27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეს დღე ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის კეთებისა და ინფორმაციის გადამუშავებისთვის ხელსაყრელია. თქვენი აქტიურობა ღირსეულად დაფასდება, თუმცა რადიკალურ ცვლილებებს უნდა ერიდოთ. მთავარია, მიღწეულს დასჯერდეთ და მეტის მიღება არ მოინდომოთ.


კურო


თუ ამ დღეს რომელიმე თანამდებობის შეთავსება შემოგთავაზეს, არ დათანხმდეთ - მოსალოდნელია წარუმატებლობა და ფინანსური დანაკარგი. ნებისმიერ ურთიერთობას სიყალბე და იმედგაცრუება ახლავს. დილიდან გაუგებრობებს უნდა ელოდოთ. ბედი თქვენ წინააღმდეგაა, თუმცა არ უნდა დანებდეთ. საღამოს ვნებები დაცხრება.


ტყუპები


ახალი საქმის დაწყებისთვის ხელსაყრელი დღეა. დაუფიქრებლად დათანხმდით საქმეს, რომელსაც შემოგთავაზებენ. ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებშიც წარმატებას გპირდებიან. გამორიცხული არ არის, დამატებითი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ. ფარული მტერი შეეცდება მახე დაგიგოთ, მაგრამ ამ მახეში საბოლოოდ თავად გაებმება.


კირჩხიბი


შესაძლოა, ახალ, სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდეთ, მაგრამ კარგი ინტუიციის დახმარებით ორიენტირება არ გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია წარმატებები შემოქმედებაში, პირად და საქმიან ცხოვრებაში.


ლომი


პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობის დღეა. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, ახალი იდეები და ინიციატივები. თქვენი ენერგიულობა და შემოქმედებითი პოტენციალი უფროსის მხრიდან სათანადოდ დაფასდება, თუმცა გირჩევთ, ზედმეტი არ მოინდომოთ - ეს მტრებს გაგიჩენთ. დიპლომატიური უნარების დახმარებით შეძლებთ, სოციალური სტატუსი გაიუმჯობესოთ და ავტორიტეტი აიმაღლოთ.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისა და ინფორმაციის გამოყენებისთვის. საკუთარი რესურსების რაციონალურად გამოყენებით შეძლებთ სოციალური სტატუსი და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, ასევე ახლობლებთან ურთიერთობა გაიმყაროთ.


სასწორი


მძიმე და პასიური დღეა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ახალ პროექტთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარება თქვენს ძალებს აღემატება. გამორიცხული არ არის, რომ გადაღლისა და ნერვიულობის გამო მოვლენებზე არაადეკვატურად რეაგირებთ. თუ ამ დაძაბული პერიოდის გადალახვას შეძლებთ, სკანდალებს აიცილებთ და ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდებით, წარმატება აუცილებლად თქვენ დაგრჩებათ. მანამდე კი ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა იცხოვროთ და იმუშავოთ.


მორიელი


მძიმე და პასიური დღეა. გირჩევთ, მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, რადგან არახელსაყრელმა პერიოდმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ეცადეთ იმას დასჯერდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და მეტი არაფერი მოითხოვოთ. შესაძლოა, სულიერი დისკომფორტი იგრძნოთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი მშვიდად დასვენებას დაუთმოთ.


მშვილდოსანი


მნიშვნელოვანი საქმეების კეთებისა და ინფორმაციის დამუშავების დღეა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც დროთა განმავლობაში სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება. ყურადრღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია უმიზეზო სევდა და შეუძლოდ ყოფნა. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და გადაღლას.


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ინფორმაციის დამუშავებისთვის. ენერგიის რაციონალურად განაწილებით საკუთარ სოციალურ სტატუსს უკეთესობისკენ შეცვლით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენზე დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პირებთან ქედმაღლობით და წარმატებულ ადამიანებთან დაახლოებით შეიძლება კარიერა შეიქმნათ, მაგრამ კოლეგებისა და ნაცნობების ნეგატიური დამოკიდებულება დაიმსახუროთ.


მერწყული


ეს დღე არჩევანს და მიზნის მიღწევას განასახიერებს. პროფესიული საქმეები თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. შესაძლოა, მამაკაცებმა სამსახურში მნიშველოვანი პრობლემების მოგვარება და ძველი შეცდომების გამოსწორება შეძლონ.


თევზები


მოსალოდნელი უსიამოვნებების მიუხედავად, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის მოგვარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. გახსოვდეთ, თქვენს მოთმინებაზე და გონიერებაზეა დამოკიდებული ყველა საქმის საბოლოო შედეგი. გირჩევთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, რომ ფიქრები მოიკრიფოთ და დაისვენოთ.

NEW

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინო, თუკი მარტო აპირებ საცხოვრებლად გადასვლას

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საცხოვრებლად მარტო გადასვლის შესაძლებლობა? ამ დროს გონებაში უკვე ვაწყობთ მომავალ ბინას, უკვე ვიცით, სად დავიდგამთ საყვარელ სავარძელს; სად მოვიწყობთ სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებს.
დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.
დღის ჰოროსკოპი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.