20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


შესაძლოა, ვიღაცის გავლენით არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ ან ისეთი რამ ჩაიდინოთ, რისიც მომავალში შეგრცხვებათ. გირჩევთ, ფინანსური საკითხების მოგვარება და საქმიანი მოლაპარაკებები სხვა დროისთვის გადაიტანოთ, რადგან ამ დღეს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. შემთხვევითი ტრამვა ან ავადმყოფობა გეგმის შესრულებაში ხელს შეგიშლით.


კურო


შესაძლოა, რაღაც არემოებამ საკუთარი პოზიციების აქტიურად დაცვა გაიძულოთ. სირთულეებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი ახლობელ ადამიანებთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


ტყუპები


ნეგატიური დღეა, როცა გაუგებრობა, ტყუილი და ცილისწამება მუშაობაში ხელს გიშლით. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ავანტიურებში ჩართვას. გამორიცხული არ არის, რომ ცხოვრებისეული პრინციპების აქტიურად დაცვა მოგიწიოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


კირჩხიბი


დასვენების დღეა, რომელიც ხელსაყრელია რომანტიკული თავგადასავლებისთვის. შეგიძლიათ, მთლიანად გრძნობების მორევში გადაეშვათ. მოსალოდნელია ახალი, საინტერესო ნაცნობობა, რაც მომავალში მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება.


ლომი


ამ დღის ნეგატიური ტენდენციები სავარაუდოდ, თქვენს ქცევასა და ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება. ნებისმიერ საქმეში უფროსობას ცდილობთ და სხვების აზრებს არ ითვალისწინებთ. შინაგანი ენერგიის მოზღვავებამ შესაძლოა, სარისკო მოქმედებებისკენ გიბიძგოთ ან პროფესიულ საქმიანობაში შეცდომების მიზეზი გახდეს. ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შემთხვევითი ტრამვა ან ავადმყოფობა შეგიშლით.


ქალწული


ამ დღეს თქვენი პროფესიული საქმიანობა ჩვეულისგან განსხვავებულად განხორციელდება. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მნიშვნელოვან შემოსავალს არ უნდა ელოდოთ. ნათესავებთან თქვენი ურთიერთობა გაუმჯობესდება, თუმცა უახლოეს ხანებში უსიამოვნო მოვლენები გელით.


სასწორი


ეს დღე ხელსაყრელია სრულფასოვანი დასვენების, ფიზიკური დატვირთვის და სეირნობისთვის. გირჩევთ, საქმიანი ქაღალდების მოწესრიგებისთვის დრო გამონახოთ და სახლის კეთილმოწყობით დაკავდეთ. კარგი დროა იმისთვის, რომ ოჯახში მშვიდობა დაამყაროთ და პარტნიორთან ურთიერთობაში სრულ იდილიას მიაღწიოთ.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, მეგობრული და ინტიმური შეხვედრებისთვის. საინტერესო საქმიანი წინადადება გელით. სანამ დათანხმდებით, ეცადეთ, ყველა მოსალოდნელი შედეგი კარგად გათვალოთ. შესაძლოა, მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება დაწყებული პროცესების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. 


მშვილდოსანი


ნეგატიური დღეა, როცა ტყუილი და არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები ხელს გიშლით ჩანაფიქრის განხორციელებაში. მოსალოდნელია კონფლიქტი გარშემო მყოფებთან. შესაძლოა, ცხოვრებისეული პრინციპებისა და შინაგანი თავისუფლების აქტიურად დაცვა მოგიწიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადე,თ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


თხის რქა


მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, ეცადეთ, არ აჩქარდეთ - ახლა ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანების რჩევა გჭირდებათ. სექსუალური კონტაქტების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია ნათესავთან დაკავშირებული უსიამოვნო ამბავი.


მერწყული


ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო და შემოქმედებითი პოტენციალი. ხელსაყრელი დღეა სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მეგობრების ან გავლენიანი მფარველების დახმარებით სამომავლო წარმატებისთვის კარგი სასტარტო პოზიცია შექმნათ.


თევზები


ხელსაყრელი დღეა პროფესიის ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლისთვის. მოსალოდნელია მომგებიანი ბიზნეს-წინადადება. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საკუთარ რჩეულს. ახლა მას თქვენი ყურადღება და მზრუნველობა ესაჭიროება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?