ნინო მუმლაძე: „ის ჩემთვის უპირობო სიყვარულის საგანია“

ზეპირი ანკეტა

26 თებერვალი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მსახიობი ნინო მუმლაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი კი არა, თვითონ ბედნიერება რა არის, ესეც რთული სათქმელია. სრულყოფილი და მარადიული ბედნიერება არ ვიცი, არსებობს თუ არა. ვფიქრობ, ბედნიერება შედგება რაღაც მომენტებისგან, რაც სიხარულსა და კმაყოფილებას ერთდროულად გაგრძნობინებს. ეს შეიძლება იყოს რაღაცის მიღწევა, ბავშვის გაჩენა, დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვა. წვრილმანი მომენტები, რომლებიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გაკმაყოფილებს, ეიფორიის შეგრძნებას ბადებს. ასეთი მრავალფეროვანი მომენტებია ბედნიერება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- საერთოდ, სულ ვიცინი. იმდენად გაჯდა ჩემი ცხოვრების სტილში, რომ სიცილი პროფესიის ნაწილად მექცა. კონკრეტულად რომ გავიხსენო, წუხელ ღამით, დედაჩემთან ერთად, ბევრი ვიცინე. საერთოდ, დედაჩემს არაჩვეულებრივი იუმორი აქვს.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ტირილითაც ძალიან ხშირად ვტირი. ალბათ, ასაკის ბრალია. გულისამაჩუყებელი მომენტები ძალიან მოქმედებს ჩემზე. ბოლოს ვიტირე ფილმზე „საოცრება“.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- როდესაც ადამიანები ცდილობენ, კომპლიმენტი მითხრან, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ. თავიდან ცოტა ვიბნეოდი, მაგრამ ბოლო დროს, იმდენად ხშირად მესმის, რომ რაღაცნაირად შევიფერე და ვცდილობ, მკვეთრად გამოვხატო კიდეც.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ძალიან არაპუნქტუალური ვარ, რაც დღევანდელმა დღემაც დაადასტურა (ჩაწერაზე მოსვლა დააგვიანდა). 


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ვერცერთ ისტორიულ ფიგურასთან ვერ ვაიგივებ.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- დედა და დეიდა. რაც მათ გააკეთეს, ჩემთვის და ჩემი დისთვის, განსაკუთრებით 90-იან წლებში - წარმოუდგენელია. 1996 წელს დავრჩით უმამოდ. ყველამ ზურგი შეგვაქცია, ვისი იმედიც გვქონდა. მხოლოდ დეიდაჩემი დაუდგა დედაჩემს გვერდით. დედა მუსიკის მასწავლებელი იყო. დეიდა ბიბლიოთეკის მუშაკი და იმ პერიოდში მისი შემოსავალი თითქმის ნული იყო. დედაჩემს ორი პატარა ბავშვი უნდა გაეზარდა ისე, რომ არაფერი დაგვკლებოდა, განათლება მიგვეღო, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები ვყოფილიყავით. ვერ წარმოვიდგენ, როგორ გაუმკლავდა ამ ყველაფერს, მაგრამ დედამ ეს მოახერხა. 


- თქვენი მხატვრული გმირები...
- იბსენის პიესაში „თოჯინების სახლი“ ნორას პერსონაჟი იყო ყოველთვის ჩემთვის საოცნებო როლი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიესა დაიწერა 1879 წელს, ვფიქრობ, რომ ის განსაკუთრებით ახლაა საქართველოში აქტუალური. ახლა ხდება იმის დამტკიცება, რომ ქალი პიროვნებაა, ქალი არ უნდა იყოს ქმრის თოჯინა და ა.შ. რომ ქალი დამოუკიდებელი პიროვნებაა და თუკი ამ მხრივ დაბრკოლებები შეექმნა, მზად არის, ამის გამო ოჯახი მიატოვოს.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ეს იყო ჩემი პირველი ჩასვლა ევროპაში, 4 წლის წინათ. ბარსელონაში მოგვიწია მე და ჩემს დას წასვლა და გადავირიე. შოკში ვიყავი. მაშინ მივხვდი, რატომ უნდა წავიდეთ ევროპისკენ. ასეთივე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის სვანეთში მოგზაურობა შარშან. ასეთი სილამაზე მართლა არასდროს მინახავს.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?


- ზოგადად, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანში მნიშვნელოვანია მისი აზროვნება, მისი ძირეული ფასეულობები. ვფიქრობ, თუკი საერთო ენა ვერ გამოვნახე ადამიანში, მასთან თუნდაც, ელემენტარული დიალოგი და მეგობრული ურთიერთობა წარმოუდგენელია. 


- ქალში?
- ქალშიც, პრაქტიკულად, იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- გურამ დოჩანაშვილი, ერნესტ ჰემინგუეი, გაბრიელ გარსია მარკესი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- პირველ რიგში, გია ყანჩელი და ალექსანდრე სკრიაბინი. ვფიქრობ, ახლა უფრო არის მისი ეპოქა, ვიდრე მაშინ, როდესაც მოღვაწეობდა.


- ფილმი?
- საერთოდ, მიყვარს ანდრეი ტარკოვსკის ფილმები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფილმი შედევრი აქვს, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ფილმი „სარკე“, რომელიც გარდატეხის ასაკში ვნახე. ის ემოცია დღემდე მომყვება.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემს პიროვნულ დამოუკიდებლობას, თავდაჯერებულობას, იმიტომ, რომ ყოველთვის ასეთი არ ვიყავი და ამისთვის მუშაობა დამჭირდა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- თავისუფლება.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული მომენტი მაინც გვაძლევს ბიძგს განვითარებისთვის. თვალი რომ გადავავლოთ წარსულს, დაბრკოლებების გარეშე ჩვენი ცხოვრება არ განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს. ვცდილობ, ყველაფერი მივიღო ისე, როგორც ბედისწერა მაწვდის. ამიტომ არაფერს გამოვტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- ალბათ, როგორც ოჯახი და მშობელი, რომელსაც არ ვირჩევთ. ის ჩემთვის უპირობო სიყვარულის საგანია. ხშირად, რაღაც არ მოგვწონს ოჯახში ან ოჯახის წევრებში, მაგრამ მაინც გვიყვარს. ასეა სამშობლოც. ძალიან მიყვარს ისეთი, როგორიც არის.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მე მაქვს ერთი ძალიან სასაცილო ფობია: ძალიან მეშინია ფრინველების, განსაკუთრებით ქათმის. ამ ბოლო დროს კიდევ ერთი შიში დამჩემდა: შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გავაკეთო ცხოვრებაში და ვერ ვასწრებ.  


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ორი დღის წინ, მე და ჩემი მეგობარი გაგლო მოვდივართ მანქანით. რაღაც სასაცილოს მიყვებოდა, ბევრს ვიცინოდით, თან მე ვიჯექი საჭესთან და ვეუბნებოდი, გაჩერდი, თორემ დავიხოცებით-თქო. მერე ვხუმრობდით კიდეც - თუ არტისტების უმრავლესობისთვის სცენაზე სიკვდილია დიდი პატივი, ჩვენ შემთხვევაში, ასეთი პატივი სიცილით სიკვდილია.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- რომ მიფასებს იუმორს და ამის გამო არ მიბრაზდება.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?