გიორგი ისაკაძე: „არ ვტყდები, მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა“

გიორგი ისაკაძე: „არ ვტყდები, მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა“

ზეპირი ანკეტა

9 აპრილი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია BMG-ის დამფუძნებელი, Forbes-ის მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- გარშემომყოფთა ჯანმრთელობა. არა მგონია, ეს ასაკის ბრალი იყოს. ბოლო დროს, რომ ვუფიქრდები, თუ არსებობს სრულყოფილი ბედნიერება, ეს მაინც ადამიანების ჯანმრთელობაა. ყველაფერი დანარჩენისთვის, როგორც ერთ, უბერებელ რეკლამაშია: არსებობს VISA ბარათი. ვიღაცისთვის - MasterCard.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- აი, ახლა, როდესაც ხელი ჩამოგართვით და მოგესალმეთ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ორ თვე-ნახევრის წინ. ბიცოლა გარდამეცვალა, მარინა ფრანგიშვილი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ძალიან მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი და ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. მიზანდასახულობას აღნიშნავენ ხოლმე და, თუ ქედმაღლობაში არ ჩამეთვლება, დავტოვებ ამ პასუხს.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- სიფიცხე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დონეზე ჩემი დევიზია: „იჩქარე ნელა“, ეტყობა, რაღაც მომენტში მუხრუჭები არ მყოფნის.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 წელიწადია, რატომ არ ვიცი, მაგრამ გადართული ვარ რუზველტისა და ჩერჩილის ფიგურებზე, არც ერთ შემთხვევაში არ ვაიგივებ საკუთარ თავს მათთან, თუმცა, ძალიან ბევრ თვისებებში მაქვს მათზე სწორება. მათ შორის, სახასიათოშიც. რომ გადმომეცეს, უარს არ ვიტყოდი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- თანამედროვეობიდან ჩემი გმირია ჯეფ ბეზოსი, „ამაზონის“ დამფუძნებელი.


- თქვენი მხატვრული გმირები
- მუდმივად ცვალებადია. დღეს შეიძლება, ჩემი შვილებიდან გამომდინარე, ეს იყოს ბეტმენი, სუპერმენი, ქართული ზღაპრების გმირები, თუკი ასეთებს მოვიფიქრებ. ხვალ, Forbes-ის გამოცემის ან გადაცემის მომზადებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდა ქართველი, რომელიც საოცრებებს აკეთებდა ან აკეთებს. ანუ იმდენად რუტინაში ვარ, რომ მუდმივი მხატვრული გმირი არ მყავს. ეს სამწუხარო რეალობაა.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ვფიქრობ, რომ შთამბეჭდავი მოგზაურობა წინ მაქვს, თუმცა წარსული მოგზაურობებიდან მაინც გავიხსენებდი იაპონიას, ტოკიო-ოსაკაში ყოფნას.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- პირუთვნელობა.


- ქალში?
- იგივე. თვისებების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას სქესით დაყოფა უადგილო მეჩვენება. უბრალოდ, ვისურვებდი, ქალბატონები მეტად და საქმიანად აქტიურები ვიხილო სოციალური ქსელების მიღმა.


- საყვარელი მწერლები?
- ვაჟა-ფშაველა, ჯონ სტეინბეკი, აკა მორჩილაძე.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი, ენიო მორიკონე და იოჰან შტრაუსი (უმცროსი), ანუ ვალსების მეფე.


- ფილმი?
- დევიდ დობკინის ფილმი „მოსამართლე“. 3-4 წლის წინანდელი ფილმია, რობერტ დაუნი უმცროსის და რობერტ დიუვალის ფანტასტიკური დუეტით. რამდენჯერმე მივუბრუნდი ამ ფილმს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ოსკარებს არ ვწყალობ, ამ ფილმმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ არ ვტყდები, მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, წარსულში დეპრესიებისა, წაქცევისა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- დრო - ის მრჩება მუდმივ გამოწვევად და ალბათ, ასეც იქნება ყოველთვის.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- კი, არსებობს. ეს იყო 2009-2010 წლები, როდესაც 7-8 თვის განმავლობაში მომიწია Georgian Media Production Group-ის ხელმძღვანელობა. ეს არის ჰოლდინგი, რომელშიც შედიოდა ტელეკომპანია „იმედი“, რადიოიმედი და სხვ. ამ ჰოლდინგის დირექტორობაზე თანმხობა ჩემს მძიმე შეცდომად მიმაჩნია, რომელსაც გამოვტოვებდი და ჩემი ცხოვრების ამ შვიდ-რვა თვეს სიამოვნებით „მონტაჟსაც” გავუკეთებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- მუდმივი ვალდებულება.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- უსუსურობის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- შეწუხების გარეშე - გარშემომყოფებისა და საკუთარი თავისაც.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- იდეალური იქნებოდა, თუ ბოლომდე გამიმართლებს და მეტყვის: გიორგი, ესა და ეს იყო შენი უმძიმესი შეცდომები, მოგეტევება და გაძლევ შანსს, რომ ეს ამბავი იქ დარჩენილებს გააგებინო.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება