27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 აპრილი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ჯანმრთელობის თვალსაზრისით, კრიტიკულად საშიში დღეა. განსაკუთრებით ეს ხანდაზმულ და მგრძნობიარე ნერვიული სისტემის მქონე ვერძებს ეხებათ. თავგადასავლებისა და ექსტრავაგანტულობის მოყვარულებს ვურჩევთ, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინონ - მოსალოდნელია უცნობ ადამიანებთან დაპირისპირება, რაც თქვენ სასარგებლოდ არ დასრულდება. გამორიცხული არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო კრიზიული სიტუაცია.


კურო


წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრები. თქვენ შეძლებთ პარტნიორულ ურთიერთობებში აქტიურად ჩართვას და ახალი კავშირების დამყარებას, თუმცა კომუნიკაბელურობასთან ერთად, თქვენი პატივმოყვარეობაც იზრდება, რაც პირად ურთიერთობებშიც და კარიერაშიც პრობლემებს მოგიტანთ.


ტყუპები


ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარებისა და ხელობის შესწავლისთვის. თხოვნის გაუთვალისწინებლობა შეიძლება, ახლობელ ადამიანთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სასურველია განმარტოება და მომხდარის საფუძვლიანი ანალიზი.


კირჩხიბი


იწყება ღირებულებების გადაფასების პერიოდი. მთლიანად შინაგან ცვლილებებზე ხართ კონცენტრირებული. იზრდება თქვენი ინტუიცია და მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარი.


ლომი


ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია განწყობის უეცარი ცვლილებები, თავის ტკივილი ან ინფექციური დაავადება. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს. მოსალოდნელია სიყვარულში იმედგაცრუება და დაპირისპირება, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. წვრილმანი უსიამოვნებები ხასიათს გაგიფუჭებთ, თუმცა ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


ქალწული


ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სახიფათო დღეა. განსაკუთრებული ყურადღება მგრძნობიარე ნერვიული სისტემის მქონე ადამიანებს მართებთ, რომლებიც წვრილმანებზე ღიზიანდებიან. ხანდაზმული ასაკის მამაკაცებს გულთან დაკავშირებული პრობლემები ეწლით, ამიტომ ეცადეთ თავს გაუფრთხილდეთ და მარტო, სახლიდან შორს არ წახვიდეთ.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ბუნებაში დასვენებისთვის. ხელსაყრელია უძრავი ქონების შეძენა. ნუ იძუნწებთ, თორემ თქვენი შემოსავალი შემცირდება. გირჩევთ ყველა საქმე მომავალი კვირისთვის გადადოთ და მთელი დღე ოჯახს მიუძღვნათ.


მორიელი


ამ დღეს შემოქმედებითი პროფესიის მორიელებს გეგმების შეცვლა მოუწევთ. ხელსაყრელი დღეა ნაცნობობისთვის. ახალი შთაბეჭდილებები ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. თუ უკარება ადამიანის ნიღაბს მოიხსნით, უამრავ კარგ ადამიანს გაიცნობთ და სასიამოვნო ემოციას მიიღებთ.


მშვილდოსანი


ყურადღება გამოიჩინეთ ახლად გაცნობილი ადამიანების მიმართ. სავარაუდოდ, რომელიღაც მათგანი თქვენი ნდობის ბოროტად გამოყენებას ცდილობს, რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდებთ.


თხის რქა


ეცადეთ, მთლიანად საქმეში არ ჩაეფლოთ და ურთიერთობის დრო დაიტოვოთ. იფიქრეთ ახლობელ ადამიანებზე, რომლებიც თქვენი უყურადღებობით იტანჯებიან. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, ნერვიული სტრესი. გირჩევთ, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


მერწყული


ეს დღე დანაკარგთან ასოცირდება, ამიტომ გირჩევთ, დიდ შენაძენს ნუ გააკეთებთ. ცდუნებების აყოლამ შეიძლება ოჯახში ურთიერთობები გაგირთულოთ და იმედგაცრუება მოგიტანოთ. ერიდეთ საქმიან შეხვედრებს.


თევზები


ეს დღე სიახლეებს და ცვლილებებს განასახიერებს. როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო მოულოდნელობები გელით. შესაძლოა, მომგებიანი კონტაქტის გაფორმება შეძლოთ. თუ ყურადღებას მოიკრეფთ, შეიძლება წარმატებას მიაღწიოთ. ეცადეთ, მატერიალური მიღწევები სულიერ განვითარებას შეუფარდოთ. წინააღმდეგ, შემთხვევაში შინაგანი დისკომფორტი გელით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?