1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 სექტემბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ამ დღეს მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა, რომელიც განწყობას საფუძვლიანად გაგიფუჭებთ. მზად იყავით პირად ცხოვრებაში პრობლემებისა და თქვენთვის წამგებიანი საკადრო ცვლილებებისთვის. გამორიცხული არ არის კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან.


კურო


კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. სასურველია სახლის რემონტი, კეთილმოწყობა და მოწესრიგება. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება, რაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია რამდენიმე საქმიანი ნაცნობობა, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ.


ტყუპები


ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ ერიდეთ გადაღლას და სარისკო მოქმედებას. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი ცდუნებების აყოლამ და მცდარმა წარმოდგენებმა შეიძლება, კომერციულ და შემოქმედებით საქმიანობაში დაგაზარალოთ. მოსალოდნელია აგრესიულ ადამიანებთან შეჯახება ან ქურდობა.


კირჩხიბი


სავარაუდოდ, ამ დღეს რამდენიმე ახალ, საქმიან ნაცნობობას გააბამთ, რომელიც სამომავლო საქმიანობაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, ინტუიციას მიენდეთ. გირჩევთ საკუთარ თავს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ახლა ყველაზე მეტად განტვირთვა და დასვენება გესაჭიროებათ.


ლომი


ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. სტუმრების ვიზიტი, ნათესავებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა სიმშვიდეს და სულიერ კომფორტს მოგანიჭებთ. ხანმოკლე გატაცება გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცარიელ ადგილზე ოცნების კოშკები არ ააგოთ.


ქალწული                    


მეცნიერებისა და ხელობის შესწავლის დღეა, რომელიც ხელსაყრელია სახლის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს. გირჩევთ, ოჯახს პატარა წვეულება მოუწყოთ - ეს თქვენი ოჯახის წევრებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.


სასწორი


ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: თავის ტკივილი და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. გირჩევთ, ჯანმრთელობის გაკაჟებაზე იზრუნოთ და პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტაროთ. ავადმყოფობა, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, ხანგრძლივი იქნება. გამორიცხული არ არის კამათი ახლობელ ადამიანთან.


მორიელი


ამ დღეს ძლიერი ემოციები დაგეუფლებათ. თუ გსურთ, უსიამოვნებებს თავი აარიდოთ, სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ.  თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან და, თუ შესაძლებელია, განმარტოვდით. ეცადეთ, თავისუფალი დრო მთლიანად ბავშვებს დაუთმოთ.


მშვილდოსანი


ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ ნიშნულზეა. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება შეიძლება თქვენს მოქმედებებზე არასახარბილოდ აისახოს. ერიდეთ გაუფრთხილებელ გამონათქვამებს, კატეგორიულობას და ორაზროვან ხუმრობებს.


თხის რქა


მარადიულ ჭეშმარიტებებში წვდომის დღეა. გაზრდილი სასიცოცხლო პოტენციალი, სავარაუდოდ, თქვენს პირად ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. ჩანაფიქრის განხორციელებაში ვარსკვლავები დაგეხმარებიან.


მერწყული


კრიტიკული დღეა. სავარაუდოდ, თქვენი გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვლება. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ისურვებდით. გამორიცხული არ არის დანაკარგი, შემთხვევითი ტრამვა ან ავადმყოფობა, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ, ნებისმიერ ურთიერთობაში სიფრთხილე და ტაქტი გამოიჩინოთ.


თევზები


ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუ კვირის მანძილზე განსაკუთრებული სისულელე არ ჩაგიდენიათ, შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი თავითა და მოქმედებებით კმაყოფილი დარჩეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?