ხვალ ახალი მთვარეა ანუ ახალი შანსი გეძლევათ - მაშ ასე, ყურადღებით

INTERNET დაიჯესტი

18 აგვისტო 21:13, 2020 წელი

ასტროლოგი დავით ნიბლაძე ადამიანებს 19 აგვისტოს ახალ მთვარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას და კონკრეტულ რჩვევას აძლევს.

მისი თქმით, 19 აგვისტოს ახალმთავრეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, რაც იმის მანიშნებელია, რომ გამბედაობის გამოჩენის დრო დადგა. 


როგორც ნიბლაძე წერს, ეს ასტროლოგიური მოვლენა გაჭიანურებული საქმეებს დასასრულებლად კარგი პერიდია. 


„19 აგვისტოს ახალი მთვარეა (პიკი - 06:41სთ).


ახალი მთვარის დღე არის დრო, როდესაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გადავხედოთ ჩვენს გეგმებს, გავაანალიზოთ, რა უნდა მოვიშოროთ და რისკენ მივმართოთ ჩვენი ყურადღება. ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, შევცვალოთ გეზი, დავსახოთ მიზნები და იქვე დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები. ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები. ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია, ისევ და ისევ, მხოლოდ გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად. განსაკუთრებით სასიკეთოა ბუნებასთან კონტაქტი. ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა. ჯობია, ენერგია დავზოგოთ და მხოლოდ პოზიტიურისკენ მივმართოთ. ახალი მთვარის თვისობრიობასა და გავლენას თითოეულ ჩვენგანზე მისი ნიშანი და კონკრეტული გრადუსი განსაზღვრავს.


მთვარე ამჯერად ახალი მთვარე ლომის 27-ე გრადუსზე გველოდება.


ნებისმიერი ახალი მთვარე განსაკუთრებულია, თუმცა მაშინ უფრო მეტად, როდესაც მთვარე მზის ნიშანში იმყოფება. მთვარე, რომელიც ღამეს, სიბნელესა და ჩვენი ქვეცნობიერის სიღრმეებს უკავშირდება, სწორედ მზის ენერგიითა და სინათლით დაიმუხტება. ლომი ცეცხლოვანი ნიშანია, რომელიც შეგვახსენებს, რომ ჩვენი შინაგანი ცეცხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


რა არის თქვენთვის მოტივატორი?


რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოხატოთ საკუთარი თავი?


რა გარდაქმნის თქვენს შინაგან ნაპერწკალს დიდ ცეცხლად?


ლომს ეკუთვნის ჰოროსკოპის მე-5 სახლი, რომელიც სიყვარულს, გართობას, კრეატიულ თვითგამოხატვას, მოტივაციას, ოპტიმიზმს, აზარტსა და რისკს უკავშირდება.


დაუკვირდით, რა გჭირდებათ ცხოვრებაში იმისათვის, რომ უფრო ბედნიერი, ლაღი, მხიარული და თავისუფალი იყოთ. გაქვთ განსაკუთრებული ნიჭი და უნარები, რომელსაც სათანადოდ ვერ იყენებთ? გაქვთ მიზნები და სურვილები? გსურთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება? მაშინ მშვენიერი შანსი გაქვთ, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და დაანახოთ სამყაროს, რა შეგიძლიათ.


გამბედაობას შეგვმატებს მზის, მთვარისა და მერკურის ჰარმონიული ასპექტიც მარსთან. ეს არის იდეალური შანსი იმისათვის, რომ დავძლიოთ შინაგანი შიშები, კომპლექსები და ვთქვათ ის, რისი თქმაც გვინდა, გავაკეთოთ ის, რისი გამბედაობაც ადრე არ გვყოფნიდა. სწორედ ახლა შეგვიძლია, დავიცვათ საკუთარი პრინციპები ისე, როგორც არასდროს აქამდე. ამიტომ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შანსი.


მზე, მთვარე, მერკური და მარსი ცეცხლის ნიშნებში იმყოფება, იუპიტერი, სატურნი, ურანი და პლუტონი კი მიწის ნიშნებში. ცეცხლისა და მიწის სტიქიების ასეთი კომბინაცია დაგვეხმარება იმაში, რომ ინსპირაცია და ინიციატივა პრაქტიკულად განვახორციელოთ. ეს არის საქმის კეთების, აქტიურობისა და შედეგების მიღწევის დრო. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ დავძლევთ მარსის იუპიტერთან, სატურნთან და პლუტონთან კვადრატებით გამოწვეულ წინაღობებს. თუ ახალი მთვარის მარსთან ჰარმონიული ასპექტი მოტივაციასა და თავდაჯერებულობას გვმატებს, მარსის კვადრატები ერთგვარ მუხრუჭად გვევლინება. თვალს თუ გადავავლებთ პლანეტების ნიშნებში განაწილებას, ვნახავთ, რომ ძირითადად ფიქსირებული და კარდინალური ნიშნები დომინირებს, ამიტომ ეს არ არის დრო, როდესაც ათასი საქმე ერთდროულად უნდა ვაკეთოთ. პირიქით, ზუსტად განვსაზღვროთ პრიორიტებები და ჩვენი დრო და ენერგია ყველაზე მნიშვნელოვანს მოვახმაროთ. მომდევნო 2-3 კვირა, იქამდე, სანამ მარსი რეტროგრადულ ფაზაში გადავა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისეთი საქმეების შესასრულებლად, რასაც აქამდე ვაჭიანურებდით და ვერ მიგვყავდა ბოლომდე. მარსის თხის რქაში მყოფ პლანეტებთან კვადრატი ქმნის ერთგვარ კრიზისსა და კრიტიკულ მდგომარეობას, თუმცა იქვეა შანსებიც, რომლითაც ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება. მთავარია, დავინახოთ, ვაღიაროთ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და მთელი მონდომებით ვეცადოთ, მივაღწიოთ იმას, რაც გვსურს. ახალი მთვარე შეერთებაშია მერკურთან ლომში, ამიტომ ამ ყველაფერთან ერთად ახალი მთვარის თემები კომუნიკაცია, სწავლა, ახლო მანძილზე მოგზაურობა, ცოდნის გაზიარება, შეხვედრები და ახალი ადამიანების გაცნობა იქნება.


ლომი და მე-5 სახლი უკავშირდება გართობასა და დასვენებასაც. ამიტომ, გამოიყენეთ უახლოესი პერიოდი ძალების აღდგენისთვის. ლომის ზონა იდეალურია შვებულებისთვის, მეგობრული შეკრებებისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისა და მხიარულებისთვის.


ეს ტენდენციები, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად ყველა ნიშანს ეხება, თუმცა პირადი ჰოროსკოპის ანალიზი გაცილებით მეტ ინფორმაციას მოგვცემს უახლოესი პერიოდის ტენდენციების შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?