7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 აპრილი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


იძულებული გახდებით, რომ გეგმები შეცვალოთ და დამატებითი ვალდებულებები აიღოთ. აუცილებლობის შემთხვევაში გირჩევთ, დახმარება მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს ს.


კურო


სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენი შრომა კონკრეტულ შედეგს მოგიტანთ, თუმცა წინ კიდევ უამრავი წინააღმდეგობა გელით. შესაძლოა, მამაკაცებმა დიდი ხნის ოცნების განხორციელება შეძლონ. შრომისმოყვარეობა ადამიანებს თქვენ მიმართა კეთილად განაწყობს. ერიდეთ უხეშობას და აგრესიას. ქალებს ნერვიული სტრესი, გადაღლა და თავის ტკივილი ელით. თვალი ადევნეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.


ტყუპები


გამორიცხული არ არის, რომ შეუძლოდ ყოფნამ თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე იმოქმედოს. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რაც კოლეგებთან ურთიერთობაში პრობლემებს გამოიწვევს. მოსალოდნელია შეხვედრა და ხორციელი ცდუნება, რომელიც უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ.


კირჩხიბი


ეცადეთ, მოვლენები რეალურად შეაფასოთ - ზოგჯერ თქვენი ოპტიმიზმი უსაფუძვლოა, ცვლილებების სურვილი კი ნაადრევი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ნუ გადაიღლებით. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ.


ლომი


თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, თუმცა უსიამოვნო ცნობა ან ახლობელი ადამიანის მოქმედება განწყობას საფუძვლიანად გაგიფუჭებთ და მუშაობის სურვილს დაგიკარგავთ.


ქალწული


პასიური დღეა. თქვენი აქტიურობა მცირდება. ნუ ეცდებით, თავი გამოიჩინოთ, რადგან ამ დღეს მაინც არაფერი გამოგივათ. ეცადეთ, ძველი საქმეები დაასრულოთ, ახალი პროექტის განხორციელება კი უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადოთ.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა. შენაძენი წარმატებული იქნება, გარიგება კი მომგებიანი. სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა უმჯობესდება. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც დიდ სიხარულს მოგანიჭებთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში თავი შეუძლოდ იგრძნოთ. კარგი იქნება, თუ ძილის წინ, სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ და თბილ აბაზანას მიიღებთ.


მორიელი


პასიური დღეა. ეცადეთ, მუშაობის ტემპი დააგდოთ და დოკუმენტები მოაწესრიგოთ. მოდუნდით და პატარა სიხარულიც კი დააფასეთ. პირად ცხოვრებაში სრული ჰარმონიაა, თუმცა მზად იყავით უახლოეს მომავალში მკვეთრი ცვლილებებისთვის.


მშვილდოსანი


სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. მოსალოდნელია სასიყვარულო შეხვედრა, რომელიც უამრავ პრობლემას მოგიტანთ. გადაჭარბებულმა პატივმოყვარეობამ შესაძლოა, რეალობას მოგწყვიტოთ და პარტნიორის ნამდვილი მიზანი ვერ შენიშნოთ.


თხის რქა


პასიური დღეა. თქვენი აქტიურობა მცირდება. სანამ მოქმედებას დაიწყებდეთ, სიტუაცია კარგად შეაფასეთ, ყველა მოსალოდნელი ვარიანტი გათვალეთ და მათ შორის საუკეთესო შეარჩიეთ. არახელსაყრელია ინდივიდუალური მუშაობა - შედეგი მოლოდინს ვერ გაამართლებს.


მერწყული


პროფესიულ საქმიანობაში საკუთარ ინტუიციას ენდეთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და შემოსავალს მოგიტანთ. ყურადღება გამოიჩინეთ საქმიან ქაღალდებთან ურთიერთობის დროს. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. ეს განსაკუთრებით მერწყულ მამაკაცებს ეხებათ.


თევზები


გაორებული, წინააღმდეგობრივი დღეა. გარეგნული კეთილდღეობის მიღმა აუხსნელ მღელვარებას გრძნობთ და ნერვიულობთ. თავისუფლებისკენ თქვენი სწრაფვა სამსახურში და ოჯახში პრობლემებს შეგიქმნით. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარს სახლში, მარტოობაში გაატარებთ, რათა ნაკლები სისულელე ჩაიდინოთ. სრულფასოვანი დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?