ნინო ზაუტაშვილი: „არ მინდა, გავჩერდე, სანამ ვარ“

ზეპირი ანკეტა

30 აპრილი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- რაც უფრო მემატება ასაკი, მით მეტად ვხვდები, რომ არ არსებობს სრულყოფილი ბედნიერება. თუნდაც ის, რომ აუცილებლად ერთ მშვენიერ დღეს უნდა დატოვო ყველა და ყველაფერი, რაც გიყვარს, ჩემი აზრით, აფერმკრთალებს ბედნიერების სრულყოფილების განცდას.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- რამდენიმე წუთის წინ, როდესაც დაგინახე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ძალიან მწარედ ვიტირე, როდესაც ერთი კვირის წინ საყვარელი ბიძა გარდამეცვალა.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- გამბედაობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- მორიდება.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ჟანა დ'არკთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებიც თავისუფლები არიან ნებისმიერ ფინანსურ და მატერიალურ ღირებულებებზე მიჯაჭვულობისგან. მაგალითად, ორკესტრის მუსიკოსები ან ადამიანები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში მთელ სოფელს ინახავენ, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ისე, რომ არც აინტერესებთ, ამაში გადაუხდიან თუ არა ფულს.


- თქვენი მხატვრული გმირები
- შარლოტ ბრონტეს არაჩვეულებრივი ჯეინ ეარი არის ჩემი ფავორიტი. თავისთავად, ცხადია, ჟანა დ'არკიც, რომელიც ძალიან მიყვარს.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და თითქოს, ბევრი რამ მაქვს ნანახი, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო თუშეთში, შენაქოში მოგზაურობა, რომელიც სხვადასხვა სეზონზე ცვალებადია და ცაშია, ღმერთთან ახლოს. არასოდეს დავიღლები, ვათვალიერო გურია, რადგან მიმაჩნია, რომ მსგავსი სილამაზე ბუნებაში არ არსებობს. 


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მიზანდასახულობა.


- ქალში?
- ინტელექტი და იუმორის გრძნობა.


- საყვარელი მწერლები?
- შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.


- ფილმი?
- ძალიან რთულია ფილმზე საუბარი. ჩემთვის კლასიკაა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, რომელშიც პრობლემები  საოცარი იუმორით არის გადმოცემული, მაგრამ სხვადასხვა ხასიათზე ყოფნის დროს სხვადასხვა ფილმის ყურება გინდება. თუნდაც ისეთი ბანალურის, როგორიცაა რობერტ დენიროსა და მერილ სტრიპის „შეყვარებულები“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ყველა დიდი ბრძოლის შედეგად მიღწეული წარმატება ჩემთვის მიღწევაა. მაგალითად, ჩემთვის წარმატებაა დირიჟორების კონკურსში გამარჯვება. ეს იყო BBC-ს პროექტი სახელწოდებით „მაესტრო“. ავიღე პირველი ადგილი და გავხდი მაესტრო.
(„მაესტრო“ BBC-ს პოპულარული შოუა, რომლის მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. მასში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც მანამდე სიმფონიურ ორკესტრთან შეხება არ ჰქონიათ. - რედ.)


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ადამიანი. რა თქმა უნდა, დრო უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არაფერს არ აქვს ფასი ადამიანის გარეშე.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- როგორ არა, რამდენიც გინდა, ძალიან ბევრს გამოვტოვებდი, თუმცა, ალბათ, ამ შემთხვევაში არ ვიქნებოდი ნინო ზაუტაშვილი. ამ თარიღებმა შექმნა და ჩამოაყალიბა ჩემი პიროვნული თვისებები.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- სამშობლო ჩემთვის არის დედამიწა მთლიანად. ვერ ვიტყვი, რომ სამშობლო ჩემთვის არის ჩემი სახლი, ჩემი საძინებელი, უფრო გლობალურად ვფიქრობ. ცხადია, ჩემი სახლი არის საქართველო, თბილისი, მაგრამ როდესაც სირიაში ხდება ეს უბედურება, ნამდვილად გიჩნდება ის განცდა, რომ ნეტა ახლა იქ იყო და ნეტა შეძლო, დაეხმარო იმ ადამიანებს, რითიც შესაძლებელია.  


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ჩემი მოძრავი ხასიათიდან გამომდინარე, გაჩერების მეშინია. სიკვდილის იმდენად არა, სიკვდილი გარდაუვალია, არ მინდა გავჩერდე, სანამ ვარ.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის დირიჟორობის პროცესში.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მოდი ჩემთან, ჩემი კარგი გოგო, ნუ გეშინია!


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?