„ბასკონიამ“ გუნდის ქართველ წევრს თორნიკე შენგელიას მასთან გატარებული პერიოდისთვის მადლობა გადაუხადა. Baskonia-ს მიერ გავრცელებულ ოფიცისალურ ინფორმაციაში ნათქვამია რომ თორნიკეს სახელი კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით დაიწერა.
შენგელია ესპანური კლუბის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდი, 9 ივლისის შემდეგ კარიერას ბასკონიადან რუსეთის გუნდ „ცსკა“-ში განაგრძობს.