ცოტნე გეგეჭკორი: „სუპერძალები სულაც არ მჭირდება“

ზეპირი ანკეტა

4 დეკემბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, მუდამ განახლებადი ემოცია. ბედნიერება ყოველთვის რაღაც მიზნებს უკავშირდება. ჩემთვის ბედნიერებაა თუნდაც ის, რომ ვარ ჯანმრთელი და გარშემო კარგი ადამიანები მყავს, რომელთაც ვუყვარვარ და ჩემგანაც ამ ემოციას იღებენ. ჩემთვის მეგობრებისა და ადამიანების გარემო ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ბედნიერება უფრო ემოციურ და ფსიქოემოციურ სტაბილურობასთანაა დაკავშირებული. 


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- როცა ერთ ადამიანთან ჩემს ძველ მიმოწერას გადავხედე, 15 წუთის წინ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ვაღიარებ, რომ დრამის ყურების დროს ხშირად მომრევია ცრემლი და არც ვაბრკოლებ ხოლმე, რადგან ეს საუკეთესო ემოციური განტვირთვაა.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ნებისყოფაა ჩემს ხასიათში ერთ-ერთი უმთავრესი.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ყველა ადამიანი ეგოისტია და ყოველთვის ვცდილობ, ჩემში ეგოიზმი მაქსიმალურად შევზღუდო.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- შეიძლება, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემს თავს უფრო კომიქსის პერსონაჟს ვუკავშირებ. ბავშვობაში ადამიანები სუპერგმირებს ირჩევენ და ჩემთვის ასეთი იყო ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი ბიჭი - კლარკ კენტი, რომელიც, სამსახურის პარალელურად, ადამიანების გადასარჩენად იბრძვის. მე, რა თქმა უნდა, არ დავფრინავ ჰაერში, მაგრამ ჟურნალისტი ვარ და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა სამართლიანობა  და სამართლიანობისთვის ბრძოლა, თუნდაც ის, რომ შემიძლია, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო ან უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში მონაწილეობა მივიღო. ამისთვის კი სუპერძალები სულაც არ მჭირდება.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ექიმები - ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ შეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- შერლოკ ჰოლმსი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ინდოეთი, გოა. გარდა იმისა, რომ ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ლოკაციაა, საინტერესო იყო ადამიანების სოციალური მდგომარეობაც, მათი ყოველდღიურობა და მათთან ურთიერთობა. 


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- გალანტურობა.


- ქალში?
- მზრუნველობა.


- საყვარელი მწერლები?
- გალაკტიონ ტაბიძე.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ნებისმიერ დროს, როცა რელაქსი, სიმშვიდე და სიამოვნების მიღება მინდა, გია ყანჩელს ვუსმენ. მისი მუსიკის დახმარებით რაღაც შინაგან წონასწორობას ვპოულობ.


- ფილმი?
- ბარი ლევინსონის „წვიმის კაცი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- როდესაც შევძელი და მეორედ დავიწყე კარიერა და, შეიძლება ითქვას, ცხოვრებაც. ავარიის შემდეგ თითქმის ყველაფერი თავიდან შევქმენი, მინუს 47 კილოგრამით და სხვა დანარჩენი. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემში 2013 წელს სრული გარდატეხა მოხდა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ადამიანები ჩემ გარშემო.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- დღესაც მივიჩნევ, რომ რაც მოხდა, მათ შორის ყველაზე მძიმეც, უნდა მომხდარიყო, რათა შემდეგ ამ ყველაფერს დიდი განახლება მოჰყოლოდა.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- დიდი ემოციების თაიგული, რომლის გარეშეც, უბრალოდ, ვერ ვიცხოვრებ. 


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიმაღლის, ფრენის, მაგრამ მაინც ბევრს დავფრინავ და საშიშ ატრაქციონებზეც ვჯდები. მინდა, მოვერიო, მაგრამ არ გამომდის... 


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- შთამომავლების, შვილებისა და შვილიშვილების  გარემოცვაში. სიყვარულით მოციმციმე თვალებით რომ გიყურებენ და მათი სიყვარული რომ ფარავს ბოლო ამოსუნთქვის შიშს.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ეს ყველაფერი ვარჯიში იყო, ახლა კი შემდეგ კარში ახალი ცხოვრება გელოდება.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?