ბელა ალანია: „ადამიანის სიძლიერე მის გულშია“

ზეპირი ანკეტა

2 აპრილი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია „დედაშვილობის“ თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის წევრი ბელა ალანია.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ვფიქრობ, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს და შეუძლებელია მისი მიღწევა. მთელი ცხოვრება, ალბათ, სწრაფვაა ამ სრულყოფილი ბედნიერებისკენ. ზოგადად, ალბათ, ბედნიერება ის არის, როდესაც იცი, რომ ფრთები არ გაქვს, მაგრამ ფრენა შეგიძლია.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ბოლოს გავიცინე დილას, როდესაც სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი. მინდოდა, ყველასთვის ძალიან მომეწონებინა თავი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ბოლოს ძალიან ვიტირე არჩილ ტატუნაშვილის დასაფლავებაზე და დღემდე ვტირი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ძიება. ან მინდა, რომ ეს იყოს. ზუსტად არ ვიცი.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მიყვარს. გულჩვილი ვარ და ზოგჯერ უადგილო ადგილასაც მეტირება.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არცერთთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- იდეალური ლიტერატურული გმირი არ არსებობს. ყველა მწერლის მცდელობა, შეექმნა იდეალური გმირი, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. ნუ, როგორც ამბობენ, ეს ცოტათი ლევ ტოლსტოის გამოუვიდა, თუმცა ამაზეც შეიძლება დავა. რაც შეეხება ზოგადად გმირებს, ბევრია ასეთი - შინდისის გმირები, ექვთიმე თაყაიშვილი, მარო მაყაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი ანწუხელიძე... და ბევრი, თუნდაც უჩინარი გმირი, რომლებიც უსახელოდ ეწირებიან რამე იდეას.


- თქვენი მხატვრული გმირები.
- ასეთი არ მყავს, თუმცა ახლა მახსენდება კამილა კლოდელი, ალბათ, ამწამიერი ემოციის გამო.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში. დრო რომ მქონდეს, ფეხით შემოვივლიდი. მენატრება ლომისის მთაზე ასვლა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ადამიანებს სქესის მიხედვით არ ვყოფ. ვაფასებ ნიჭს. ადამიანის სიძლიერე მის გულშია.


- ქალში?
- ქალშიც იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- ვაჟა ფშაველა, ჰომეროსი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, რევაზ ლაღიძე.


- ფილმი?
- ვფიქრობ, საყვარელი ფილმი არ არსებობს. ყოველდღე ვერ ნახავ ფილმს „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ბოლო დროს ანიმაციურ ფილმებს ვუყურებ. „მოსიარულე კოშკი“ მომწონს.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?   
- გარშემომყოფთა სიყვარულს და იმას, რომ საყვარელი საქმით ვარ დაკავებული.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სამშობლო, ოჯახი, მეგობრები...


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- მამაჩემის გარდაცვალების დღეს. იმ დღეს გავაცნობიერე, რა იყო სიკვდილი და დიდი მწუხარება. თუმცა მერეც იყო ცუდი დღეები.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- „ვეფხისტყაოსანი“, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ნიკალა, ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონი... ჩემი შვილები. 


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიკვდილის - არა, უფრო გარდაცვალების მეშინია, გადასხვაფერება მაშინებს, არ ვიცი, როგორი იქნება.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ვისურვებდი, გული არავისთვის დამეწყვიტა. იმაზე ფიქრიც არ შემიძლია, რომ შეიძლება ჩემ გამო ინერვიულონ და იტირონ. მინდა, უმტკივნეულოდ მოვკვდე, აი, დავიძინო და ვერ გავიღვიძო...


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა? 
- ყველაფერი გაპატიე...


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?