14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ეჭვების დაძლევის, ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების დღეა. მზად იყავით უფროსთან და კოლეგებთან გაუგებრობისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადოს. უსიამოვნო ცნობა თქვენს გეგმებში კორექტივებს შეიტანს.


კურო
თქვენი მატერიალური მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია. გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა შესაძლოა, მოულოდნელი შემოსავალი მოგიტანოთ. ეცადეთ, არ გარისკოთ. ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, თუმცა თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე ეს არ აისახება. ეცადეთ, არ გარისკოთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯი ან პირიქით, მოულოდნელი შემოსავალი.


კირჩხიბი
ამ დღეს ყველა ეჭვს უკუაგდებთ და თავდაჯერებული გახდებით. საქმეშიც და სიყვარულშიც პირველ შთაბეჭდილებას ენდეთ - ის ყველაზე სწორი იქნება.


ლომი
მამაკაცებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნეგატიური ენერგეტიკისგან გაათავისუფლებს და საკუთარი თავის რწმენას შემატებს. გამორიცხული არ არის პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა. ქალებს ცვლილებები ელით, რის შემდეგაც მათი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.


ქალწული
პოზიტიური დღეა, რომელიც ზნეობრივ სიწმინდესა და ეჭვების დაძლევას უკავშირდება. შესანიშნავი პირობები მოგეცემათ ნაყოფიერი მუშაობისთვის. განსაკუთრებით მწერლობისა და ხელოვნების სფეროში. კომერციულ საქმეებში წარმატება გელით.


სასწორი
ამ დღეს სასწორების სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი იზრდება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ წარსულის გამოცდილება გაიაზროთ და მომავლის გეგმები დასახოთ. საქმესა და სიყვარულში პირველ შთაბეჭდილებას უნდა ენდოთ. ის შეუმცდარი იქნება.


მორიელი
პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით - მყიფე კავშირები გაწყდება. ბევრი მორიელი პარტნიორით უკმაყოფილოა. განსაკუთრებით, თუ მათ გაზრდილ პრეტენზიებს ვერ პასუხობს. გამორიცხული არ არის,  ცხოვრების მეგზურს შეხვდეთ.


მშვილდოსანი
ეჭვების დაძლევის, სულიერი და ზნეობრივი განწმენდის დღეა. თქვენი მონდომება, საქმის ერთგულება და შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში სერიოზული სირთულეები გელით. ოჯახური ვალდებულებებისგან გათავისუფლებისა და თავისუფლების სურვილი შესალოა, პარტნიორთან დაშორების მიზეზი გახდეს.


თხის რქა
ამ დღეს ნოსტალგია დაგეუფლებათ და ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენის სურვილი გაგიჩნდებათ. თვალი ადევნეთ მინიშნებებს და ეცადეთ, ისინი სწორად ამოხსნათ. გადადებული მგზავრობა სიზმარში ან ცხადში იმედის იმედგაცრუებით შეცვლის მანიშნებელია.


მერწყული
პოზიტიური დღეა. ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არიან. განსაკუთრებული წარმატება შემოქმედებით და აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ელით. საზოგადოებაში თქვენი გამოჩენა დამამშვიდებელი ეფექტის მომტანია. ოჯახური პრობლემების გადაჭრას წარმატებით შეძლებთ. ოჯახში მშვიდობა და სიყვარული დაისადგურებს.


თევზები
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან და მხოლოდ ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბოლო წუთს საკუთარ მოვალეობებზე უარის თქმა თქვენს რეპუტაციას აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს. შეცდომის თავიდან ასაცილებლად მეგობრების რჩევებს უნდა ენდოთ და მათი დახმარება მიიღოთ.

ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?