11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 ოქტომბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ეს დღე შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. შემოქმედებითი პროფესიის ვერძებს  შინაგანი სამყაროს გამოვლენის შესაძლებლობა მიეცემათ. ხელსაყრელი დღეა დასვენების, სულიერი გარდაქმნისა და ეჭვების დაძლევისთვის. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახთან და ბავშვებთან ერთად, სახლის გარეთ გაატარებთ. ერიდეთ ხორციან საკვებს და ალკოჰოლურ სასმელს.


კურო
ამ დღეს პლანეტების მფარველობის ქვეშ ხართ და უამრავი სასიამოვნო წუთი გელით. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. თავს მხნედ გრძნობთ და ოპტიმიზმით სავსე ხართ, თუმცა შეიძლება ხასიათი მეგობრებთან ან ნათესავებთან მცირე გაუგებრობამ გაგიფუჭოთ. სპორტული ვარჯიშების დროს მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.


ტყუპები
ამ დღეს თქვენი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. მოგება, ვალის დაბრუნება ან ძვირფასი ნივთის პოვნა გელით. მოსალოდნელია საქმიანი წინადადება ან საქმის წარმატებით დასრულება. თქვენი მომხიბვლელობით გარშემომყოფებს ხიბლავთ. ეცადეთ, წვრილმან საქმეებზე დრო არ დაკარგოთ, თორემ წარმატება ზურგს გაქცევთ. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილება.


კირჩხიბი
თავს მხნედ და ხალისიანად გრძნობთ, თუმცა შესაძლოა, მცირე კამათის ან წყენის გამო ხასიათი გაგიფუჭდეთ. მანქანის მართვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.


ლომი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და ახალი ნაცნობობისთვის. ასევე, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ სიყვარულთან ან ურთიერთობის განახლება ძველ მეგობართან, რომელსაც რაღაც მიზეზის გამო დასცილდით. ხელსაყრელი პერიოდია ახალი საქმის დაწყებისა და გეგმების განხორციელებისთვის.


ქალწული
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეზე არიან. თავს მხნედ და სიცოცხლით სავსედ გრძნობთ. სადაც არ უნდა მოხვდეთ, ყველგან ყურადღების ცენტრში ხართ. გირჩევთ, მხოლოდ ის ადამიანები დაიახლოოთ, რომლებსაც ენდობით. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ იწყება ხელსაყრელი პერიოდი ახალი საქმეებისა და გეგმების განხორციელებისთვის.


სასწორი
ეს დღე იმედებით სავსეა, რომელთა უმეტესობა აუცილებლად აგისრულდებათ. ხელსაყრელია ფიზიკური ვარჯიშები და სუფთა ჰაერზე სეირნობა. გირჩევთ, საღამო ოჯახურ წრეში, ბავშვებთან ერთად გაატაროთ.


მორიელი
შესაძლოა, დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემო თქვენს ფსიქიკასა და მსოფლმხედველობაზე აისახოს. იზრდება ინტერესი პოლიტიკისა და საინფორმაციო გადაცემების მიმართ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ნერვიულობის ნიადაგზე მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მშვილდოსანი
ენერგიის ახალი წყაროების მოძიებისა და მსოფლმხედველობის გაფართოების დღეა. თქვენი მომხიბვლელობა ადამიანებს აჯადოებს. ნუ დაკარგავთ დროს წვრილმანებსა და საკუთარი თავით ტკბობაზე, თორემ წარმატება ზურგს გაქცევთ. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში ბედის უეცარი შემობრუნება.


თხის რქა
იწყება ხელსაყრელი პერიოდი ახალი ნაცნობობისა და ახალი საქმეებისთვის. შესაძლოა, მოულოდნელმა ამბავმა საკუთარი მოქმედებების ან პრიორიტეტების შეცვლა გაიძულოთ.


მერწყული
ეს დღე სამართლიანობასა და ინტუიციის გაძლიერებას განასახიერებს. შესანიშნავი დროა განვლილი ცხოვრების შეფასების, მომავლის დაგეგმვის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ძლიერდება აურა და იმუნიტეტი.


თევზები
თქვენი სასიცოცხლო ძალები ნელ-ნელა იზრდება. საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც საკუთარ მომავალს დაუკავშირებთ. 

საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 
კულინარია

ცხელი ბუტერბროდი უპუროდ

თუ პურს არ მიირთმევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუტერბროდებზეც უარი თქვათ...
დღის ჰოროსკოპი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?




×

საბანერო პოზიცია
300x150