14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


წინააღმდეგობრივი დღეა, ამიტომ საკუთარი მოქმედებები კარგად უნდა გაიაზროთ. მოსალოდნელია მომგებიანი ხელშეკრულების გაფორმება ან კომერციული ოპერაციის დასრულება, რაც ბოლო დროინდელი საქმიანობის შედეგი იქნება. თქვენი ეგოიზმი და ვნებებს აყოლა შეიძლება ოჯახში ან კოლეგებთან უთანხმოების საფუძველი გახდეს. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ, რადგან დილას სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ.


კურო


თქვენმა არასტანდარტულმა იდეებმა და გარკვეულმა ექსცენტრიულობამ შეიძლება ის ადამიანებიც კი გააოცოს, რომლებიც კარგად გიცნობენ. ეცადეთ, მეტი მოთმინება და თვითკონტროლი გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უდისციპლინობა და თავდაჯერებულობა ჩიხში შეგიყვანთ.


ტყუპები


დაძაბული დღეა, რომელიც სულიერ გარდაქმნასთან ასოცირდება. შესაძლებელია, დღეს საქმიან მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ ან წარმოების გაფართოებაზე ფიქრი დაიწყოთ. გამორიცხული არ არის, რომ ბევრი ჭორის მოსმენა მოგიწიოთ. ყველაფრის მიუხედავად, თქვენ შეძლებთ, წარმატებით გადაჭრათ პრობლემა, რომელიც თქვენს ერთ მეგობარს ეხება.


კირჩხიბი


შესანიშნავი დღე გელით. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ. ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს მოკიდებთ, წარმატებით დასრულდება და ყველაზე რთული სიტუაციიდანაც საუკეთესო გამოსავალს იპოვით. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღის მეორე ნახევარი იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივზე მეტად მოგიწევთ ოჯახური და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება. არ იფიქროთ, რომ სიმშვიდისა და კმაყოფილების შეგრძნება სისუსტის ნიშანია.


ლომი


ხელსაყრელი დღეა ახალი ბიზნესის წამოწყების, შეხვედრებისა და პარტნიორებთან კონტაქტისთვის. ეს განსაკუთრებით ბიზნესმენ ლომებს ეხებათ. ამ დღეს დაწყებული საქმე კარგ შედეგს მოიტანს. პირად ცხოვრებაში ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა გელით, ამიტომ საკუთარ სიტყვებსა და მოქმედებებზე კარგად უნდა დაფიქრდეთ.


ქალწული


საკმაოდ რთული დღე გელით. ნებისმიერი საქმე, გარკვეულწილად, ფინანსებთან არის დაკავშირებული: ვალის დაბრუნება ან ახალი ვალის აღება, დამატებითი შემოსავლის ძებნა, ახლო ნათესავების ფინანსური დახმარება და ა.შ. შესაძლოა, ახალი საქმე დაიწყოთ ან ახალი ნაცნობები გაიჩინოთ, რაც წარმატებას მოგიტანთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თვის ბოლოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.


სასწორი


ახალი საქმის  დაწყებამდე ეცადეთ, ძველი დაასრულოთ. ამ დღეს რაიმეს ყიდვისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან შენაძენი შეიძლება ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდეს და წყალში გადაყრილი ფულის გამო დიდხანს ინანოთ. ოჯახში მოსალოდნელია ურთიერთბრალდებები. თქვენი ტაქტისა და დიპლომატიურობის წყალობით შეგიძლიათ, ინტრიგებსაც გაუმკლავდეთ და ახლობლებთან კონფლიქტებიც თავიდან აიცილოთ.


მორიელი


არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, რადგან მისი შედეგები შეიძლება, ძალიან უსიამოვნო იყოს. სარისკო მოქმედებებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.  სასურველია, რომ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება მომავალი კვირისთვის გადაიტანოთ. მეგობრები, ნათესავები და ბავშვები თქვენს მხარდაჭერას და დახმარებას ელიან.


მშვილდოსანი


შესაძლებელია, საქმიანობის სფეროს გაფართოებაზე ფიქრი მოგიწიოთ. დროა, წინა წლის დატვირთული შრომის სარგებელი მიიღოთ. მოსალოდნელია ფინანსების ან  რაიმე ახალი ამბების მიღება, რაც, პლანეტების აზრით, თქვენს მატერიალურ კეთილდღეობას გაზრდის. არ არის გამორიცხული, რომ დღეს პირადი ცხოვრების ერთ-ერთი პრობლემის წარმატებით მოგვარებას შეძლოთ.


თხის რქა


საკმაოდ რთული დღეა. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია მოტყუება და ილუზიები, ნათესავებთან ან ბავშვებთან ურთიერთობაში - კონფლიქტი. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ დღეს ფინანსურ ან კომერციული საქმიანობას გეგმავთ,  ფრთხილად იყავით - ვარსკვლავები ფინანსური ზარალის შესახებ გაფრთხილებენ. ბედი თქვენ წინააღმდეგაა, მაგრამ არ დანებდეთ - საღამოს დღის უარყოფითი ტენდენციები შემცირდება.


მერწყული


აქტიური სამუშაო დღეა. გამორიცხული არ არის, რომ სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმეების კეთება მოგიწიოთ. სავარაუდოდ, დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. თითოეულ პრობლემას გონივრულად მიუდექით და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ეცადეთ, საკუთარი იდეალების ერთგულება და საყვარელი ადამიანის პატივისცემა შეინარჩუნოთ.


თევზი


ახალი კვირის დასაწყისი დაკავშირებულია ენერგიის მოზღვავებასა და შემოქმედებით საქმიანობასთან. შეგიძლიათ, თამამად შეიცვალოთ სამუშაო ადგილი ან პროფესია -  თქვენი ინტუიცია და პრაქტიკულობა წარმატების გარანტიაა. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?