დავით მესხიშვილი: საქართველოში მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა ხდება სატვირთო და არა სამგზავრო მიკროავტუბუსებით

INTERNET დაიჯესტი

24 აგვისტო 21:48

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი, შატილში ტრაგიკულ ავარიაში მოყოლილი მიკროავტობუსი ფოტოს აქვეყნეს და წერს, რომ ავტომობილში დასაჯდომი ადგილი წესის დარღვევითაა დამონტაჟებული.

მისვე თქმით, საქართველოში მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა ხდება სატვირთო და არა სამგზავრო მიკროავტობუსებით.


მესხიშვილი ამბობს, რომ ავტოსადგურები და ზედამხედველობის სამსახურები აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან, თუმცა სათანადო რეაგირბას არ ახდენენ.


„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი!


მიკროავტობუსი ინსპექტირებაზე გამოცხადდა 2020 წლის 13 იანვარს, ინსპექტირების გავლა უწევდა 13 ივლისს და როგორც უკვე იცით არ გამოცხადდა. 13 იანვრის ფოტოზე თქვენ ხედავთ ავტოკატასტროფაში მონაწილე მიკროავტობუსის სავარძლების რაოდენობას ინსპექტირების დროს, რომლის ქარხნული სტანდარტია 15+1 დასაჯდომი ადგილი. აქ ჩანს 13 ადგილი, ამას ემატება წინა 3 სამი ადგილიც, სულ 16. ანუ ინსპექტირებისას ყველაფერი ნორმაშია! ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?


გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, მიკროავტობუსები ინსპექტირების გავლის მიზნით, ხსნიან მანამდე კუსტარულად დამონტაჟებულ დამატებით სავარძლებს და ინსპექტირების გავლის შემდეგ ისევ ამატებენ სკამებს, რითაც საფრთხეს უქმნიან მგზავრების სიცოცხლეს! ამას აკეთებს მიკროავტობუსების მძღოლების უმრავლესობა! სად არის ამ დროს სახელმწიფო?


ეს იცის ყველამ! პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებმა. ეს კარგად მოეხსენებათ მათ, ვინც კანონებს წერს და ვისი პასუხისმგებლობაცაა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა. ეს იციან პოლიციაშიც! ეს იციან მათაც, ვისი კომპეტენციაცაა ევროდირექტივების დანერგვა! ეს იციან ავტოსადგურებმა და მათმა ზედამხედველმა სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროდან. აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა ხდება სატვირთო და არა სამგზავრო მიკროავტუბუსებით!“, - წერს დავით მესხიშვილი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29  სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?