთ, რაც სიტუაციას გაართულებს და შეიძლება დიდი სკანდალის მიზეზი გახდეს. გამორიცხული არ არის ტრამვები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა ფინანსური გარიგებებისთვის. ნებისმიერი საქმე პირდაპირ ან ირიბად ფინანსებს უკავშირდება: ფულის გაცემა ან ვალის აღება და დამატებითი შემოსავლის წყაროების ძიება გელით. შესაძლოა, ახლო ნათესავებს თქვენი ფინანსური დახმარება დასჭირდეთ. თქვენ გამო ოჯახში შეიძლება ვითარება დაიძაბოს.  


მშვილდოსანი


დაძაბული დღეა, რომელიც გაუგებრობას და არასწორი ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. დაძაბული, ფიზიკური სამუშაო შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. ეცადეთ არ აჩქარდეთ. კარგი დღეა სეირნობისა და მოგზაურობისთვის.


თხის რქა


რთული დღეა. ურთიერთგაგება, ფაქტობრივად, არ არსებობს, ამიტომ პარტნიორებთან მოლაპარაკება გართულებულია და, სავარაუდოდ, სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, რაც შეძენას ან ოჯახურ საქმეებს უკავშირდება.


მერწყული


ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. ერიდეთ გამუდმებით უკმაყოფილო და მოსაწყენ ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ გაიფუჭებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას მკვეთრი გამონათქვამებისა და უყურადღებობის გამო. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები: შესაძლოა, ძველი ვალი მოგთხოვონ ან ნათესავებს თქვენი ფინანსური დახმარება დასჭირდეთ.


თევზები


არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სულიერი დისკომფორტი და სტრესი. უახლოეს ხანებში ფულად შემოსავალს არ უნდა ელოდოთ, ამიტომ გირჩევთ, ეკონომიის რეჟიმზე გადახვიდეთ. დახმარებას ნუ ელით, ყველა პრობლემა თავად უნდა გადაჭრათ. ყველაზე რთული პრობლემებიც კი მშვიდად უნდა მიიღოთ. ეცადეთ, მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს დაუახლოვდეთ. ავადმყოფობა, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, მძიმე და ხანგრძლივი იქნება.

დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?