22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 აგვისტო 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობის, პირადი პრობლემების მოგვარებისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. უარი თქვით სტანდარტულად აზროვნებაზე და ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში გამომგონებლობა და ფანტაზია გამოავლინოთ. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები გელით.


კურო


წინააღმდეგობრივი დღეა, თუმცა უამრავ სასიხარულო ამბავს და სასიამოვნო ემოციას გპირდებათ. ეცადეთ ეს დღე უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. ეს დაკარგული წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.


ტყუპები


ახლობელ ადამიანთან სასიყვარულო ჰარმონიული ურთიერთობა გელით. თავს კმაყოფილად და ბედნიერად გრძნობთ. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო სიახლე გელით, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ . ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ახლობელი ადამიანების რჩევა შეცდომებისგან დაგიცავთ.


კირჩხიბი


წინააღმდეგობრივი დღეა. თქვენს ოპტიმიზმს ყველა არ იზიარებს. გირჩევთ, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ, რათა დამშვიდდეთ და ძალები მოიკრიბოთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში თავის ტკივილი და მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნოთ, თუმცა საშიში არაფერია.


ლომი


ცრუ დაპირებებისა და ბნელი ძალების გავლენის დღეა. თქვენი მოჭარბებული ენერგია შესაძლოა, თქვენ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს დაშვებული შეცდომები სამომავლოდ უამრავ პრობლემას შეგიქმნით. სასიყვარულო ფრონტზეც წარუმატებლობა და იმედგაცრუება გელით. შესაძლოა, ახლობელ ადამიანს დაშორდეთ და ეს თქვენი ინიციატივით მოხდება.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობის, პირადი პრობლემების მოგვარებისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. სასიამოვნო სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ ან შემოსავალს მოგიტანთ. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას და თხოვნაზე უარს ნურავის ეტყვით. ახლობელი ადამიანების რჩევამ შეიძლება შეცდომა აგარიდოთ.


სასწორი


საშიში დღეა, რომელიც მტრობას, თვალთვალს და ძალადობას უკავშირდება. შესაბამისად, ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და ბნელ ქუჩებში მარტო სიარულს. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე რომ არ დაემუქროს, პრევენციული ზომების მიღებაზე იზრუნეთ.


მორიელი


არახელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტების დამყარებისა და აქტიური ურთიერთობებისთვის. მცდელობის მიუხედავად, ვერ ახერხებთ გონზე მოსვლას და სამყაროს ახლებურად აღქმას. ძველებურად, მოსალოდნელია გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა. მოვლენების შემდგომი განვითარება თქვენგან ფრთხილ და მოზომილ მოქმედებებს მოითხოვს.


მშვილდოსანი


უსიამოვნო სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას - შეცდომა რომ აიცილოთ, ახლობელი ადამიანების რჩევა გჭირდებათ. ამ დღეს სექსუალური კონტაქტები უკიდურეს საფრთხილეს მოითხოვს.


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა პარტნიორთან ურთიერთობის, პირადი პრობლემების მოგვარებისა და ფიზიკური აქტივობებისთვის. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული სასიამოვნო სიახლეები და სასიყვარულო ფრონტზე წარმატებები. თხოვნაზე უარს ნურავის ეტყვით. იმოგზაურეთ, იმხიარულეთ და ცხოვრებით დატკბით.


მერწყული


ამ დღეს მერწყულების ცხოვრება მშვიდი და უღრუბლოა. ეცადეთ, საღამო დღე უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. ეს როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.


თევზები


სულიერი განწმენდის დღეა. ბევრი თევზი ზებუნებრივი ძალების გავლენას და მფარველობას იგრძნობს, თუმცა ამის გამო რეალობის აღქმის უნარი არ უნდა დაკარგოთ. ერიდეთ ეიფორიას. თვითკრიტიკა და მონანიება სინდისის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.


 

დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფასდაკლებების სერია „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომელიც არ უნდა გამოტოვო!

თუკი ტექნიკის შეძენას გეგმავდით, აუცილებლად მოინიშნეთ თარიღიც: 19-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ თავისი მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს - „გრანდ ელექტრონიქსის“ საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალში ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ!
დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?