12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეს დღე აუცილებლად წარმატებული იქნება, თუ წინასწარ დაგეგმავთ. სწორედ ეს დღე მოგცემთ საშუალებას, რომ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ და სულის სიმშვიდე მოიპოვოთ. მეგობრების რჩევასსაჭიროებთ, თუმცა მთლიანად სხვის რჩევებს არ უნდა დაეყრდნოთ - შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.


კურო


ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და ურთიერთობისთვის. ამ დღეს წარმატებას მხოლოდ სიმშვიდე და დიდსულოვნება მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს მომხიბვლელობას სასწაულების მოხდენა შეუძლია.


ტყუპები


ეს დღე უეცარ ცვლილებებს და ინფორმაციას უკავშირდება. შესაძლოა, პარტნიორების მოულოდნელმა მოქმედებამ თქვენთვის უცნობი საქმის კეთება გაიძულოთ, თუმცა თქვენი შრომა დაფასდება, რადგან საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსურ ან იურიდიულ საკითხთან დაკავშირებულმა შეხვედრამ ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანოთ.


კირჩხიბი


შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგამო ნერვიულობა მოგიწიოთ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაცილდებით თუ სირთულეებს ერთად გადალახავთ. იქნებ ჯობია, რომ სიამაყე დაივიწყოთ და საყვარელ ადამიანთან დათმობაზე წახვიდეთ.


ლომი


წინასწარ თუ დაგეგმავთ, ეს დღე წარმატებული იქნება.ეცადეთ, მხოლოდ ღირსეული ადამიანები დაიახლოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.


ქალწული


დასვენების, ეჭვების დაძლევისა და სულიერი გარდაქმნის დღეა. შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა გელით. ნუ აჩქარდებით და წინდახედულად იმოქმედეთ. სასურველია, საღამო სახლის გარეთ, ბავშვებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. ერიდეთ ხორციან კერძებს და ალკოჰოლურ სასმელებს.


სასწორი


ტყუილებისა და ილუზიების დღეა. შესაძლოა, დაპირებები ტყუილი აღმოჩნდეს და გეგმები შეგეცვალოთ. თქვენი მონდომება სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მოსალოდნელია კონფლიქტი, რაც ფარული მტრების ინტრიგებს ან თქვენსავე არასერიოზულობას უკავშირდება. ფრთხილად იყავით - ამ დღეს ემოციების მოთოკვა რთული იქნება.


მორიელი


ტყუილებისა და ღალატის დღეა. გახსოვდეთ, რომ ოცნების კოშკების შენება რეალობის დანახვაში ხელს შეგიშლით და ფინანსურად დაგაზარალებთ. ეცადეთ, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. თქვენგან მხოლოდ სიფრთხილე და წინდახედულებაა საჭირო.


მშვილდოსანი


ამ დღეს მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება, მაგრამ აჩქარებამ ან მეტოქის აქტიურობამ შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ.


თხის რქა


ეცადეთ, საკუთარ თავში მორცხვობა და ზედმეტი მგრძნობიარობა დაძლიოთ. ვარსკვლავები მამაკაცებს მოსალოდნელ ფინანსური დანაკარგის შესახებ აფრთხილებენ. ქალებს ახალი გატაცება ელით, თუმცა ურთიერთობა ხანგრძლივი არ იქნება - მოსალოდნელია წყენა ან იმედგაცრუება.


მერწყული


ხელსაყრელი დღეა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. ბევრი მერწყული კმაყოფილებას იგრძნობს საქველმოქმედო აქციებსა და შემოქმედებით შეხვედრებში მონაწილეობისგან. ეცადეთ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ბავშვებიც ჩართოთ.


თევზები


ამ დღემ შეიძლება თქვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან,  პიროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაგეხმარებიან. დიდხანს ნუ იყოყმანებთ და ხელსაყრელ ბიზნესწინადადებას დაუფიქრებლად, ნებისმიერ პირობებზე დათანხმდით. პირად ცხოვრებაში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.

დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ჯიპიაი ჰოლდინგმა 2019 წლის მმართველობითი ანგარიშგება გამოაქვეყნა

• 2019 წელს კომპანიამ 10-მდე მსხვილი სოციალური პროექტი განახორციელა. • განხორციელებული პროექტებისთვის ჯიპიაიმ 5 ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
დღის ჰოროსკოპი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი  კომპანია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც , 25 ნოემბერს დაიწყო და ამ  პრინციპებზე ხელმომწერ სხვა კერძო კომპანიებთან ერთად განცხადებას ავრცელებს:  
დღის ჰოროსკოპი

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„საქართველოს და დებატების ინსტიტუტი“ სკოლის მოსწავლეებსა, პედაგოგებსა და სტუდენტებში მასშტაბურ კვლევას იწყებს

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი”, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ატარებს გრძელვადიან საგანმანათლებლო კვლევას დებატების ტექნიკის სწავლების გავლენის შესახებ დებატების კლუბის მონაწილეებსა და დებატების კლუბის ხელმძღვანელებზე.  
დღის ჰოროსკოპი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?