10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 სექტემბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


რთული დღეა. ტყუილებისა და ცრუ დაპირებების გამო იმედგაცრუებული ხართ. გირჩევთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ და ილუზიებით არ იცხოვროთ. ცოტაოდენი თვითკრიტიკა არ გაწყენდათ. ერიდეთ ახალ ნაცნობებს და თავშეკავება გამოიჩინეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს.


კურო


კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია აგრესია არაკეთილმოსურნე ადამიანების მხრიდან. მოსალოდნელია ცრუ ინფორმაცია ან უსიამოვნო შეტყობინება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ქონებას. მოსალოდნელია ძარცვა ხანძარი ან კვებითი ინტოქსიკაცია.


ტყუპები


დაძაბული და სირთულეებით სავსე დღეა. ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დღეა. მეტიც, მეგობრებთან ურთიერთობის დროსაც კი თავშეკავება გმართებთ. ყურადღება მიაქციეთ უძრავ ქონებას - მოსალოდნელია ხანძარი და ელექტროხელსაწყოებთან დაკავშირებული პრობლემები. გამორიცხული არ არის კონფლიქტი ახლობელ ადამიანთან. ეცადეთ მეტი ტაქტი გამოიჩინოთ.


კირჩხიბი


ამ დღეს საკმაოდ სარფიანი საქმიანი შეთავაზება გელით. ეცადეთ, ყველაფერი კარგად გაიაზროთ და ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება მიიღოთ. ამ დღეს პარტნიორული ურთიერთობები სასურველ შედეგს მოგიტანთ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


ლომი


კარგი იქნება, თუ ოცნების კოშკებს არ ააგებთ. წვრილმანების გამო ახლობელ ადამიანებს ნუ გაუნაწყენდებით - ამან შეიძლება მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. სიამაყე დაიცხრეთ და თუ დააშავეთ, ეცადეთ, ბოდიში მოიხადოთ. თქვენმა მოთმინებამ და დიდსულოვნებამ შეიძლება ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნოს. ქალებს ვურჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ, რადგან შეიძლება, იმედგაცრუებული დარჩეთ.


ქალწული


მძიმე დღეა. ილუზიებმა შეიძლება რეალობის აღქმაში ხელი შეგიშალოთ. თავშეკავება გამოიჩინეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის ქონებას. გამორიცხული არ არის ქურდობა ან ხანძარი.


სასწორი


შესაძლოა, პრობლემებმა, რომლებსაც ამ ბოლო დრომდე ყურადღებას არ აქცევდით, თავი შეგახსენოთ. თუ მოინდომებთ, ადვილად შეძლებთ ვითარების გამოსწორებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ დღეს ურთიერთგაგების სრული დეფიციტია.


მორიელი


კარგი იქნება, თუ ამ დღეს დროებით დაივიწყებთ ყოველდღიურ, ყოფით პრობლემებს. შესაძლოა, ძველი პრობლემები თქვენი სიმტკიცის და ნებისყოფის გამოცდად იქცეს. გამორიცხული არ არის რთული საუბარი საყვარელ ადამიანთან, მაგრამ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ ღირს. ეცადეთ, ოჯახში ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოთ.


მშვილდოსანი


კრიტიკული დღეა, რომელსაც ახლავს არაკეთილგანწყობა, ტყუილი, ღალატი და დაპირისპირება. ეცადეთ, ქონების უსაფრთხოებას მეტი ყურადღება მიაქციოთ. გამორიცხული არ არის ქურდობა, ხანძარი ან სხვა უსიამოვნებები. ოჯახური პრობლემები უამრავ დროს და ენერგიას წაგართმევთ.


თხის რქა


ენერგიით სავსე ხართ, თუმცა სწორედ მოზღვავებული ენერგია შეიძლება გახდეს თქვენთვის დამანგრეველი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოსალოდნელია კამათი. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ქონებას.


მერწყული


ძალების კონცენტრაციისა და სულიერი განწმენდის დღეა. შესაძლოა, წვრილმან უსიამოვნებებთან გამკლავება გაგიჭირდეთ. გირჩევთ, საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩეთ და უკან არ დაიხიოთ. ამ შემთხვევაში, მოსალოდნელ აგრესიას მხოლოდ თქვენი გამჭრიახობით გაუმკლავდებით. თუ ამ რთულ პერიოდს გაუძლებთ, საკუთარ მშვიდ ცხოვრებას უზრუნველყოფთ.


თევზები


ამ დღეს ორგანიზმის დამცავი ძალები სუსტდება. ერიდეთ გადაღლას და გამონახეთ დრო გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურებისთვის. კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლური სასმელები. გამორიცხული არ არის, რომ ქალებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?