16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ივნისი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეს დღე არახელსაყრელია სამსახურის შეწცვლის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის. გაუგებრობებს დილიდან უნდა ელოდოთ. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ. სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას თუ შეინარჩინებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.


კურო


ამ დღეს თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. საშუალება გექნებათ, რომ მიმდინარე მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ. ადრე ამისთვის არც დრო და არც ენერგია არ გყოფნიდათ. შესაძლოა, მცირე საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. შესაძლოა, ოჯახური ბიუჯეტის ნაწილი დაკარგოთ ან იმაზე ნაკლები შემოსავალი მიიღოთ, ვიდრე გეგმავდით.


ტყუპები


არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სწავლისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. ეცადეთ, მოვლენები რეალურად შეაფასოთ და ემოციები აკონტროლოთ - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. კარგი იქნება თუ საღამოს ბუნებაში გაატარებთ.


კირჩხიბი


მოულოდნელობების მიუხედავად, რომლებიც ამ დღეს გელით, გარშემო მყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს გამძლეობასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული საქმის საბოლოო შედეგი.


ლომი


დილიდან გაუგებრობებს და უთანხმოებას უნდა ელოდოთ. თქვენმა უფროსობის სურვილმა შეიძლება უფროსთან ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ, რომელსაც ისედაც გულზე არ ეხატებით. ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს სამსახურის შეცვლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.


ქალწული


ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენი ენერგიულობისა და შრომისმოყვარეობის დამსახურებით ნებისმიერი სირთულის საქმეს გაუმკლავდებით - განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. მოსალოდნელია ხელსაყრელი წინადადება ან ფინანსური მოგება. თქვენი შესაძლებლობები სათანადოდ დაფასდება.


სასწორი


ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა, თუმცა თქვენი ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ ნებისმიერ საქმესთან გამკლავებაში. მოსალოდნელია ხელსაყრელი საქმიანი წინადადება ან ფინანსური შემოსავალი. თქვენი უნარები სათანადოდ დაფასდება.


მორიელი


ამ დღეს თავდაჯერებულობა გაკლიათ და თავს დაბნეულად გრძნობთ. შესაძლოა, ოჯახურ და ფინანსურ პრობლემებს შეეჯახოთ, რომელიც დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ ბავშვებს მეტი დრო დაუთმოთ - მათთან ურთიერთობა სულიერ სიმშჭვიდეს და ბედნიერებას მოგანიჭებთ.


მშვილდოსანი


ამ დღეს იზრდება თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, რაც საშუალებას მოგცემთ, დაამყაროთ კონტაქტი ახალ პარტნიორებთან და სამსახურებრივი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად იზრდება. ეცადეთ, განვლილი გზა სწორად შეაფასოთ და სამომავლო გეგმები დასახოთ.


თხის რქა


არახელსაყრელი დღეა სწავლისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ავტომანქანის მართვას ან მოგზაურობას აპირებთ, გზაზე სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გირჩევთ, ინტუიციას დაუჯეროთ და საკუთარ მორალურ პრინციპებს არ უღალატოთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


თევზები


ხელსაყრელი დღეა ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავებისთვის. სასურველია კულტურული გართობა. თქვენმა მდიდარმა შინაგანმა სამყარომ და შემოქმედებითმა ნატურამ შესაძლოა, არატრადიციული გარემოს და ურთიერთობის მოთხოვნილება გაგიჩინოთ, თუმცა ეცადეთ ყველაფერში ზომიერება შეინარჩუნოთ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?