13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


გადაჭარბებულმა ეჭვიანობამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ვარსკვლავები გთავაზობენ, რომ ამ დღეს ბიზნეს პარტნიორებთან კონტაქტების დამყარება დაიწყოთ. ამასთან, საქმის საბოლოო შედეგი თქვენს შრომისუნარიანობაზე არ იქნება დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობლებთან კამათი.


კურო


ხელსაყრელი დღეა საქმის დაგეგმვისა და საკუთარი მდგომარეობის შეფასებისთვის. ეცადეთ, თქვენი დრო სწორად გაანაწილოთ. თუ პრინციპულობას და მონდომებას არ დაკარგავთ შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. კარგი იქნება თუ ჯანმრთელობის გაკაჟებაზე ზრუნვას დაიწყებთ.


ტყუპები


დროა, თქვენი შრომისმოყვარეობისთვის მატერიალური სარგებელი მიიღოთ. მოსალოდნელია შეტყობინება თანხის ჩარიცხვის ან რაიმე სიახლის შესახებ, რომელმაც პლანეტების აზრით, შეიძლება თქვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალოს. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შეცვლა მოგიწიოთ.


კირჩხიბი


სავარაუდოდ, ეს დღე გაღიზიანებით და ჩხუბით დაიწყება. მოგეჩვენებათ, რომ სამყარო თქვენ თვალწინ ინგრევა და მიწა ფეხქვეშ გეცლებათ. ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს და რამის შეცვლის არც ძალა და არც სურვილი არ გაქვთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. უბრალოდ, დასვენება გჭირდებათ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ეს დღე უსიამოვნო მოგონებებს არ დატოვებს.


ლომი


ხელსაყრელი დღეა ვაჭრობის, კომერციული გარიგებებისა და ქონების დაგროვებისთვის. მოსალოდნელია ოჯახურ საქმეებთან დაკავშირებული დაუგეგმავი ხარჯები. ეცადეთ, საყოფაცხოვრებო საქმეები ეფექტურად მოაგვაროთ. ახლობლების რჩევა და გამოცდილება შეუცვლელ დახმარებას გაგიწევთ.


ქალწული


ეცადეთ, საკუთარ თავზე ზრუნვა ისწავლოთ. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. სავარაუდოდ, ახალი მფარველები გამოგიჩნდებიან. ახლობელი ადამიანები დახმარებას აღმოგიჩენენ და მათ ერთგულებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. გირჩევთ, ქალაქგარეთ გახვიდეთ, დასვენებას და ძალების მოკრეფას შეძლებთ.


სასწორი


თუ დღეს დამატებითი საქმიანობა შემოგთავაზეს, არ დაეთანხმოთ - აქედან სარგებელს ვერ მიიღებთ. დილიდან გაუგებრობები გელით. მოსალოდნელია ფინანსური კრიზისი - გაუთვალისწინებელი ხარჯები ოჯახის ბიუჯეტზე გავლენას მოახდენს. გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლო ნათესავების ჯანმრთელობას.


მორიელი


მოსალოდნელია სასიცოცხლო ძალების შემცირება. გაღიზიანება და დაღლილობა თავს იჩენს. შესაძლოა, შფოთვის გრძნობაც გაძლიერდეს. არ ინერვიულოთ, ახლობელი ადამიანები პატივს გცემენ და გაფასებენ. ამ დღეს სიმშვიდეს მხოლოდ სახლში იპოვით. 


მშვილდოსანი


ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების ან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის. ჩვეული მოვალეობებისადმი უჩვეულო მიდგომა, გარკვეული ექსცენტრიულობა გარშემო მყოფებს გააოცებს და შესაძლოა, ჭორაობის თემა გახდეს. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ  - ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯერ იფიქროთ და შემდეგ ილაპარაკოთ.


თხის რქა


მოსალოდნელია სასიხარულო ამბავი ან საჩუქარი - სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანისგან. გირჩევთ, ჯანმრთელობის მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, დღეს მცირე დისკომფორტი იგრძნოთ.  თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გარეგნულ თავშეკავებას ზოგი უხეშობად აღიქვამს, რაც უსიამოვნებებს გამოიწვევს.


მერწყული


ეს დღე თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისია. ცხოვრების მრავალ სფეროში ცვლილებების ტენდენცია იჩენს თავს. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი ურთიერთობა გელით. საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული.


თევზი


ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი კულმინაციას მიღწევს. სასარგებლოა ფიზიკური შრომა და სპორტი. გირჩევთ, დაიწყოთ გამაჯანსაღებელი კურსი. ამ დღეს ორგანიზმი საკვებს კარგად ითვისებს. ეცადეთ მხედველობის ორგანო არ გადატვირთოთ.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?