"პანდემიის დასასრული ახლოსაა" – ნობელის პრემიის ლაურეატი

INTERNET დაიჯესტი

19 მარტი 17:08, 2020 წელი

ისრაელის ნობელის პრემიის ლაურეატი, მაიკლ ლევიტი კორონავირუსისგან გამოწვეულ პანდემიაზე საუბრობს და ამბობს, რომ "პანდემიის დასასრული ახლოსაა“.

ლევიტმა იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთში ვირუსი მარტის ბოლოსთვის გაქრება. როგორც იგი ამბობს, კორონავირუსის ეპიდემია შენელებულია ჩინეთში და არ წარმოადგენს საფრთხეს სხვებისთვის.


როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ლევიტი ეპიდემიოლოგი არ არის, მან თებერვალში ზუსტად იწინასწარმეტყველა ინფექციის გავრცელების რიცხვის შემცირება ჩინეთში.


იგი პროფესიით ბიოფიზიკოსია, მისი მეუღლე კი ჩინური ხელოვნების მკვლევარი. შესაბამისად, ისინი მუდმივად მოგზაურობენ ამერიკაში, ისრაელსა და ჩინეთში. როდესაც ჰუბეის პროვინციაში ვირუსის გავრცელება დაიწყო, ლევიტმა დახმარებისთვის ჩინელ მეგობარს მიმართა.


"როდესაც მან აღმიწერა სიტუაცია ჩინეთში, მე გადავწყვიტე ღრმად მეკვლია ინფიცირებულთა რიცხვები და დასკვნის სახით მათთვის რაღაც იმედი მიმეცა“,- ამბობს ლევიტი.


როგორც ბიოფიზიკოსი ამბობს, თავდაპირველად, როდესაც ინფექცია გავრცელდა, ჰუბეის პროვინციაში ყოველდღიურად 1800 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.


6 თებერვლისთვის ამ რიცხვმა 4700-ს მიაღწია. თუმცა 7 თებერვლის შემდეგ რაღაც შეიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვმა ნელ-ნელა კლება დაიწყო. მომდევნო კვირაში ასევე იკლო გარდაცვლილთა რიცხვმაც. ამ რიცხვებზე დაყრდნობით იგი დააკვირდა, რომ ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდებოდა.


ის, რომ ინფექციის მაჩვენებელი შენელებულია, ნიშნავს იმას, რომ პანდემიის დასასრული ახლოსაა


უცხოური გამოცემის ცნობით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლევიტი უყურადღებოდ ტოვებს იმ რეკომენდაციებს, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ხელისუფლება გასცემს.


"რაც უფრო დაიცავთ თავს სხვებთან უშუალო კონტაქტისგან, მით უფრო შეგეძლებათ ვირუსის კონტროლი. ასე რომ, ამ პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია სამ დღეში მხოლოდ ერთი ადმიანი დაინფიცირდეს. ეს კი ვირუსის გავრცელების ტემპს შეაჩერებს“,- აღნიშნავს ლევიტი.


გლობალური თვალსაზრისით, ლევიტს კონკრეტული ქვეყნების მიხედვით წინასწარმეტყველება უჭირს.


მისი თქმით, ჩინეთი უახლოვდება იმ პოზიციას, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი ნულის ტოლი იქნება.სამხრეთ კორეა უკვე გადავიდა ამ ეტაპზე და ინფიცირებულთა რიცხვს ამცირებს.


რაც შეეხება იტალიას, ლევიტის თქმით, ქვეყანაში ინფიცირებულთა მაღალი რიცხვი გამოწვეულია იმით, რომ იტალიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მოხუცებს შეადგენს.


"იტალიური კულტურა სხვანაირია, იქ უფრო თბილი ხალხი ცხოვრობს, განსხვავებული კულტურა აქვთ. ამის გამო მთავარია ყველამ თავი შეიკავოს ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტისგან“,- აღნიშნა მან.


წყარო

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?