ნინიკო ბოჯგუა: „რთულია, ღმერთთან მხოლოდ ერთი კითხვით შემოიფარგლო“

ზეპირი ანკეტა

29 იანვარი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიის“ დამფუძნებელი ნინიკო ბოჯგუა.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემი აზრით, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს, თუმცა, არსებობს ბევრი პატარ-პატარა ბედნიერება, რომლებიც ერთ დიდ მთლიან ბედნიერებას ქმნის.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გულით ბოლოს გუშინ გავიცინე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ტირილი დიდად არ გამომდის. დაახლოებით, 2 წლის წინათ ვიტირე ბოლოს, ფილმის ყურების დროს.  


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- რასაც ჩავიფიქრებ, იმის გაკეთება მიყვარს და, ძირითადად, გამომდის.  


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ძალიან ჯიუტი ვარ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ძალიან რთულია, ვინმესთან თავის გაიგივება. ჩავთვალოთ, რომ უნიკალური ვარ და არავისთან გავაიგივებ თავს (ეს ხუმრობით).


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ალბათ, დღევანდელ საზოგადოებაში რთულია, იყო მაქსიმალურად ნამდვილი და თავისუფალი, რადგან ხშირად გიწევს, სიტუაციასა და გარშემომყოფების მოლოდინებს მოერგო. ამიტომ ადამიანები, რომლებიც სინამდვილეს ინარჩუნებენ, ნაწილობრივ გმირები არიან.  


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ფორესტ გამპი, რომელიც ყველა ჯერზე მახსენებს, რომ შეუძლებელი არაფერია, მისი მიზანსწრაფულობა მომწონს.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- სვანეთი, უშგული. ალბათ, იმიტომ, რომ არ ველოდი, ასეთი საოცრება თუ დამხვდებოდა. არასდროს დამავიწყდება ხედი ეკლესიის ეზოდან, შხარა რომ დავინახე.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ქალშიც იუმორის გრძნობა. პრინციპში, როცა ვამბობ იუმორის გრძნობას, უფრო ვგულისხმობ იმას, როცა ადამიანი მარტივად უყურებს ცხოვრებას, ძალიან სერიოზულად არ აღიქვამს საკუთარ თავს და შეუძლია, საკუთარ თავზე გაიცინოს.


- საყვარელი მწერლები?
- ჯორჯ ორუელი, გაბრიელ გარსია მარკესი, თუმცა კომიქსების განსაკუთრებული მოყვარული ვარ და ამიტომ, ვიტყვი, რომ ჩემი ფავორიტი სტენ ლია.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრედი მერკური არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული.


- ფილმი?
- სტივენ სპილბერგის „შინდლერის სია“, კვენტინ ტარანტინოს „მაკულატურა“ და რობერტ ზემეკისის „ფორესტ გამპი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ალბათ, იმას, რომ დავიწყე ჩემი საქმე, დავაფუძნე ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“ და ეს უკვე მიღწევაა. და ისიც ვიცი, საბოლოოდ სად მინდა მისვლა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ის, რომ შემიძლია, არჩევანი გავაკეთო და თავისუფალი ვარ. თუმცა, რაც მეტი თავისუფლება მექნება, მით უკეთესი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- 2008 წლის 8 აგვისტოს ამოვიღებდი ჩემი ცხოვრებიდან.  


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- როგორც ჩემმა დისშვილმა ლაშიკომ თქვა, სამშობლო არის დედამიწა, სანამ სხვა პლანეტაზე არ გადავსახლდებითო. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში მართლაც სხვა პლანეტაზე  მოგვიხდეს ცხოვრება, ასე ვიტყვი: ჯერჯერობით დედამიწა და მერე ვნახოთ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიკვდილის, ალბათ, თუმცა, მგონი, უფრო შეუცნობელი რამის მეშინია, რადგან არ ვიცი, არის თუ არა რამე სიკვდილის მერე.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სულ ვამბობ, რომ მინდა, რამე ბუნებრივი კატასტროფა ვნახო და ისე მოვკვდე, მაგალითად, ზვავი ან ცუნამი, ისეთი რამ, რაც აღფრთოვანებას იწვევს - ეს ისე, პოეტურად თუ გამოვხატავ. თუმცა, რეალურად მინდა, ძილში მოვკვდე, ძალიან მოხუცი რომ ვიქნები და ვერაფერსაც რომ ვერ გავიგებ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ყველა საიდუმლო გაემხილა, რაც სამყაროსთან კავშირშია. სად მთავრდება სამყარო ან მთავრდება კი საერთოდ?! რა არის შავი ხვრელები, რა არის დრო, რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე, რისთვის ვარსებობთ? რთულია, ღმერთთან მხოლოდ ერთი კითხვით შემოიფარგლო.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ძალიან მაგარი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

მერე რა, რომ ამ ფილმებზე კინოთეატრებში ცოტა პოპკორნი იყიდება და არც ამ გმირების გამოსახულებიან მაისურებს ატარებს ვინმე - ეს ვერაფრით აკნინებს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებას... უყურეთ და დარწმუნდით. 
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.
დღის ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ულვაშიანები უულვაშოდ

აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ სტალინი ან ლენინი მათთვის ასე დამახასიათებელი ულვაშების გარეშე... თუმცა იყო დრო, როცა ეს ცნობილი ულვაშიანებიც იპარსავდნენ ულვაშს და სულ სხვანაირად გამოიყურებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?