გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგენისთანავე?

INTERNET დაიჯესტი

13 მაისი 10:21, 2020 წელი

მოსახლეობა თითქმის ყოველდღიურად მიმართავს სხვადასხვა პასუხისმგებელ ორგანოს, მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენაზე კონკრეტული პასუხი არ არის. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისულ გეგმაში ჯერ-ჯერობით არ მოიაზრება. აქედან გამომდინარე, დგინგება, რომ მთავრობა ყველაზე გვიან სწორედ ტრანსპორტის ამუშავებას აპირებს. ყველაზე სავალალო ის არის, რომ ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ შესაძლოა, მგზავრობა გაძვირდეს. 

ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ ავტოსადგურებში. ზოგიერთ მათგანში კომენტარისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, როდის განახლდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ინფორმაცია არ აქვს არც ზუგდიდის ავტოსადგურის აქციონერს. კახა უბილავას განცხადებით, მგზავრთა გადაყვანაზე მოთხოვნა მაინც არსებობს.


„სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. ალბათ, ბოლო ეტაპზე მოხდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა. ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს. მოთხოვნა არის, ტრანსპორტი ყველას უნდა. ფასებს რაც შეეხება, არა მგონია, მგზავრობა გაძვირდეს”, - უთხრა „რეზონანსს” კახა უბილავამ.  


ქალაქები და რეგიონები ეპატობრივად იხსენება, თუმცა ტრანსპორტის აღდგენაზე კონკრეტული არაფერი ისმის. დარგის სპეციალისტი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ მგზავრთა გადაყვანა უნდა აღდგეს, თუმცა - სრული რეკომენდაციების გათვალისწინებით. 


„ბუნებრივია, რომ ქალაქებს შორის მიმოსვლა უნდა აღდგეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს უსაფრთხოების, სანიტარიული წესების დაცვა. ამიტომ კომპანიები, რომლებიც განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას, უნდა დაიცვან ეს პირობები. არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ მგზავრები არა ერთმანეთის გვერდით, არამედ ჯვარედინი პრინციპით სხედებიან. ასევე ბილეთების ონლაინ დაჯავშნა უნდა მოხდეს. საერთოდ, ეს სექტორი უნდა მოწესრიგდეს. 


პირბადის გამოყენება აუცილებელი უნდა იყოს. კომპანიებს თერმომეტრები მაინც უნდა ჰქონდეთ. მგზავრთა შემოწმება აუცილებელია - სიცხე აქვთ თუ - არა. საჭიროა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც გაცემული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მთავრობა უნდა დაეხმაროს კომპანიებს. სახელმწიფომ მათ ხელი უნდა შეუწყოს. კონრტოლი უნდა მოხდეს, რომ არ იყოს ტრანსპორტი გადავსებული და მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია. ფასი, ალბათ, ის უნდა დარჩეს, რაც აქამდე იყო”, - განუცხადა „რეზონანსს” გელა კვაშილავამ. 


საქალაქთაშორისო ტრანსპორტი უკვე თითქმის ორი თვეა, გაჩერებულია. რეგიონში წასული მოსახლეობის ნაწილი დაბრუნებას სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს. ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ საქალაქთაშოროსო გადაადგილების აღდგენა სურთ. ექსპერტი ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ყველა რეკომანდაციის დაცვა შესაძლებელი გახდება, მოძრაობა უნდა აღდგეს. 


„ნებისმიერ ვითარებაში, მოგვიწევს ტრანსპორტის გადაადგილების აღდგენა. მნიშვნელოვანია იმ წესების დაცვა, რომელიც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის - დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება, ხელის დეზინფექცია და ა.შ. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, თუ ვაკმაყოფილებთ ამ პირობებს. თუ ვერ ვაკმაყოფილებთ და რისკს ვქმნით, ნიშნავს იმას, რომ უკეთ უნდა მოვემზადოთ. რაღაც ალტერნატივა გვჭირდება. შესაძლოა, მატარებლით ჩანაცვლდეს მიკროავტობუსები და ეს ტრანსოპორტი იყოს უფრო აქტუალური. შესაძლოა, მიკროავტობუსიც გამოდგეს, ოღონდ ნაკლებმა ადამიანმა იმგზავროს, ვიდრე აქამდე. 


შუშა უნდა იყოს ჩაწეული, მძღოლი მგზავრებისგან - იზოლირებული, ხოლო  მგზავრები ერთმანეთისგან დისტანციის დაცვით დასხდნენ. ასეთი წესების დაცვა თუ მოხერხდება, მაშინ, რასაკვირველია, უნდა დავუშვათ ტრანსპორტის მუშაობა. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ შემთხვევაში მგზავრთა გადაყვანა განახევრდება. ბუნებრივია, ეს შემოსავლის შემცირებას გამოიწვევს, რადგან ერთ ჯერზე, ალბათ, ვეღარ მოხდება ბევრი მგზავრის გადაყვანა”, - განუცხადა „რეზონანსს” ეკა ლალიაშვილმა. 


„რეზონანსის” ინფორმაციით, ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, ვაზიანი-თბილისის მგზავრობა ერთი ლარით გაძვირდება. კორონავირუსამდე მგზავრებს, 1.50 ლარად შეეძლოთ გადაადგილება, თუმცა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, ხალხს 2.50 ლარის გადახდა მოუწევს. 


„მანამდე 50 თეთრით გააძვირეს, ახლა 1 ლარს უმატებენ კიდევ. როგორც გავიგე, 10 კაცზე მეტს ვერ ჩასვამენ „მარშრუტკაში" და უნდათ, ამ 10 კაცის ხარჯზე ამოიღონ მთელი საფასური. ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და მოსახლეობის დიდ ნაწილს ფინანსურად სერიოზული პრობლემები ექნება”, - განაცხადა „რეზონანსთან” ვაზიანში ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელსაც უკვე შეატყობინეს მგზავრობის გაძვირების თაობაზე.


წყარო

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?