9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 ოქტომბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ნუ აჰყვებით ვნებებს და ერიდეთ რომანტიკულ ურთიერთობებს - ეს შეიძლება ცუდად დამთავრდეს. გაითვალისწინეთ, რომ მკვეთრი გამოთქმები,აგრესია და ხმამაღალი საუბარი ვითარებას უკიდურესად დაძაბავს და საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.


კურო


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში უამრავ პრობლემას შეეჯახოთ. ეცადეთ, რომ კომპრომისი მოძებნოთ, თორემ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება. გეჩვენებათ, რომ ახლობელ ადამიანებს თქვენი არ ესმით, მაგრამ დროთა განმავლობაშიყველაფერი თავის ადგილზე დადგება. სიზმარში გატეხილი ჭურჭელი ან ავეჯი ცუდის ნიშანია.


ტყუპები


დაძაბული და წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევრის ნეგატიური ტენდენციები ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემებს გამოიწვევს და ჯანმრთელობის პრობლემებს შეგიქმნით. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება. საღამოს უამრავი სიამოვნება და სასიხარულო სიახლეები გელით.


ტყუპები


ამ დღეს დიდია ტრამვების რისკი, ასე რომ, სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. მზად იყავით უსიამოვნო შეტყობინებისთვის. გეჩვენებათ, რომ თქვენი ენერგია საკმარისი არ არის შექმნილი პრობლემების მოგვარებისთვის. დაუჯერეთ ახლობელი ადამიანების რჩევას.


ლომი


დღის პირველი ნახევარი უკიდურესად არახელსაყრელია ოჯახური ურთიერთობისთვის, ახლობლებთან და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. დღის მეორე ნახევარში შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო შინაგანი ენერგია პირად ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. სავარაუდოდ, ეჭვებისგან გათავისუფლდებით და იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით.


ქალწული


რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში განმარტოვდეთ, რადგან მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი აგრესიულობა საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ.


სასწორი


მძიმე და დაძაბული დღეა. შეუსრულებელი ვალდებულებები და გადაუჭრელი პრობლემები ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევთ. შესაძლოა ფინანსურ ან საყოფაცხოვრები პრობლემებს შეეჯახოთ. არსებობს ჯანმრთელობის გაუარესების რისკი. მოსალოდნელია ტრამვა ან უცხო ადამიანებთან დაპირისპირება. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


მორიელი


შესანიშნავი დღეა სიტუაციის შეფასებისა და მომავლის დაგეგმვისთვის. ეცადეთ, გარშემო მყოფთა მიმართ მეტი ყურადღება და თავაზიანობა გამოავლინოთ. თქვენი გონიერება, მიმზიდველობა და საინტერესო მოსაუბრის თვისებები ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. შესაძლოა, მომგებიან საქმეზე შეთანხმებას მიაღწიოთ. დღის მეორე ნახევარი ჯანმრთელობაზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ.


მშვილდოსანი


დაძაბული და წინააღმდეგობრივი დღეა. არასასურველი შეხვედრა ან უსიამოვნო ამბავი გელით. მამაკაცებს სავარაუდოდ, ფინანსური ზარალი ელით. ქალები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მათი ახალი გატაცება მალე დასრულდება.


თხის რქა


კარგი იქნება, თუ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტ ყურადრებას და მზრუნველობას გამოიჩენთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგი მოჰყვება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს აგრესიას შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს. გირჩევთ, პროვოკაციას არ აჰყვეთ.


მერწყული


ამ დღის ნეგატიურმა ტენდენციამ შეიძლება პარტნიორებთან თქვენს ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს. გირჩევთ ყველა უსარგებლო კონტაქტი გაწყვიტოთ. მათ, ვინც სამოგზაუროდ წასვლას აპირებს, პლანეტები აფრთხილებენ, რომ ქურდებს და უწესო ადამიანებს უნდა ერიდონ. ფრთხილად იყავით.


თევზეები


ეს დღე მშვიდობას და დაპირისპირების დასრულებას განასახიერებს. ეცადეთ ეჭვები და ცდუნებები დაძლიოთ. შესაძლოა, ბედმა სიმტკიცის გამოცდა მოგიწყოთ, რის შედეგადაც თქვენი წარმოდგენა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე მკვეთრად შეიცვლება. გირჩევთ, ყველა საეჭვო ადამიანი ჩამოიცილოთ და ურთიერთიბა მხოლოდ საიმედო ადამიანებთან გააგრძელოთ.

ამბები

კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია.  „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.
დღის ჰოროსკოპი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!